დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4407 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 02/03/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 8, 23/03/2007 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 19/04/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 330.090.000.05.001.002.747 |
საქართველოს კანონი
„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ. 72) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 31 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებას ახორციელებენ თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები, რომლებსაც მეთოდურ ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას უწევს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო მთავარი არქმშენინსპექციის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მეშვეობით.“;
ბ) მე-4 პუნქტის:
ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე და ამ მიზნით საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოებისათვის ადგენს ამ ობიექტებზე ზედამხედველობის გეგმას და იღებს ინფორმაციას მისი შესრულების შესახებ. იმ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე სახელმწიფო ზედამხედველობას, რომლებზედაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მშენებლობის ნებართვებს გასცემენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებები და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე მდებარე თვითმმართველი ქალაქების თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები, ასევე ახორციელებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები;“;
ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ადგილზე ახორციელებს უფლებამოსილი ორგანოების საქმიანობის შერჩევით შემოწმებებს და შემოწმებისას გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მიზნით საკითხს აყენებს მათი ზემდგომი ორგანოების წინაშე, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ამ უფლებამოსილებას აგრეთვე ახორციელებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები.“.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მთავარი არქმშენინსპექცია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ზედამხედველობას უწევენ კანონით განსაზღვრულ სხვა ობიექტებს, და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე ქ. თბილისისა და თვითმმართველი ქალაქების თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო ზედამხედველობას იმ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე და კანონით განსაზღვრულ სხვა ობიექტებზე, რომლებზედაც გასცემენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მშენებლობის ნებართვებს, უზრუნველყოფენ მშენებლობაში მონაწილეთა მიერ მშენებლობის უსაფრთხოებასა და შენობა-ნაგებობის საექსპლუატაციო საიმედოობას.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 2 მარტი.
№4407–Iს
დოკუმენტის კომენტარები