სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ

  • Word
სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 716
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/05/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 23-24, 07/06/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 08/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 340.130.000.05.001.000.213
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
716
15/05/1997
პარლამენტის უწყებანი, 23-24, 07/06/1997
340.130.000.05.001.000.213
სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (28/12/2005 - 29/12/2006)

საქართველოს კანონი

სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო კარანტინის ღონისძიებებს, მისი განხორციელების პრინციპებს და მიმართულია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სასოფლო-სამეურნეო კარანტინის ნორმების დასაცავად.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კარანტინი შემზღუდავ ღონისძიებათა სისტემა მცენარეთა, ცხოველთა და ადამიანთა ინფექციებისა და მავნებლების გავრცელების თავიდან ასაცილებლად;

ბ) კარანტინის ზონა ტერიტორია, რომელზეც ვრცელდება საკარანტინო ღონისძიებები;

გ) სასოფლო-სამეურნეო კარანტინი ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ სახელმწიფო საკარანტინო ღონისძიებათა სისტემა;

დ) ფიტოსანიტარიული კარანტინი სახელმწიფო საკარანტინო ღონისძიებათა კომპლექსი მცენარეთა საკარანტინო ორგანიზმების შემოტანისა და გავრცელების თავიდან ასაცილებლად;

ე) ვეტერინარული კარანტინი სახელმწიფო საკარანტინო ღონისძიებათა კომპლექსი ცხოველებისა და ადამიანებისათვის საერთო, აგრეთვე ცხოველთა სხვა ინფექციური და გადამდები დაავადებების საქართველოში შემოტანისა და გავრცელების თავიდან ასაცილებლად;

ვ) ფიტოსანიტარიული კარანტინის ობიექტი მავნებელი, მცენარეთა დაავადების გამომწვევი აგენტი და სარეველა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არ არის ან შეზღუდულადაა გავრცელებული;

ზ) ვეტერინარული კარანტინის ობიექტი დაავადებული ან მასზე საეჭვო ცხოველი, ფრინველი, თევზი, ფუტკარი, მათი განთავსების ან შენახვის ადგილი და ტერიტორია, ინფიცირებული ან მასზე საეჭვო მეცხოველეობისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ნედლეული, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა პროდუქტი, ნედლეული, ტვირთი და მასალა;

თ) ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია, მასალა და ობიექტი პროდუქცია, მასალა და ობიექტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საკარანტინო ობიექტების გავრცელება;

ი) ვეტერინარულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია, მასალა და ობიექტი ცოცხალი ორგანიზმი, პროდუქცია, ტვირთი, მასალა და ობიექტი, რომელსაც შეუძლია ან რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ინფექციური და გადამდები დაავადებების გავრცელება;

კ) მცენარე მცენარე და მისი ნაწილი, თესლის ჩათვლით;

ლ) მავნე ორგანიზმი მცენარეული, ცხოველური და სხვა პათოგენური აგენტი, რომელიც ვნებს მცენარეს და მცენარეულ ნაწარმს, ცხოველს, ფრინველს და მათგან წარმოებულ პროდუქტ-ნედლეულს, აქცევს მათ ინფექციის გავრცელების წყაროდ.

    მუხლი 2. სასოფლო-სამეურნეო კარანტინის საფუძველი

1. ფიტოსანიტარიული კარანტინი ხორციელდება ამ კანონის, „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. ვეტერინარული კარანტინი ხორციელდება ამ კანონის, „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის, ვეტერინარული კანონმდებლობისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

    მუხლი 3. სასოფლო-სამეურნეო კარანტინის ძირითადი ამოცანები

1. ფიტოსანიტარიული კარანტინის ძირითადი ამოცანებია:

ა) ქვეყნის ტერიტორიის დაცვა სხვა სახელმწიფოებიდან საკარანტინო ობიექტების შემოტანისა და გავრცელებისაგან;

ბ) გავრცელებული საკარანტინო ობიექტების დროული აღმოჩენა და გავრცელების კერების ლოკალიზაცია ლიკვიდაციის ორგანიზება, კონტროლი ამ ღონისძიებათა შესრულებაზე;

გ) სახელმწიფო კონტროლის დაწესება საკარანტინო წესების შესრულებაზე სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების, ტრანსპორტირების, შენახვის, გადამუშავებისა და რეალიზაციის დროს.

2. ვეტერინარული კარანტინის ძირითადი ამოცანებია:

ა) ქვეყნის ტერიტორიის დაცვა სხვა სახელმწიფოებიდან ცხოველებისა და ადამიანებისათვის საერთო, აგრეთვე ცხოველთა სხვა ინფექციური დაავადებების გამომწვევთა შემოტანისა და გავრცელებისაგან;

ბ) ცხოველებისა და ადამიანებისათვის საერთო, აგრეთვე ცხოველთა სხვა ინფექციური და გადამდები დაავადებების დროული აღმოჩენა, გავრცელების კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის ორგანიზება;

გ) სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის დაწესება საკარანტინო წესების შესრულებაზე ცხოველის, ფრინველის, თევზის, სხვა ცოცხალი ორგანიზმის, მეცხოველეობისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტ-ნედლეულის, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა პროდუქტების და მასალების წარმოების, შენახვის, გადამუშავების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის დროს.

    მუხლი 4. საკარანტინო მომსახურების მოსაკრებელი

საკარანტინო მომსახურების გაწევისათვის დაწესებულია მოსაკრებელი, რომლის სტრუქტურა და ოდენობა განისაზღვრება საკარანტინო მომსახურების მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონით.

საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2206 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.74

თავი II

სასოფლო-სამეურნეო კარანტინის სახელმწიფო სამსახურები

    მუხლი 5. სასოფლო -სამეურნეო კარანტინის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო

სასოფლოსამეურნეო კარანტინის ორგანიზებას და კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომლის საქმიანობა განსაზღვრულია ამ კანონით, „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ და „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონებით, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2577 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.11

    მუხლი 6. სასოფლო-სამეურნეო კარანტინის სამსახურების კომპეტენცია

1. ფიტოსანიტარიული კარანტინის სახელმწიფო სამსახურის კომპეტენციაა:

ა) საკარანტინო ობიექტების ნუსხის განსაზღვრა, ქვეყანაში გაუვრცელებელი ან კერობრივად გავრცელებული დაავადებების, მავნებელთა და სარეველების სახეობრივი შემადგენლობის დაზუსტება და ფიტოსანიტარიული კარანტინის ჩატარების წესებისა და ინსტრუქციების პროექტების შემუშავება;

ბ) კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის ქვეყნიდან გატანა-შემოტანისას ფიტოსანიტარიული საკარანტინო შემოწმებისა და ლაბორატორიული ექსპერტიზის ჩატარება, მათ შორის, მცენარეულ მასალაში, საფოსტო გზავნილებაში, ხელბარგში, ტარაში, შესაფუთ და სატრანსპორტო საშუალებებში;

გ) კონტროლი იმ სანერგეებზე, ჯიშთა გამოცდის ნაკვეთებზე, საცდელ და სასელექციო სადგურებზე, სათბურებზე, რომლებიც აწარმოებენ თესლებს, ჩითილებს, ნერგებს და რეალიზაციას უკეთებენ მათ, იღებენ თესლებსა და სარგავ მასალას ქვეყნის გარედან;

დ) კონტროლი ამ სფეროში მიღებული ნორმატიული აქტების შესრულებაზე;

ე) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ფიტოსანიტარიული კარანტინის საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმოდგენა.

2. საიმპორტო საკარანტინო უფლება თესლებზე, სარგავ და კარანტინს დაქვემდებარებულ სხვა მასალაზე, პროდუქციასა და ობიექტებზე და ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის უფლება აქვს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურას, რომლის საქმიანობა განსაზღვრულია „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. (ამოღებულია).

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2577 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.11

    მუხლი 7. სასოფლო-სამეურნეო კარანტინის ობიექტები

1. ფიტოსანიტარიული კარანტინი ვრცელდება:

ა) სასოფლო-სამეურნეო, სატყეო და დეკორატიული კულტურების თესლებსა და სარგავ მასალებზე, მცენარეებსა და მათ ნაწილებზე, აგრეთვე ნებისმიერ მცენარეული წარმოშობის პროდუქციაზე, სურსათზე, რომელიც შეიძლება საკარანტინო ობიექტის გადამტანი გახდეს;

ბ) სოკოებსა და მათ კულტურებზე, ბაქტერიებზე, ვირუსებზე, ნემატოდებზე, ტკიპებსა და მწერებზე;

გ) მწერების კოლექციაზე, დაავადებების გამომწვევებზე და ნიმუშებზე, აგრეთვე ჰერბარიუმებსა და თესლების კოლექციაზე;

დ) სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ქვეყანაში შემოდიან მის ფარგლებს გარედან;

ე) სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღებზე, ტარაზე, შესაფუთ საშუალებებზე, სამრეწველო საქონელზე, მცენარეული მასალით დამზადებულ ნაკეთობებზე, რომლებიც შეიძლება გახდნენ საკარანტინო ობიექტების გადამტანები, აგრეთვე ქანებსა და ნიადაგის ნიმუშებზე;

ვ) იმ დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ტერიტორიებსა და შენობებზე, რომლებიც ამზადებენ, ამუშავებენ, ინახავენ და რეალიზაციას უწევენ მცენარეული წარმოშობის პროდუქტებს, სასოფლო-სამეურნეო და სატყეო სავარგულებზე, საკარმიდამო და სააგარაკო ნაკვეთებზე და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე.

2. (ამოღებულია).

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2577 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.11

თავი III

სახელმწიფო საზღვრებზე სასოფლო-სამეურნეო საკარანტინო კონტროლი

    მუხლი 8. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო -საკარანტინო კონტროლი

1. საქართველოს საზღვრებზე, საზღვაო ნავსადგურებში, აეროპორტებში, სახმელეთო გასასვლელებში და საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო -საკარანტინო ღონისძიებების კონტროლს მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ეპიზოოტიის საერთაშორისო ბიუროს მიერ დადგენილი წესებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი.

2. კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტი და ტრანზიტი ნებადართულია ამ პროდუქციაზე ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი სერტიფიკატის და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვით.

3. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი, კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია და სატრანსპორტო საშუალება სასაზღვრო ზონებში ექვემდებარება აუცილებელ ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ შემოწმებას, საჭიროების მიხედვით – ლაბორატორიულ ექსპერტიზას და გაუსნებოვნებას.

4. კარანტინს დაქვემდებარებული ობიექტის აღმოჩენისას ასეთი პროდუქცია უნდა დაბრუნდეს ან გაუსნებოვნდეს, ხოლო თუ იგი არ ექვემდებარება გაუსნებოვნებას, მესაკუთრის ხარჯით უნდა გადამუშავდეს და გაიყიდოს ან განადგურდეს სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2577 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.11

    მუხლი 9. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2577 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.11

თავი IV

სასოფლო-სამეურნეო კარანტინის განხორციელება საქართველოს ტერიტორიაზე

    მუხლი 10. შიდასაკარანტინო ღონისძიებები

1. საკარანტინო ობიექტის აღმოჩენისას განსაზღვრული ტერიტორია ცხადდება საკარანტინო ზონად.

2. საკარანტინო რეჟიმის ტერიტორიაზე იზღუდება სატრანსპორტო საშუალებების შესვლა -გამოსვლა, აკრძალულია კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის შეტანა -გამოტანა; ამასთანავე, ადგილზე ხდება მათი გაუსნებოვნება, ტექნიკური გადამუშავება ან განადგურება სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ.

3. საკარანტინო ზონიდან უნებართვოდ გამოტანილი, კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია უნდა დაბრუნდეს, ჩამორთმეულ იქნეს და გადაეცეს შესაბამის სავაჭრო -გადამამუშავებელ საწარმოებს ან განადგურდეს სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ.

4. კარანტინის გამოცხადებისა და მისი მოხსნის შესახებ ეცნობება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შესაბამის მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს, ასევე ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2577 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.11

    მუხლი 11. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2577 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.11

თავი V

პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის

    მუხლი 12. პასუხისმგებლობა ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კარანტინის მოთხოვნათა დარღვევისათვის

 პასუხისმგებლობა „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი VI

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1787 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.275

    მუხლი 13. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონით გათვალისწინებული კონტროლის ღონისძიებები 2006 წლის 1 იანვრამდე გავრცელდეს მხოლოდ პროდუქციის საქართველოში შემოტანისას, თუ ცნობილია, რომ პროდუქციის წარმოშობის ქვეყანაში:

ა) არის მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაავადების ფაქტები;

ბ) გავრცელებულია ეპიდემიები ან ეპიზოოტიები.

2. საქართველოს მთავრობამ, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოს ეპიდემიების ან ეპიზოოტიების, აგრეთვე მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაავადებების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხის გამოქვეყნება სისტემატურად, აღნიშნულ ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესაბამისად.

3. ამ კანონის მე -8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელდეს 2009 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1787 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.275

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2577 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.11

    მუხლი 14. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1787 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.275

 

საქართველოს პრეზიდენტი   ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 1 5 მაისი.

№716-Iს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41

2. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2206 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.74

3. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1787 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.275

4. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2577 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.11

15. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6155-Iს - ვებგვერდი, 25/05/2012 14. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5955-Iს - ვებგვერდი, 12/04/2012 13. 17/12/2010 - საქართველოს კანონი - 4145 - სსმ, 76, 29/12/2010 12. 28/10/2010 - საქართველოს კანონი - 3777-IIს - სსმ, 63, 10/11/2010 11. 17/09/2010 - საქართველოს კანონი - 3603-IIს - სსმ, 54, 12/10/2010 10. 26/06/2009 - საქართველოს კანონი - 1342 - სსმ, 16, 07/07/2009 9. 26/12/2008 - საქართველოს კანონი - 876 - სსმ, 41, 30/12/2008 8. 07/03/2008 - საქართველოს კანონი - 5800 - სსმ, 6, 25/03/2008 7. 29/06/2007 - საქართველოს კანონი - 5133 - სსმ, 27, 17/07/2007 6. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4316 - სსმ, 4, 12/01/2007 5. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4263 - სსმ, 51, 31/12/2006 4. 28/12/2005 - საქართველოს კანონი - 2577 - სსმ, 1, 04/01/2006 3. 24/06/2005 - საქართველოს კანონი - 1787 - სსმ, 40, 18/07/2005 2. 07/05/2003 - საქართველოს კანონი - 2206 - სსმ, 13, 02/06/2003 1. 11/05/2000 - საქართველოს კანონი - 295 - სსმ, 17, 12/05/2000