„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5955-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 08/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 340130000.05.001.016657
  • Word
5955-Iს
27/03/2012
ვებგვერდი, 12/04/2012
340130000.05.001.016657
„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებ ს შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონი (პარლამენტის უწყებანი, 23-24, 7 ივნისი, 1997, გვ. 12) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისას უცხოური საქონლის გაშვებამდე საბაჟო კონტროლის ზონაში სახელმწიფო ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო ღონისძიებების კონტროლს მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ეპიზოოტიის საერთაშორისო ბიუროს მიერ დადგენილი წესებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                     მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 27 მარტი.

№5955- I