დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3777-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 63, 10/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340130000.05.001.016066 |
საქართველოს კანონი
„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 7 ივნისი, 1997, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის:
ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული, ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის, ობიექტის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციით (FAO, 1997) დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;“;
ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) ფიტოსანიტარიული პროცედურები – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ ფიტოსანიტარიული რეგლამენტაციის გამოყენების მეთოდები საკარანტინო და არასაკარანტინო მავნე ორგანიზმებთან დაკავშირებით, დახედვის, ანალიზის, ზედამხედველობის, დამუშავების ჩატარების ჩათვლით;“;
გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) ანალიზი – მავნე ორგანიზმის გამოვლენის ან მისი იდენტიფიკაციის მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული არავიზუალური ოფიციალური შემოწმება;“.
2. მე-8 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტი და ტრანზიტი ნებადართულია ამ პროდუქციაზე ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი სერტიფიკატის და სამსახურის ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ნებართვით.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის მე-5 პუნქტი:
„5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის ქვეყნიდან გატანისას ფიტოსანიტარიული საკარანტინო შემოწმებისა და ლაბორატორიული გამოცდის ჩატარება, მათ შორის, მცენარეულ მასალაში, საფოსტო გზავნილში, ხელბარგში, ტარაში, შესაფუთ და სატრანსპორტო საშუალებებში.“.
3. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 1 იანვრამდე მიიღოს დადგენილება „ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატების ფორმებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ.სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 28 ოქტომბერი.
№3777–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები