დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 876 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 30/12/2008 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340.130.000.05.001.003.417 |
საქართველოს კანონი
„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 7 ივნისი, 1997, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურების განხორციელებისას უცხოური საქონლის გაშვებამდე საბაჟო კონტროლის ზონაში სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო ღონისძიებების კონტროლს მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ეპიზოოტიის საერთაშორისო ბიუროს მიერ დადგენილი წესებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური.“.
2. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 26 დეკემბერი.
№876–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები