დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1342 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 16, 07/07/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340.130.000.05.001.003.536 |
საქართველოს კანონი
„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 7 ივნისი, 1997, გვ. 12) მე-13 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებმა 2009 წლის 31 დეკემბრამდე შეიმუშაონ „საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმების შემოჭრისა და გავრცელებისაგან საქართველოს ტერიტორიის ფიტოსანიტარიული დაცვის წესები“.“;
ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2009 წლის 31 დეკემბრამდე შეიმუშაოს „ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის წესი“.“.
მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 26 ივნისი.
№1342–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები