დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2577 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 04/01/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370.030.000.05.001.002.146 |
საქართველოს კანონი
„სასოფლოსამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 7 ივნისი, 1997, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე -5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სასოფლო -სამეურნეო კარანტინის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო
სასოფლოსამეურნეო კარანტინის ორგანიზებას და კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომლის საქმიანობა განსაზღვრულია ამ კანონით, „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ და „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონებით, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით.“.
2. მე -6 მუხლის მე -3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე -7 მუხლის მე -2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე -8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო -საკარანტინო კონტროლი
1. საქართველოს საზღვრებზე, საზღვაო ნავსადგურებში, აეროპორტებში, სახმელეთო გასასვლელებში და საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო -საკარანტინო ღონისძიებების კონტროლს მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ეპიზოოტიის საერთაშორისო ბიუროს მიერ დადგენილი წესებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი.
2. კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტი და ტრანზიტი ნებადართულია ამ პროდუქციაზე ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი სერტიფიკატის და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვით.
3. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი, კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია და სატრანსპორტო საშუალება სასაზღვრო ზონებში ექვემდებარება აუცილებელ ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ შემოწმებას, საჭიროების მიხედვით – ლაბორატორიულ ექსპერტიზას და გაუსნებოვნებას.
4. კარანტინს დაქვემდებარებული ობიექტის აღმოჩენისას ასეთი პროდუქცია უნდა დაბრუნდეს ან გაუსნებოვნდეს, ხოლო თუ იგი არ ექვემდებარება გაუსნებოვნებას, მესაკუთრის ხარჯით უნდა გადამუშავდეს და გაიყიდოს ან განადგურდეს სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ.“.
5. მე -9 მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. მე -10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. შიდასაკარანტინო ღონისძიებები
1. საკარანტინო ობიექტის აღმოჩენისას განსაზღვრული ტერიტორია ცხადდება საკარანტინო ზონად.
2. საკარანტინო რეჟიმის ტერიტორიაზე იზღუდება სატრანსპორტო საშუალებების შესვლა -გამოსვლა, აკრძალულია კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის შეტანა -გამოტანა; ამასთანავე, ადგილზე ხდება მათი გაუსნებოვნება, ტექნიკური გადამუშავება ან განადგურება სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ.
3. საკარანტინო ზონიდან უნებართვოდ გამოტანილი, კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია უნდა დაბრუნდეს, ჩამორთმეულ იქნეს და გადაეცეს შესაბამის სავაჭრო -გადამამუშავებელ საწარმოებს ან განადგურდეს სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ.
4. კარანტინის გამოცხადებისა და მისი მოხსნის შესახებ ეცნობება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შესაბამის მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს, ასევე ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.“.
7. მე -11 მუხლი ამოღებულ იქნეს.
8. მე -13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -3 პუნქტი:
„3. ამ კანონის მე -8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელდეს 2009 წლის 1 იანვრამდე.“.
მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 28 დეკემბერი.
№2577 –რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები