დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1074 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 10/03/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 11, 29/03/2005 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 430.080.000.05.001.001.738 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (15/12/2010 - 03/05/2011)
სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3533- სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.303
ეს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აწესრიგებს სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობისთვის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ლიცენზირებადი საქმიანობის სახეს, ლიცენზიის გამცემ ორგანოს და დამატებით სალიცენზიო პირობებს.
საქართველო ს 2006 წლის 17 მარტის კანონი № 2794 - სსმ I , № 9, 31.03.2006 წ., მუხ. 66
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3533- სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.303
კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) (ამოღებულია) ;
ბ) პედაგოგიური პერსონალი – აღმზრდელი, ასევე ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სააღმზრდელო პროცესში;
გ) (ამოღებულია) ;
დ) (ამოღებულია).
ე) სააღმზრდელო საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სააღმზრდელო დაწესებულების/საბავშვო-სამზრუნველო დაწესებულების მიერ მშობელთა მზრუნველობამოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სადღეღამისო სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელებასთან;
ვ) (ამოღებულია) .
საქართველო ს 2006 წლის 17 მარტის კანონი № 2794 - სსმ I , № 9, 31.03.2006 წ., მუხ. 66
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4533 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.122
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3533- სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.303
მუხლი 3. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გამცემი ორგანო
1. (ამოღებულია) .
2. მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს, როგორც ლიცენზიის გამცემის, უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით.
საქართველო ს 2006 წლის 17 მარტის კანონი № 2794 - სსმ I , № 9, 31.03.2006 წ., მუხ. 66
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4533 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.122
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3533- სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.303
მუხლი 4. ლიცენზირებადი სააღმზრდელო საქმიანობის სახე
1. ლიცენზირებადი სააღმზრდელო საქმიანობის სახეა :
ა) (ამოღებულია) ;
ბ) (ამოღებულია) ;
გ) (ამოღებულია) ;
დ) (ამოღებულია).
ე) მშობელთა მზრუნველობამოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სადღეღამისო სააღმზრდელო საქმიანობა, რომელსაც ახორციელებს შესაბამისი სააღმზრდელო დაწესებულება/საბავშვო-სამზრუნველო დაწესებულება.
2. (ამოღებულია).
3. (ამოღებულია ).
საქართველო ს 2006 წლის 17 მარტის კანონი № 2794 - სსმ I , № 9, 31.03.2006 წ., მუხ. 66
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4533 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.122
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2726- სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.62
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3533- სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.303
მუხლი 5. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები
1. ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად ლიცენზიის გამცემს უნდა წარუდგინოს:
ა) ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წესდება;
ბ) სააღმზრდელო პროგრამა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის 51 მუხლით და ამავე კანონით დადგენილ დამატებით სალიცენზიო პირობებს;
გ) ინფორმაცია პედაგოგიური პერსონალის რაოდენობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, აგრეთვე ძირითადი და დამატებითი სამუშაო ადგილების შესახებ. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ მონაცემებს დასაქმებული კადრების თაობაზე უნდა ერთოდეს დაწესებულების მიერ შესაბამისი საქმიანობისათვის ლიცენზიის მიღების პირობით კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულებები. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის 51 მუხლით დადგენილ დამატებით სალიცენზიო პირობებს;
დ) ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შესახებ, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტითა და ამ კანონის 51 მუხლით დადგენილ დამატებით სალიცენზიო პირობებს;
ე) შენობა-ნაგებობების გეგმა სართულების მიხედვით.
2. ის შენობა-ნაგებობანი, სადაც უნდა განხორციელდეს სააღმზრდელო საქმიანობა, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს. ინფორმაციას სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესახებ ლიცენზიის მაძიებლის ნაცვლად მოიპოვებს ლიცენზიის გამცემი.
21. (ამოღებულია).
3. სააღმზრდელო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ლიცენზიით გათვალისწინებული სააღმზრდელო პროგრამის განსახორციელებლად. იგი აღსაზრდელებს უნდა უქმნიდეს შესვენებისა და ფიზიკური განვითარების, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელებს – თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობებს.
4. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სააღმზრდელო საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი წესით.
5. (ამოღებულია).
საქართველო ს 2006 წლის 17 მარტის კანონი № 2794 - სსმ I , № 9, 31.03.2006 წ., მუხ. 66
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4533 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.122
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3533- სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.303
1. ლიცენზიის ფლობისათვის ლიცენზიის მფლობელისა და მაძიებლის პროგრამები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) (ამოღებულია) ;
ბ) (ამოღებულია);
გ) (ამოღებულია);
დ) მშობელთა მზრუნველობამოკლებულ, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სადღეღამისო სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად/ფლობისათვის ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ წარდგენილ პროგრამაში აღწერილი უნდა იყოს აღზრდის მეთოდიკა და დღის წესრიგი.
2. ლიცენზიის მისაღებად/ფლობისათვის ლიცენზიის მფლობელისა და მაძიებლის პედაგოგიური კადრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) (ამოღებულია);
ბ) (ამოღებულია) ;
გ) (ამოღებულია) ;
დ) მშობელთა მზრუნველობამოკლებულ, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სადღეღამისო სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად/ფლობისათვის დაწესებულებაში დასაქმებულ აღმზრდელებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება. დაწესებულებაში ყოველ 16 აღსაზრდელზე უნდა იყოს არანაკლებ 1 აღმზრდელისა.
3. (ამოღებულია) .
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია) .
7. (ამოღებულია) .
8. (ამოღებულია) .
9. (ამოღებულია).
10. მშობელთა მზრუნველობამოკლებულ, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სადღეღამისო სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი/მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს და ვალდებულია, წარადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
ა) ლიცენზიის მაძიებელს/მფლობელს უნდა ჰქონდეს ფართობი, რომლის არანაკლებ 6 წლის ვადით ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით. ფართობი აღსაზრდელთა რაოდენობის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 6 აღსაზრდელისათვის, უნდა მოიცავდეს:
ა.ა) საძინებელ ოთახს/ოთახებს: ერთ აღსაზრდელზე არანაკლებ 6 მ2 ფართობისა. საძინებელ ოთახში მოთავსებული უნდა იყოს არა უმეტეს 10 ბავშვისა;
ა.ბ) არანაკლებ 25 მ2 ფართობის ოთახს კარანტინისათვის:
ა.გ) სამზარეულოს;
ა.დ) სასადილოს;
ა.ე) ტუალეტს/ტუალეტებს, საშხაპეს/საშხაპეებს, პირსაბანს/პირსაბანებს 16 აღსაზრდელზე არანაკლებ ერთისა, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელზე – 10 აღსაზრდელზე არანაკლებ ერთისა, რომელიც/რომლებიც მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა საჭიროებებზე;
ა.ვ) ეზოს – არანაკლებ 8 მ2 ფართობისა თითო აღსაზრდელზე;
ბ) ლიცენზიის მაძიებელს/მფლობელს უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა რაოდენობის, მაგრამ არანაკლებ 6 აღსაზრდელის შესაბამისი სააღმზრდელო დანიშნულების ნივთები: სპორტული ინვენტარი, სათამაშოები, სკამები ან სხვა ნივთები;
გ) ლიცენზიის მაძიებელს/მფლობელს გამოყოფილი უნდა ჰქონდეს ერთ აღსაზრდელზე, მაგრამ არანაკლებ 6 აღსაზრდელისათვის, თითო ტუმბო და საწოლი, ყოველ 4 აღსაზრდელზე – 1 კარადა;
დ) ლიცენზიის მაძიებელს/მფლობელს უნდა ჰქონდეს ყოველ 4 აღსაზრდელზე, მაგრამ არანაკლებ 6 აღსაზრდელისათვის, არანაკლებ 1 სასადილო მაგიდისა და ერთ აღსაზრდელზე არანაკლებ 1 შესაბამისი სკამისა;
ე) ლიცენზიის მაძიებელს/მფლობელს უნდა ჰქონდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელთა თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობები.
საქართველო ს 2006 წლის 17 მარტის კანონი № 2794 - სსმ I , № 9, 31.03.2006 წ., მუხ. 66
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4533 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.122
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3533- სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.303
მუხლი 6. ლიცენზიის გაცემის პროცედურა
1. ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად.
2. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ამ კანონით განსაზღვრული საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გაცემისას გაზარდოს ადმინისტრაციული წარმოების ვადა 3 თვემდე, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის კანონით განსაზღვრულ ვადაზე მეტი.
3. ლიცენზიის გაცემაზე სამინისტროს უარი ლიცენზიის მაძიებელმა შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველო ს 2006 წლის 17 მარტის კანონი № 2794 - სსმ I , № 9, 31.03.2006 წ., მუხ. 66
მუხლი 7. სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმება
1. ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მფლობელის სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ლიცენზიის გამცემი, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ლიცენზიის გამცემის მოთხოვნით, უფლებამოსილი არიან, ადგილზე შეამოწმონ ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მფლობელის სალიცენზიო პირობები.
2. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია, შეამოწმოს ლიცენზიის მფლობელი, თუ არსებობს დასაბუთებული ინფორმაცია ლიცენზიის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების დარღვევის თაობაზე.
საქართველო ს 2006 წლის 17 მარტის კანონი № 2794 - სსმ I , № 9, 31.03.2006 წ., მუხ. 66
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4533 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.122
საქართველო ს 2006 წლის 17 მარტის კანონი № 2794 - სსმ I , № 9, 31.03.2006 წ., მუხ. 66
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4533 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.122
მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის ამოქმედებამდე ლიცენზირებულმა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებმა, აგრეთვე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა ლიცენზირების წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის №121 დადგენილების ძალაში შესვლამდე შექმნილმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა და სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებულმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა – საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებმა 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყონ საკუთარი საქმიანობის ამ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა.
2. საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, რომლებიც ლიცენზირებას ექვემდებარებოდნენ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაგრამ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ ექვემდებარებოდნენ ლიცენზირებას და საქმიანობას ახორციელებდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, აგრეთვე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ 2010 წლის 1 სექტემბრამდე ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით დაფუძნებული დაწესებულებები ითვლება ლიცენზირებულად.
3. 2008 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიის გამცემია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის №121 დადგენილება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა ლიცენზირების წესებისა და პირობების შესახებ.
5. დაწესებულებები, რომლებსაც აქვთ დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, ითვლებიან სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მქონედ.
6. ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა/მფლობელმა 2013 წლამდე საგანმანათლებლო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს უმაღლესი პედაგოგიური ან შესაბამისი უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლების მქონე კადრებით.
7. სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა/ მფლობელმა 2013 წლამდე საგანმანათლებლო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს მასწავლებლებით, რომელთაც აქვთ შესაბამისი უმაღლესი განათლება, და ინსტრუქტორებით, რომლებსაც აქვთ შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი.
8. 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე იურიდიული პირები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული ჰქონდათ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, ითვლებიან ლიცენზირებულად და უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ სალიცენზიო პირობებს:
ა) სპეციალობების მიხედვით წარდგენილი სასწავლო პროგრამები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სტანდარტებს;
ბ) დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა პედაგოგს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ხოლო საწარმოო სწავლების ოსტატს (სასწავლო პრაქტიკის მასწავლებელს) – შესაბამისი პროფესიული განათლება ან 3 წელზე მეტი სათანადო პრაქტიკული გამოცდილება;
გ) დაწესებულებას 1 მოსწავლეზე უნდა ჰქონდეს არანაკლებ 4 მ2 ფართობისა, სადაც მიმდინარეობს შესაბამისი პროფესიული მომზადება. შენობა-ნაგებობების ფართობის არანაკლებ 3 წლის ვადით ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით;
დ) დაწესებულებას უნდა ჰქონდეს სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული სასწავლო კაბინეტ-ლაბორატორიების, პრაქტიკული სწავლების ბაზის, კლინიკის, სახელოსნოს, ინსტრუმენტებისა და სხვა ობიექტების ფლობისა და სარგებლობის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არანაკლებ 3 წლის ვადით გაფორმებული დოკუმენტები. იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით.
საქართველო ს 2006 წლის 17 მარტის კანონი № 2794 - სსმ I , № 9, 31.03.2006 წ., მუხ. 66
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4533 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.122
საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1107 - სსმ I, №6, 26,03.2009 წ., მუხ.21
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4043- სსმ I, №74, 24.12.2010 წ., მუხ.450
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 10 მარტი.
№1074-Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველო ს 2006 წლის 17 მარტის კანონი № 2794 - სსმ I , № 9 31.03.2006 წ., მუხ. 66
2. საქართველო ს 200 7 წლის 28 მარტის კანონი № 4533 - სსმ I , № 15 23.04.2007 წ., მუხ. 122
3. საქართველო ს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1107 - სსმ I , №6 26.03 .200 9 წ., მუხ.21
4. საქართველო ს 20 10 წლის 9 მარტის კანონი № 2726 - სსმ I , № 12 24.03.2010 წ., მუხ. 62
5 . საქართველო ს 20 10 წლის 21 ივლისის კანონი № 3533 - სსმ I , № 47, 05.08.2010 წ., მუხ. 303
6. საქართველო ს 20 10 წლის 15 დეკემბრის კანონი № 4043 - სსმ I , № 74, 24.12.2010 წ., მუხ. 450
დოკუმენტის კომენტარები