სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1074
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 29/03/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 430.080.000.05.001.001.738
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1074
10/03/2005
სსმ, 11, 29/03/2005
430.080.000.05.001.001.738
სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/03/2005 - 17/03/2006)

საქართველოს კანონი

საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს კანონი „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აწესრიგებს საგანმანათ-ლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობისთვის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის, მისი მოქმედების შეჩერებისა და განახლების, გაუქმების წესებს, ამასთან, განსაზღვრავს ლიცენზირებადი საქმიანობის სახეებს და დამატე-ბით სალიცენზიო პირობებს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ზოგადსაგანმა-ნათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან;

ბ) პედაგოგიური პერსონალი – აკადემიური პერსონალი, მასწავლებელი, აღმზრდელი, ასევე ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საგანმა-ნათლებლო/სააღმზრდელო პროცესში;

გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საშუალო ან/და დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან;

დ) სააღმზრდელო დაწესებულების საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა, ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელებასთან;

ე) სკოლისგარეშე დაწესებულების საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სკოლისგარეშე დაწესებულების სააღმზრდელო საქმიანობასთან;

ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან.

    მუხლი 3. საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების საქმიანობაზე ლიცენზიის გამცემი ორგანო

1. საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების საქმიანობაზე ლიცენზიას გასცემს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემ-დგომში – სამინისტრო).

2. სამინისტროს, როგორც ლიცენზიის გამცემის, უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის სა-ფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით.

    მუხლი 4. ლიცენზირებადი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის სახეები

1. ლიცენზირებადი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის სახეებია:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა;

გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა;

დ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების საქმიანობა;

ე) მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობა;

ვ) სკოლისგარეშე დაწესებულების სააღმზრდელო საქმიანობა.

2. ლიცენზირებას არ ექვემდებარება:

ა) საგანმანათლებლო საქმიანობა ერთჯერადი ლექციების, სემინარებისა და განათლების სხვა ფორმების სახით, რომელსაც თან არ ახლავს სახელმწიფო ატესტაცია და განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა;

ბ) ინდივიდუალური პედაგოგიური საქმიანობა, მათ შორის, პროფესიული მომზადების სფეროში.

    მუხლი 5. საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობაზე ლიცენზიის მიღების პირობები

1. ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის მისაღებად სამინისტროს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქარ-თველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარუდგინოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი საგანმანათლებლო/ სააღმზრდელო დაწესებულების წესდება;

ბ) საგანმანათლებლო/სააღმზრდელო პროგრამები, ხოლო თუ დაწესებულება ახორციელებს უმაღლეს ან პროფესიული განათლების პროგრამებს – სპეციალობების მითითებით;

გ) ინფორმაცია პედაგოგიური პერსონალის რაოდენობის შესახებ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მითითებით, მოწვეულ პედაგოგთა შემთხვევაში, აგრეთვე ძირითადი სამუშაო ადგილის აღნიშვნით;

დ) საგანმანათლებლო/სააღმზრდელო პროცესის საფინანსო უზრუნველყოფის წინასწარი გაანგარიშება;

ე) ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ;

ვ) ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესახებ;

ზ) საბანკო დაწესებულების ცნობა ლიცენზიის მიღების თაობაზე განცხადების შეტანის დღისთვის მაძიებლის ანგარიშზე არსებული ფონდის (საწესდებო კაპიტალის) ფაქტობრივი ოდენობის შესახებ.

2. საგანმანათლებლო/სააღმზრდელო დაწესებულე-ბის მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსები შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმატივებთან.

3. საგანმანათლებლო/სააღმზრდელო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა წესდებით გათვალისწინებული საგანმანათლებლო/სააღმზრდელო პროგრამის/პროგრამების განსახორციელებლად, მოსწავლეებსა და სტუდენტებს უნდა უქმნიდეს შესვენებისა და ფიზიკური განვითარების, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებსა და სტუდენტებს – თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობებს.

4. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სალიცენზიო პირობები, საგანმანათლებლო სტანდარტები და ნორმები;

ბ) საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები დადგენილი წესით წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს.

5. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია ლიცენზიის მაძიებლის მიერ ლიცენზიის გამცემ ორგანოში წარდგენილ ამ კანონით განსაზღვრულ დოკუ-მენტაციაში არასწორი ან/და არასრული ინფორმაციის არსებობა.

    მუხლი 6. ლიცენზიის გაცემის პროცედურა

1. სამინისტრო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და მე-11 მუხლებით დადგენილი წესით.

2. ლიცენზიის გაცემაზე სამინისტროს უარი ლიცენზიის მაძიებელმა შეიძლება გაასაჩივროს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 7. სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმება

1. სამინისტრო ლიცენზიის მაძიებლის მიერ ლიცენზიის მიღების თაობაზე განცხადების „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის სა-ფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან და შესაბამის საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში ადგილზე ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ სალიცენზიო განცხადებაში მითითებული მონაცემების სისწორეს და იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

2. გადაწყვეტილების მიღების ვადის გაზრდა 3 თვემდე შესაძლებელია „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

3. სალიცენზიო პირობებში მითითებული მონაცემების ადგილზე შემოწმებისას დგება ოქმი, რომლის ფორმას ამტკიცებს სამინისტრო. ოქმს ხელს აწერენ სამინისტროს მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი და ლიცენზიის მაძიებელი. თუ ლიცენზიის მაძიებელი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

4. ლიცენზიის მაძიებელს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე მიუთითოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

    მუხლი 8. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიის გაუქმება

1. სამინისტრო უფლებამოსილია, შესაბამის სალიცენზიო პირობებთან მონაცემების შესაბამისობა პერიოდულად შეამოწმოს ადგილზე. შემოწმების წესი და პერიოდულობა განისაზღვრება სამინისტროს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

2. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიის გაუქმება ხდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლების შესაბამისად. ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან ლიცენზიის გაუქმების საფუძველს აგრეთვე წარმოადგენს ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევა.

3. „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს უფლება მისცეს გარკვეული ვადით, ლიცენზიის გამცემის ზედამხედველობით განაგრძოს ლი-ცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.

    მუხლი 9. გარდამავალი დებულება

ამ კანონის ძალაში შესვლამდე ლიცენზირებულმა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებმა 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უზ-რუნველყონ საკუთარი საქმიანობის ამ კანონით დადგენილ სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

    მუხლი 10. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 10 მარტი.

№1074-Iს