„სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5650-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 430080000.05.001.016600
  • Word
5650-რს
27/12/2011
ვებგვერდი, 12/01/2012
430080000.05.001.016600
„სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

 სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 29.03.2005, მუხ. 72) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აწესრიგებს ლიცენზირებადი სააღმზრდელო საქმიანობისათვის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ლიცენზიის გამცემ ორგანოს და დამატებით სალიცენზიო პირობებს.“.

3. მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სააღმზრდელო საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაკავშირებულია მზრუნველობამოკლებულ ბავშვის შემეცნებით, ემოციურ, ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე სისტემურ ზრუნვასთან და სადღეღამისო მომსახურების განხორციელებასთან და რომლის მიზანია ბავშვის პიროვნული, ზნეობრივი, ინტელექტუალური, უნარ-ჩვევების და ადაპტაციური ქცევის ჩამოყალიბება;“.

4. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახური..

5. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნე.

6. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ინფორმაცია პედაგოგიური პერსონალის რაოდენობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, აგრეთვე ძირითადი და დამატებითი სამუშაო ადგილების შესახებ. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ მონაცემებს პედაგოგიური პერსონალის თაობაზე უნდა ერთოდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ შესაბამისი საქმიანობისათვის ლიცენზიის მიღების პირობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულებები. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის 51 მუხლით დადგენილ დამატებით სალიცენზიო პირობებს;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ის შენობა-ნაგებობანი, სადაც უნდა განხორციელდეს სააღმზრდელო საქმიანობა, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს.“;

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელს/მფლობელს უნდა ჰქონდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ლიცენზიით გათვალისწინებული სააღმზრდელო პროგრამების განსახორციელებლად, რომელიც აღსაზრდელებს უნდა უქმნიდეს შესვენებისა და ფიზიკური განვითარების, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელებს აგრეთვე თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობებს..

7. 51 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ლიცენზიის მისაღებად/ფლობისთვის ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ წარდგენილ პროგრამაში აღწერილი უნდა იყოს აღზრდის მეთოდიკა და დღის წესრიგი.;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნს;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი/მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს და ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

ა) უნდა ჰქონდეს ფართობი, რომლის არანაკლებ 6 წლის ვადით ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით. ფართობი აღსაზრდელთა რაოდენობის შესაბამისად უნდა მოიცავდეს:

ა.ა) საძინებელ ოთახს (ოთახებს);

ა.ბ) სამზარეულოს/სასადილოს;

ა.გ) ტუალეტს (ტუალეტებს), საშხაპეს (საშხაპეებს), პირსაბანს (პირსაბნებს);

ბ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა ასაკის შესაბამისი სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და შემეცნებითი დანიშნულების ნივთები;

გ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა საჭიროებაზე გათვლილი საძინებელი ინვენტარი;

) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა ერთდროული კვებისათვის საკმარისი სასადილო ფართობი და შესაბამისი ინდივიდუალური ინვენტარი;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელთათვის უნდა ჰქონდეს თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობები;

ვ) უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს.“.

8. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ამ კანონით განსაზღვრული ლიცენზიის გაცემისას გაზარდოს ადმინისტრაციული წარმოების ვადა 3 თვემდე, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის კანონით დადგენილ ვადაზე მეტი.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

4. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია საქმიანობა განახორციელოს ფილიალის მეშვეობით. ფილიალს საქმიანობის განხორციელებისათვის არ სჭირდება ცალკე ლიცენზია, თუმცა ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ფილიალის მიერ ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელებისათვის ლიცენზიის გამცემს წინასწარ აცნობოს ფილიალის მიერ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების შესახებ. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია ფილიალის მიერ სალიცენზიო საქმიანობის დაწყებამდე შეამოწმოს,  აკმაყოფილებს თუ არა იგი სალიცენზიო პირობებს. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ფილიალი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს განუსაზღვროს გონივრული ვადა სალიცენზიო პირობების დასაკმაყოფილებლად. ასეთ შემთხვევაში სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებამდე ფილიალს არ აქვს საქმიანობის განხორციელების უფლება.

5. ფილიალის მიერ სალიცენზიო პრობების დარღვევისას საჯარიმო სანქციები, მათ შორის, ლიცენზიის გაუქმება, გამოყენებული იქნება ამ ფილიალის საქმიანობის ნაწილში და მის მიერ საქმიანობის მარეგულირებელი სალიცენზიო პირობების დარღვევა არ შეიძლება გახდეს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ამ ურიდიული პირისათვის ან სხვა ფილიალისათვის აკრძალვის საფუძველი..

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71–73 მუხლები:

     „მუხლი 71. უკანონო სააღმზრდელო საქმიანობა

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე განხორციელება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 72. სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა

სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა  −

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

    მუხლი 73. სამართალწარმოება

1. ამ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დადგენილებას ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ იღებს (გამოსცემს) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანო (თანამდებობის პირი).

2. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი პირები, რომლებიც არ არიან ლიცენზირებული ამ კანონის შესაბამისად, ჩაითვალონ ლიცენზირებულად. ამასთანავე, აღნიშნულმა პირებმა 2012 წლის 1 მარტამდე უზრუნველყონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილება, ხოლო 2012 წლის 1 ივლისამდე − შესაბამისი ლიცენზიის მიღება.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი              მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 27 დეკემბერი.

№5650რს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.