„საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 3533
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 05/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 430.080.000.05.001.004.165
  • Word
3533
21/07/2010
სსმ, 47, 05/08/2010
430.080.000.05.001.004.165
„საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 29.03.2005, მუხ. 72) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აწესრიგებს სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობისთვის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ლიცენზირებადი საქმიანობის სახეს, ლიცენზიის გამცემ ორგანოს და დამატებით სალიცენზიო პირობებს.“.

3. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პედაგოგიური პერსონალი – აღმზრდელი, ასევე ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სააღმზრდელო პროცესში;“;

გ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-3 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გამცემი ორგანო“;

ბ) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს, როგორც ლიცენზიის გამცემის, უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით.“.

5. მე-4 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლიცენზირებადი სააღმზრდელო საქმიანობის სახე“;

ბ) პირველი პუნქტის:

ბ.ა) პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლიცენზირებადი სააღმზრდელო საქმიანობის სახეა:“;

ბ.ბ) „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-5 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები“;

ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სააღმზრდელო პროგრამა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის 51 მუხლით და ამავე კანონით დადგენილ დამატებით სალიცენზიო პირობებს;“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ის შენობა-ნაგებობანი, სადაც უნდა განხორციელდეს სააღმზრდელო საქმიანობა, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს. ინფორმაციას სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესახებ ლიცენზიის მაძიებლის ნაცვლად მოიპოვებს ლიცენზიის გამცემი.“;

დ) 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააღმზრდელო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ლიცენზიით გათვალისწინებული სააღმზრდელო პროგრამის განსახორციელებლად. იგი აღსაზრდელებს უნდა უქმნიდეს შესვენებისა და ფიზიკური განვითარების, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელებს – თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობებს.

4. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სააღმზრდელო საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი წესით.“.

7. 51 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სააღმზრდელო საქმიანობის დამატებითი სალიცენზიო პირობები ლიცენზიის მფლობელისა და მაძიებლისათვის“;

ბ) პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ბ1“, „ბ2“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-3–მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 2 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 21 ივლისი.

№3533–რს