დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1074 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 10/03/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 11, 29/03/2005 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 430.080.000.05.001.001.738 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
(ძალადაკარგულია - 08.06.2016, №5361)
სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3533- სსმ I, №47 , 05.08.2010 წ., მუხ.303
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5650 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
ეს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აწესრიგებს ლიცენზირებადი სააღმზრდელო საქმიანობისათვის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ლიცენზიის გამცემ ორგანოს და დამატებით სალიცენზიო პირობებს.
საქართველო ს 2006 წლის 17 მარტის კანონი № 2794 - სსმ I , № 9 ,31.03.2006 წ., მუხ. 66
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3533- სსმ I, №47 , 05.08.2010 წ., მუხ.303
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5650 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) (ამოღებულია) ;
ბ) პედაგოგიური პერსონალი – აღმზრდელი, ასევე ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სააღმზრდელო პროცესში;
გ) (ამოღებულია) ;
დ) (ამოღებულია).
ე) სააღმზრდელო საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაკავშირებულია მზრუნველობამოკლებული ბავშვის შემეცნებით, ემოციურ, ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე სისტემურ ზრუნვასთან და სადღეღამისო მომსახურების განხორციელებასთან და რომლის მიზანია ბავშვის პიროვნული, ზნეობრივი, ინტელექტუალური, უნარ-ჩვევების და ადაპტაციური ქცევის ჩამოყალიბება;
ვ) (ამოღებულია) .
საქართველო ს 2006 წლის 17 მარტის კანონი № 2794 - სსმ I , № 9, 31.03.2006 წ., მუხ. 66
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4533 - სსმ I, №15 , 23.04.2007 წ., მუხ.122
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3533- სსმ I, №47 , 05.08.2010 წ., მუხ.303
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5650 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
მუხლი 3. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გამცემი ორგანო
1. (ამოღებულია) .
2. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახური.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს, როგორც ლიცენზიის გამცემის, უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით.
საქართველო ს 2006 წლის 17 მარტის კანონი № 2794 - სსმ I , № 9, 31.03.2006 წ., მუხ. 66
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4533 - სსმ I, №15 , 23.04.2007 წ., მუხ.122
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3533- სსმ I, №47 , 05.08.2010 წ., მუხ.303
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5650 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
საქართველო ს 2006 წლის 17 მარტის კანონი № 2794 - სსმ I , № 9, 31.03.2006 წ., მუხ. 66
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4533 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.122
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2726- სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.62
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3533- სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.303
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5650 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
მუხლი 5. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები
1. ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად ლიცენზიის გამცემს უნდა წარუდგინოს:
ა) (ამოღებულია – 27.12 .2012, №5650) ;
ბ) სააღმზრდელო პროგრამა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის 51 მუხლით და ამავე კანონით დადგენილ დამატებით სალიცენზიო პირობებს;
გ) ინფორმაცია პედაგოგიური პერსონალის რაოდენობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, აგრეთვე ძირითადი და დამატებითი სამუშაო ადგილების შესახებ. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ მონაცემებს პედაგოგიური პერსონალის თაობაზე უნდა ერთოდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ შესაბამისი საქმიანობისათვის ლიცენზიის მიღების პირობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულებები. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის 51 მუხლით დადგენილ დამატებით სალიცენზიო პირობებს;
დ) ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შესახებ, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტითა და ამ კანონის 5 1 მუხლით დადგენილ დამატებით სალიცენზიო პირობებს;
ე) შენობა-ნაგებობების გეგმა სართულების მიხედვით.
2. ის შენობა-ნაგებობანი, სადაც უნდა განხორციელდეს სააღმზრდელო საქმიანობა, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს.
21. (ამოღებულია).
3. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელს/მფლობელს უნდა ჰქონდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ლიცენზიით გათვალისწინებული სააღმზრდელო პროგრამების განსახორციელებლად, რომელიც აღსაზრდელებს უნდა უქმნიდეს შესვენებისა და ფიზიკური განვითარების, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელებს − აგრეთვე თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობებს.
4. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სააღმზრდელო საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი წესით.
5. (ამოღებულია).
საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2794 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.66
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4533 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.122
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3533- სსმ I, №47,05.08.2010 წ., მუხ.303
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5650 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
1. ლიცენზიის მისაღებად/ფლობისთვის ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ წარდგენილ პროგრამაში აღწერილი უნდა იყოს აღზრდის მეთოდიკა და დღის წესრიგი.
2. (ამოღებულია – 27.12 .2012, №5650).
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
7. (ამოღებულია).
8. (ამოღებულია).
9. (ამოღებულია).
10. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი/მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს და ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
ა) უნდა ჰქონდეს ფართობი, რომლის არანაკლებ 6 წლის ვადით ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით. ფართობი აღსაზრდელთა რაოდენობის შესაბამისად უნდა მოიცავდეს:
ა.ა) საძინებელ ოთახს (ოთახებს);
ა.ბ) სამზარეულოს/სასადილოს;
ა.გ) ტუალეტს (ტუალეტებს), საშხაპეს (საშხაპეებს), პირსაბანს (პირსაბნებს);
ბ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა ასაკის შესაბამისი სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და შემეცნებითი დანიშნულების ნივთები;
გ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა საჭიროებაზე გათვლილი საძინებელი ინვენტარი;
დ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა ერთდროული კვებისათვის საკმარისი სასადილო ფართობი და შესაბამისი ინდივიდუალური ინვენტარი;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელთათვის უნდა ჰქონდეს თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობები;
ვ) უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს.
საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2794 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.66
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4533 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.122
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3533- სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.303
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5650 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
მუხლი 6. ლიცენზიის გაცემის პროცედურა
1. ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად.
2. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ამ კანონით განსაზღვრული ლიცენზიის გაცემისას გაზარდოს ადმინისტრაციული წარმოების ვადა 3 თვემდე, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის კანონით დადგენილ ვადაზე მეტი.
3. ლიცენზიის გაცემაზე სამინისტროს უარი ლიცენზიის მაძიებელმა შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია საქმიანობა განახორციელოს ფილიალის მეშვეობით. ფილიალს საქმიანობის განხორციელებისათვის არ სჭირდება ცალკე ლიცენზია, თუმცა ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ფილიალის მიერ ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელებისათვის ლიცენზიის გამცემს წინასწარ აცნობოს ფილიალის მიერ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების შესახებ. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია ფილიალის მიერ სალიცენზიო საქმიანობის დაწყებამდე შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა იგი სალიცენზიო პირობებს. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ფილიალი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს განუსაზღვროს გონივრული ვადა სალიცენზიო პირობების დასაკმაყოფილებლად. ასეთ შემთხვევაში სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებამდე ფილიალს არა აქვს საქმიანობის განხორციელების უფლება.
5. ფილიალის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევისას საჯარიმო სანქციები, მათ შორის, ლიცენზიის გაუქმება, გამოყენებული იქნება ამ ფილიალის საქმიანობის ნაწილში და მის მიერ საქმიანობის მარეგულირებელი სალიცენზიო პირობების დარღვევა არ შეიძლება გახდეს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ამ იურიდიული პირისათვის ან სხვა ფილიალისათვის აკრძალვის საფუძველი.
საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2794 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.66
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5650 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
მუხლი 7. სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმება
1. ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მფლობელის სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ლიცენზიის გამცემი, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ლიცენზიის გამცემის მოთხოვნით, უფლებამოსილი არიან, ადგილზე შეამოწმონ ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მფლობელის სალიცენზიო პირობები.
2. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია, შეამოწმოს ლიცენზიის მფლობელი, თუ არსებობს დასაბუთებული ინფორმაცია ლიცენზიის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების დარღვევის თაობაზე.
საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2794 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.66
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4533 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.122
მუხლი 71. უკანონო სააღმზრდელო საქმიანობა
სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე განხორციელება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5650 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
მ უხლი 72. სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა
სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5650 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
1. ამ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დადგენილებას ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ იღებს (გამოსცემს) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანო (თანამდებობის პირი).
2. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5650 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2794 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.66
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4533 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.122
მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის ამოქმედებამდე ლიცენზირებულმა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებმა, აგრეთვე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა ლიცენზირების წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის №121 დადგენილების ძალაში შესვლამდე შექმნილმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა და სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებულმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა – საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებმა 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყონ საკუთარი საქმიანობის ამ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა.
2. ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება და სააღმზრდელო დაწესებულება, რომლებიც ლიცენზირებას ექვემდებარებოდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაგრამ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ ექვემდებარებოდა ლიცენზირებას და საქმიანობას ახორციელებდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, აგრეთვე სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული დაწესებულების მიერ 100%-იანი წილით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებები, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებები, ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და სახელმწიფოს მიერ 2010 წლის 1 სექტემბრამდე ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით დაფუძნებული დაწესებულებები ლიცენზირებულად ითვლება.
3. 2008 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიის გამცემია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის №121 დადგენილება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა ლიცენზირების წესებისა და პირობების შესახებ.
5. დაწესებულებები, რომლებსაც აქვთ დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, ითვლებიან სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მქონედ.
6. ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა/მფლობელმა 2013 წლამდე საგანმანათლებლო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს უმაღლესი პედაგოგიური ან შესაბამისი უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლების მქონე კადრებით.
7. სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა/ მფლობელმა 2013 წლამდე საგანმანათლებლო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს მასწავლებლებით, რომელთაც აქვთ შესაბამისი უმაღლესი განათლება, და ინსტრუქტორებით, რომლებსაც აქვთ შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი.
8. 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე იურიდიული პირები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული ჰქონდათ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, ითვლებიან ლიცენზირებულად და უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ სალიცენზიო პირობებს:
ა) სპეციალობების მიხედვით წარდგენილი სასწავლო პროგრამები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სტანდარტებს;
ბ) დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა პედაგოგს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ხოლო საწარმოო სწავლების ოსტატს (სასწავლო პრაქტიკის მასწავლებელს) – შესაბამისი პროფესიული განათლება ან 3 წელზე მეტი სათანადო პრაქტიკული გამოცდილება;
გ) დაწესებულებას 1 მოსწავლეზე უნდა ჰქონდეს არანაკლებ 4 მ 2 ფართობისა, სადაც მიმდინარეობს შესაბამისი პროფესიული მომზადება. შენობა-ნაგებობების ფართობის არანაკლებ 3 წლის ვადით ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით;
დ) დაწესებულებას უნდა ჰქონდეს სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული სასწავლო კაბინეტ-ლაბორატორიების, პრაქტიკული სწავლების ბაზის, კლინიკის, სახელოსნოს, ინსტრუმენტებისა და სხვა ობიექტების ფლობისა და სარგებლობის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არანაკლებ 3 წლის ვადით გაფორმებული დოკუმენტები. იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით.
საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2794 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.66
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4533 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.122
საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1107 - სსმ I, №6 ,26.03.2009 წ., მუხ.21
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4043- სსმ I, №74, 24.12.2010 წ., მუხ.450
საქართველოს 2011 წლის 3 მაისის კანონი №4569 - ვებგვერდი, 18.05.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2316 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 10 მარტი.
№1074-Iს
დოკუმენტის კომენტარები