დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4043-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/12/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 74, 24/12/2010 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 430080000.05.001.016102 |
საქართველოს ორგანული კანონი
„სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 29.03.2005, მუხ. 72) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, რომლებიც ლიცენზირებას ექვემდებარებოდნენ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაგრამ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ ექვემდებარებოდნენ ლიცენზირებას და საქმიანობას ახორციელებდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, აგრეთვე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ 2010 წლის 1 სექტემბრამდე ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით დაფუძნებული დაწესებულებები ითვლება ლიცენზირებულად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 15 დეკემბერი.
№4043–რს
დოკუმენტის კომენტარები