"სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4569-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110518019, 18/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 430080000.05.001.016308
  • Word
4569-Iს
03/05/2011
ვებგვერდი, 110518019, 18/05/2011
430080000.05.001.016308
"სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 11, 29.03.2005, მუხ. 72) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ყველა ის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება, რომელიც ლიცენზირებას ექვემდებარებოდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაგრამ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ ექვემდებარებოდა ლიცენზირებას და საქმიანობას ახორციელებდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, აგრეთვე სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული დაწესებულების მიერ 100%-იანი წილით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებები, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებები, ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და სახელმწიფოს მიერ 2010 წლის 1 სექტემბრამდე ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით დაფუძნებული დაწესებულებები ითვლება ლიცენზირებულად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                                           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 3 მაისი.

№4569I