საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7/2012
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 03/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.15.008.016025
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
7/2012
03/02/2012
ვებგვერდი, 06/02/2012
040030000.15.008.016025
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/02/2012 - 03/09/2013)

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება 7/2012

2012 წლის 3 თებერვალი

. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ”ძ” ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანდართული დებულება.

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 6 იანვრის №4/2010 დადგენილება ”საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ”.

მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასა­მართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენ­დარული დღის ვადაში.

მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ.ხარატიშვილი

კომისიის მდივანი   გ. მჭედლიძე

დანართი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში – სწავლების ცენტრი) არის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სახელმწიფოებრივ, საგანმანათლებლო და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საჯარო საქმიანობას.

2. სწავლების ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. სწავლების ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომში – ცესკო) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

4. სწავლების ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

5. სწავლების ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ქართულ-ინგლისური წარწერით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტებით.

6. სწავლების ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი.

    მუხლი 2. სწავლების ცენტრის ფუნქციები და უფლებამოსილებები

1. სწავლების ცენტრის უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” და წინამდებარე დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს ცესკო.

2. სწავლების ცენტრის ფუნქციებია:

ა) საარჩევნო რეფორმების ხელშეწყობა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში საარჩევნო სისტემების სრულყოფის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების, საარჩევნო სუბიექტების, პოლიტიკური პარტიების, მედია-საშუალებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ამომრჩევლებისა და სხვა დაინტერესებული პირების სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით;

დ) ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარება;

ე) პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის განვითარებისა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

ვ) „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 301  მუხლით გათვალისწინებული ფონდის ფუნქციების შესრულება, მათ შორის:

ვ.ა) პარტიებზე თანხის გაცემა კვლევების, სწავლების, კონფერენციების, მივლინებების, რეგიონული პროექტების, ამომრჩეველთა სამოქალაქო და საარჩევნო განათლების პროექტების დაფინანსების მიზნით;

ვ.ბ) არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემა პარტიების განვითარების ხელშეწყობისა და ამომრჩეველთა სამოქალაქო განათლების მიზნით წარდგენილი პროექტების საფუძველზე;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგის განხორციელება;

თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

    მუხლი 3. სწავლების ცენტრის მართვა

1. სწავლების ცენტრის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს სწავლების ცენტრის დირექტორი, რომელსაც ცესკოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცესკოს თავმჯდომარე. ცესკოს თანხმობა მიიღება ცესკოს განკარგულებით.

2. სწავლების ცენტრის დირექტორი ანგარიშვალდებულია ცესკოს/ცესკოს თავმჯდო ­მარის წინაშე.

3. სწავლების ცენტრის დირექტორი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება სწავლების ცენტრის წარმომადგენლობა მესამე პირებთან ურთიერთობაში და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე. დირექტორი პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ცესკოს შესაბამისი დადგენილებებისა და განკარგულებების, აგრეთვე ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებებისა და დავალებების შესრულებაზე.

4. სწავლების ცენტრის დირექტორი შიდაუწყებრივ, საკადრო და სწავლების ცენტრის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას.

5. ცესკოს თანხმობით სწავლების ცენტრის დირექტორი ბრძანებით განსაზღვრავს სწავლების ცენტრის საშტატო განრიგს, ხელფასის ფონდსა და ხარჯთა ნუსხას. ცესკოს თანხმობა მიიღება ცესკოს განკარგულებით.

6. სწავლების ცენტრის დირექტორი ბრძანებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სწავლების ცენტრის თანამშრომლებს, ანაწილებს მათ შორის ფუნქციებსა და მოვალეობებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს.

7. სწავლების ცენტრის დირექტორი ბრძანებით ამტკიცებს სწავლების ცენტრის შინაგანაწესს, რომლის დაცვა ევალება სწავლების ცენტრის თითოეულ თანამშრომელს.

8. სწავლების ცენტრის დირექტორი უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის თანამშრომელთა საქმიანობის კონტროლს.

9. სწავლების ცენტრის დირექტორი ბრძანებით განსაზღვრავს სწავლების ცენტრში სტაჟირების წესს.

10. სწავლების ცენტრის დირექტორი ცესკოს წარუდგენს წინადადებებს სწავლების ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

11. შვებულების, სამსახურებრივი მივლინების ან მის მიერ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სწავლების ცენტრის დირექტორი თავისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს სწავლების ცენტრის რომელიმე თანამშრომელს.

    მუხლი 4. სწავლების ცენტრის ფულადი სახსრები, ქონება და ანგარიშგება

1. სწავლების ცენტრის შემოსავლები ყალიბდება შემდეგი სახსრებით:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით;

ბ) მიზნობრივი გრანტებით;

გ) საკუთარი საქმიანობით მიღებული შემოსავლებით;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სწავლების ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სწავლების ცენტრის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

3. სწავლების ცენტრს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც სწავლების ცენტრის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ სწავლების ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.

4. სწავლების ცენტრი ვალდებულია ცესკოს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს საქმიანობის ანგარიში.

5. სწავლების ცენტრი ვალდებულია აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს ცესკოს.

    მუხლი 5. სწავლების ცენტრის სახელმწიფო კონტროლი

1. სწავლების ცენტრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.

2. სწავლების ცენტრის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

3. სწავლების ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ცესკო, რომელსაც უფლება აქვს, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია.

4. საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის განხორციელების მიზნით სწავლების ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს ცესკოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

5. დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა წარედგინება ცესკოს თავმჯდომარეს, რომელიც ინფორმაციას შემოწმების შესახებ აწვდის ცესკოს.

6. სწავლების ცენტრმა ცესკოს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სწავლების ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები სწავლების ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

8. ცესკოს უარი ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. ცესკო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სწავლების ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

    მუხლი 6. სწავლების ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. სწავლების ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განხორციელებული ცვლილების შესაბამისად.

2. სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 7. დასკვნითი დებულება

ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

18. 10/01/2023 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 2/2023 - ვებგვერდი, 10/01/2023 17. 15/07/2021 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 27/2021 - ვებგვერდი, 16/07/2021 16. 10/07/2020 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 9/2020 - ვებგვერდი, 10/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 15. 08/02/2019 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 3/2019 - ვებგვერდი, 11/02/2019 14. 05/02/2018 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 5/2018 - ვებგვერდი, 06/02/2018 13. 20/02/2017 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 7/2017 - ვებგვერდი, 20/02/2017 12. 25/03/2016 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 21/2016 - ვებგვერდი, 28/03/2016 11. 11/03/2016 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 18/2016 - ვებგვერდი, 11/03/2016 10. 19/01/2016 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 9/2016 - ვებგვერდი, 20/01/2016 9. 22/04/2015 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 26/2015 - ვებგვერდი, 22/04/2015 8. 06/03/2015 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 8/2015 - ვებგვერდი, 09/03/2015 7. 10/02/2015 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 5/2015 - ვებგვერდი, 11/02/2015 6. 29/01/2015 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 3/2015 - ვებგვერდი, 29/01/2015 5. 26/01/2015 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 2/2015 - ვებგვერდი, 26/01/2015 4. 26/12/2014 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 47/2014 - ვებგვერდი, 26/12/2014 3. 21/02/2014 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 6/2014 - ვებგვერდი, 21/02/2014 2. 11/02/2014 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 2/2014 - ვებგვერდი, 12/02/2014 1. 03/09/2013 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 36/2013 - ვებგვერდი, 03/09/2013