„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 36/2013
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 03/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.15.008.016103
36/2013
03/09/2013
ვებგვერდი, 03/09/2013
040030000.15.008.016103
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №36/2013

2013 წლის 3 სექტემბერი

ქ.თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, 06/02/2012, 040030000.15.008.016025) დამტკიცებულ დებულებას დაემატოს:
1. სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი დანართი I-ის შესაბამისად;
2. სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი დანართი II-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით კირთაძე
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე



დანართი N1
სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის (შემდგომში - ინფორმაცია) სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (შემდგომში - სწავლების ცენტრი) ელექტრონულ რესურსებზე (სწავლების ცენტრის ვებგვერდზე) გამოქვეყნების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. წინამდებარე წესი არეგულირებს სწავლების ცენტრის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულისთვის ინფორმაციის ზუსტ და დროულ მიწოდებას ვებგვერდზე პროაქტიულად განთავსების მიზნით.

მუხლი 2. სწავლების ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
1. სწავლების ცენტრის ვებგვერდის მისამართია: www.electionreforms.ge. აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა.
2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს სწავლების ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
3. სწავლების ცენტრის ვებგვერდისა და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონით.

მუხლი 3. სწავლების ცენტრის ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ადმინისტრირება
1. წინამდებარე წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელნი არიან სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიერ ამისათვის განსაზღვრული თანამშრომლები, ხოლო ვებგვერდის შესაბამის განყოფილებაში ინფორმაციის დროულ განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – სწავლების ცენტრის სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის განყოფილების უფროსი.
2. პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, სწავლების ცენტრის ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება“, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია.
3. საჯარო ინფორმაცია სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის განყოფილებას ვებგვერდზე განსათავსებლად მიეწოდება PDF ფორმატში.

მუხლი 4. ვებგვერდზე პროაქტიული წესით გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია და ვადები
ვებგვერდზე პროაქტიული წესით ინფორმაციის გამოქვეყნების მიზნით სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის განყოფილებას მიეწოდება შემდეგი სახის ინფორმაცია:

 

ა)  ადმინისტრაციული განყოფილების მიერ:

 

  1. ზოგადი ინფორმაცია სწავლების ცენტრის შესახებ

 

N

ინფორმაციის დასახელება

გამოქვეყნების ვადები

1.1

სწავლების ცენტრის სტრუქტურა

გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში

1.2

სწავლების ცენტრისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება, შინაგანაწესი)

გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში

1.3

სწავლების ცენტრის სამოქმედო გეგმა

პერიოდულად

1.4

სწავლების ცენტრის ხელმძღვანელის, მოადგილის, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.5

სწავლების ცენტრის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.6

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სამსახურის ტელეფონის ნომერი

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.7

სწავლების ცენტრის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში

ყოველწლიურად

1.8

სწავლების ცენტრის მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში

ყოველწლიურად

  1. ინფორმაცია სწავლების ცენტრის საკადრო უზრუნველყოფის შესახებ

 

2.1

სწავლების ცენტრის საშტატო განრიგი

გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში

2.2

სამართლებრივი აქტი, რომელიც განსაზღვრავს სწავლების ცენტრში ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესს

გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში

2.3

ინფორმაცია სწავლების ცენტრში ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შესახებ, კონკურსის შედეგები (კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა)

გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში

  1. ინფორმაცია სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

 

3.1

სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა

კვარტალურად

3.2

სწავლების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური

გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით

კვარტალურად

  1. სწავლების ცენტრის დაფინანსების შესახებ

 

4.1

სწავლების ცენტრის ბიუჯეტი

ყოველწლიურად

4.2

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სწავლების ცენტრისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტი) შესახებ ინფორმაცია

პერიოდულად

4.3

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან სწავლების ცენტრისათვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია

პერიოდულად

 

ბ)  სასწავლო პროგრამების განყოფილება:

 

ინფორმაცია სასწავლო პროგრამების შესახებ

 

N

ინფორმაციის დასახელება

გამოქვეყნების ვადები

1

სახელმძღვანელო ინსტრუქციები

მიღებიდან 24 საათის განმავლობაში

2

საინფორმაციო ხასიათის სასწავლო მასალა

პერიოდულად

3

ინფორმაცია დაგეგმილი და ჩატარებული ტრენინგების/სემინარების/საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების შესახებ

პერიოდულად

4

ინფორმაცია პარტნიორ უნივერსიტეტებში საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით განხორციელებული სასწავლო კურსის შესახებ

პერიოდულად

5

ინფორმაცია იურიდიული კლინიკის ფორმატში განხორციელებული სასწავლო კურსის  შესახებ

პერიოდულად

 

გ)  სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის განყოფილება:

 

  1. ინფორმაცია სერტიფიცირების შესახებ

 

N

ინფორმაციის დასახელება

გამოქვეყნების ვადები

1.1

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულება

მიღებიდან 24 საათის განმავლობაში

1.2

ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდების გამოცხადების შესახებ

მიღებიდან 24 საათის განმავლობაში

1.3

სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტები

მიღებიდან 24 საათის განმავლობაში

1.4

ინფორმაცია სასერტიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტირებულ გამოსაცდელთა და სადამკვირვებლო ორგანიზაციათა რაოდენობის შესახებ

რეგისტრაციის ვადის ამოწურვიდან 5 დღის განმავლობაში

1.5

სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების სტატისტიკა

გამოცდების დასრულებიდან 10 დღის განმავლობაში

  1. ინფორმაცია საგრანტო კონკურსების შესახებ

 

2.1

საგრანტო კონკურსის დებულება

გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში

2.2

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ

გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში

2.3

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაცემული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის მიმღები, პროექტის დასახელება, დაფინანსების მოცულობა

საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში

           

შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია − წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.


მუხლი 5. გარდამავალი დებულება
სწავლების ცენტრმა უზრუნველყოს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნება სწავლების ცენტრის ვებგვერდზე წინამდებარე წესის მიღებიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე.


დანართი N2
სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულება
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში (შემდგომში - სწავლების ცენტრი) არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას.

მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის გაცემა ელექტრონული ფორმით
1. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა (ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია.
2. დაინტერესებული პირის მოთხოვნით საჯარო ინფორმაცია გაიცემა განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით.
3. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, სწავლების ცენტრი იტოვებს უფლებას პირის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მოთხოვნილი ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერა და პირს გადაახდევინოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანხის ოდენობა.

მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის მოთხოვნა
1. დაინტერესებულმა პირმა საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიღების მიზნით სწავლების ცენტრში უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება შესაბამისი მოთხოვნით ან/და გააგზავნოს განცხადება სწავლების ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე (centre@electionreforms.ge).
2. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის მოთხოვნით წარდგენილი განცხადება (შემოსული წერილობით, ან ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე) რეგისტრირდება სწავლების ცენტრის ადმინისტრაციულ განყოფილებაში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება.

მუხლი 4. საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება:
ა) ინფორმაციის მომთხოვნის დისკეტაზე, კომპაქტურ დისკზე, ან მეხსიერების ბარათზე ინფორმაციის ჩაწერისას;
ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას;
გ) ფიზიკური პირებისათვის სწავლების ცენტრში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას.
2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა  განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით.

მუხლი 5. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის პროცედურები და ვადები
1. სწავლების ცენტრში შემოსული განცხადება საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის მოთხოვნის თაობაზე, ადმინისტრაციულ განყოფილებაში რეგისტრაციისთანავე, ეგზავნება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ პირს - ადმინისტრაციული განყოფილების უფროსს და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება.
2. სწავლების ცენტრი ვალდებულია გასცეს ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:
ა) სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;
ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;
გ) სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.
3. თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10-დღიანი ვადა, სწავლების ცენტრი ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს.
4. სწავლების ცენტრი ვალდებულია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს განმცხადებელს.
5. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება განცხადების წერილობით, ან სწავლების ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე შემოსვლის შემდგომ ადმინისტრაციულ განყოფილებაში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.