„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 3/2015
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 29/01/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.15.008.016167
3/2015
29/01/2015
ვებგვერდი, 29/01/2015
040030000.15.008.016167
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №3/2015

2015 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ” მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი” მე-7 მუხლის მე-8 ნაწილის „ა” ქვეპუნქტისა და 1143 მუხლის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის, ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №741 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, 06/02/2012, 040030000.15.008.016025) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სწავლების ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი საქართველოს მცირე  სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ქართულ-ინგლისური წარწერით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტებით.”

2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. სწავლების ცენტრი გაერთიანებულია სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში. სწავლების ცენტრი უფლებამოსილია გახსნას ანგარიში კომერციულ ბანკში მხოლოდ, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-7 მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე