„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8/2015
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 06/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.15.008.016172
8/2015
06/03/2015
ვებგვერდი, 09/03/2015
040030000.15.008.016172
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №8/2015

2015 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 06/02/2012, 040030000.15.008.016025) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სწავლების ცენტრი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული  ფუნქციის განხორციელებას ახდენს გრანტის გაცემის თანდართული წესის შესაბამისად (დანართი №3).“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი




დანართი №3

გრანტის გაცემის წესი

 

თავი I. ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო

წინამდებარე წესი არეგულირებს პარტიების განვითარების ხელშეწყობისა და ამომრჩეველთა სამოქალაქო/საარჩევნო განათლების პროექტების დაფინანსების მიზნით კონკურსის საფუძველზე გრანტის გაცემის წესსა და ამ კონკურსში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებს.

მუხლი 2. კონკურსის განხორციელების პრინციპები

კონკურსის განხორციელების პრინციპებია:

ა) ობიექტურობა;

ბ) გამჭვირვალობა;

გ) არადისკრიმინაციულობა;

დ) საჯაროობა.

მუხლი 3. კონკურსის გამოცხადება

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომში - ცესკო) განკარგულებით განსაზღვრავს გამოსაცხადებელი კონკურსის დაფინანსების მიმართულებებს. აღნიშნულის გათვალისწინებით საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (შემდგომში - სწავლების ცენტრი) დირექტორი ბრძანებით განსაზღვრავს კონკურსთან დაკავშირებულ საკითხებს (საკონკურსო თემატიკა, საკონკურსო მიმართულებისა და პროექტის დაფინანსების ფარგლები,  პროექტის ხანგრძლივობა, კონკურსის მონაწილეთა მიმართ დამატებითი საკვალიფიკაციო და/ან სხვა მოთხოვნები (საჭიროებისამებრ)) და აცნობებს ცესკოს.

2. კონკურსს აცხადებს სწავლების ცენტრის დირექტორი ბრძანებით. კონკურსის გამოცხადების თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე (www.cesko.ge; www.electionreforms.ge).

მუხლი 4. კონკურსის მონაწილეები

1. კონკურსში მონაწილეობა, ამ წესით დადგენილი წესით, შეუძლიათ კონკურსის გამოცხადებამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).

2. კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ხელმძღვანელი პირები ან/და კონკურსში წარსადგენად შემუშავებული პროექტის განმახორციელებელი პირები არიან: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი; ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ამ წესის შესაბამისად შექმნილი საკონკურსო კომისიის (შემდგომში - კომისია),  კომისიის სამდივნოსა (შემდგომში - სამდივნო) და მონიტორინგის ჯგუფის წევრი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებში იგულისხმება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.

მუხლი 5. საკონკურსო დოკუმენტაცია

1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია წარადგინოს:

ა) საგრანტო განაცხადი ამ წესით განსაზღვრული ფორმის (დანართი №1) დაცვით;

ბ) საგრანტო კონკურსის გამოცხადების შემდეგ მომზადებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მონაცემებით დასტურდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას ვალდებულებები არ გააჩნია;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი (წესდება, დებულება ან სხვ.);

დ) კონკურსის მონაწილეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ასეთი მოთხოვნების განსაზღვრის შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი სავალდებულოდ წარმოსადგენი საკონკურსო დოკუმენტაციის გარდა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებამოსილია წარადგინოს სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია, რომელიც უკეთ წარმოაჩენს საგრანტო პროექტს ან/და არასამთავრობო ორგანიზაციას.

3. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარადგინოს მხოლოდ ერთი საგრანტო განაცხადი.

მუხლი 6. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესი

1.  არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკონკურსო დოკუმენტაცია წარადგინოს ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD).

2.  არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკონკურსო დოკუმენტაცია წარადგინოს ნაბეჭდი ფორმით.

3.  ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს სწავლების ცენტრის იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი.

4.  საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა განისაზღვრება არანაკლებ 10 სამუშაო დღისა კონკურსის შესახებ ინფორმაციის ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე გამოქვეყნების დღიდან.

მუხლი 7. არასრულყოფილად წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია

1. არასამთავრობო ორგანიზაციის საკონკურსო დოკუმენტაცია ჩაითვლება არასრულყოფილად, თუ:

ა) არ არის წარმოდგენილი ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად მოთხოვნილი ყველა საკონკურსო დოკუმენტი;

ბ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგრანტო განაცხადი წარმოდგენილია ამ წესით განსაზღვრული ფორმის (დანართი №1) დაცვის გარეშე;

გ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგრანტო განაცხადი წარმოდგენილია ამ წესით განსაზღვრული ფორმის (დანართი №1) დაცვით, მაგრამ ყველა გრაფა არ არის შევსებული;

დ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან წარმოდგენილი ამონაწერი არ არის მომზადებული საგრანტო კონკურსის გამოცხადების შემდეგ;

ე)  ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან წარმოდგენილი ამონაწერის მონაცემებით დასტურდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას გააჩნია ვალდებულებები (ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა, მოვალეთა რეესტრი) ;

ვ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სადამფუძნებლო დოკუმენტი (წესდება, დებულება ან სხვ.) არ არის დამოწმებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ზ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კონკურსის მონაწილეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტაციაში არ არის ასახული მოთხოვნილი ინფორმაცია;

თ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგრანტო პროექტი წარმოდგენილია ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის დარღვევით;

ი) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილია ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის დარღვევით;

კ) სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსების ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მიმდინარე წლის განმავლობაში მიღებული დაფინანსებისა და მიმდინარე კონკურსში წარდგენილი საგრანტო პროექტის ბიუჯეტით მოთხოვნილი თანხის ჯამი აღემატება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 301 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ ოდენობას;

ლ) გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარდგენილია ერთზე მეტი საგრანტო განაცხადი. ამ შემთხვევაში არასრულყოფილად ჩაითვლება არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი ყველა საგრანტო განაცხადი და თანდართული სხვა საკონკურსო დოკუმენტაცია.

2. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, სამდივნო აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას აცნობებს არასამთავრობო ორგანიზაციას საგრანტო განაცხადში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნისა და სატელეფონო შეტყობინების ფორმით. სატელეფონო შეტყობინების განხორციელებისთანავე სამდივნოს მიერ დგება შესაბამისი აქტი. სატელეფონო შეტყობინების განხორციელებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია წარადგინოს სრულყოფილი საკონკურსო დოკუმენტაცია სწავლების ცენტრის იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი.

3. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, სამდივნო აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას აცნობებს არასამთავრობო ორგანიზაციას საგრანტო განაცხადში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნისა და სატელეფონო შეტყობინების ფორმით. სატელეფონო შეტყობინების განხორციელებისთანავე სამდივნოს მიერ დგება შესაბამისი აქტი. სატელეფონო შეტყობინების განხორციელებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია სამდივნოს წერილობით აცნობოს დაზუსტებული ინფორმაცია იმ საგრანტო განაცხადის თაობაზე, რომელიც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში.

4. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენისა და მისი სრულყოფის შესახებ ინფორმაციას სამდივნო აცნობებს კომისიას.

მუხლი 8. საკონკურსო დოკუმენტაციის განუხილველად დატოვება

1. კომისია იღებს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის საკონკურსო დოკუმენტაციის განუხილველად დატოვების შესახებ, თუ:

ა) საკონკურსო დოკუმენტაცია წარდგენილია ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით;

ბ) საკონკურსო დოკუმენტაცია წარდგენილია ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის დარღვევით;

გ) არასამთავრობო ორგანიზაცია ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო განაცხადს;

დ)  არასამთავრობო ორგანიზაცია ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს სრულყოფილ საკონკურსო დოკუმენტაციას ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ე) არასამთავრობო ორგანიზაცია ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წარადგენს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სრულყოფილ საგრანტო განაცხადს, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შეტანილი ცვლილებები სცილდება იმ საკითხებს, რომელთა სრულყოფის შესახებ სამდივნომ აცნობა არასამთავრობო ორგანიზაციას ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე;

ვ) არასამთავრობო ორგანიზაცია ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში სამდივნოს არ აცნობებს დაზუსტებულ ინფორმაციას იმ საგრანტო განაცხადის თაობაზე, რომელიც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში. ამ შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ყველა საგრანტო განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის განუხილველად დატოვების შესახებ;

ზ) გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარდგენილია ერთზე მეტი საგრანტო განაცხადი. ამ შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი იმ საგრანტო განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაციით არ მიიღებს მონაწილეობას კონკურსში;

თ) სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსების ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციაზე მიმდინარე წლის განმავლობაში გაიცა დაფინანსება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 301 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ოდენობით.

2. კომისიის გადაწყვეტილება საკონკურსო დოკუმენტაციის განუხილველად დატოვების შესახებ მტკიცდება სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით. სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანების გასაჩივრება არ აჩერებს გასაჩივრებული აქტის მოქმედებას.

3. სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანება საკონკურსო დოკუმენტაციის განუხილველად დატოვების შესახებ კონკურსის მონაწილეებს ეცნობებათ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით.

 

თავი II. არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსება/დაფინანსებაზე უარის თქმა

 

მუხლი 9. კომისიის უფლებამოსილებები

კომისია წინამდებარე წესის შესაბამისად უზრუნველყოფს საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასებას, იღებს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების/დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ და ახორციელებს ამ წესით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 10. კომისიის შემადგენლობა

1. კომისია შედგება გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი არანაკლებ 5 წევრისგან, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარისა და წევრებისაგან.

2. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ არანაკლებ ორ წევრს.

3. კომისიის თავმჯდომარე აირჩევა გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ წევრთა შემადგენლობიდან, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, კომისიის პირველ სხდომაზე. თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას უძღვება კომისიის უხუცესი წევრი.

4. კომისიაში გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ წევრად შეიძლება მოწვეულ იქნენ:

ა) საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები;

ბ) საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები;

გ) აკადემიური სექტორის წარმომადგენლები;

დ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, გარდა ცესკოს წევრებისა.

5. კომისიის შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით მიწვეული უნდა იქნეს სულ მცირე სამი საერთაშორისო ორგანიზაციის ან შესაბამისი გამოცდილების მქონე უცხოური ფონდის წარმომადგენელი. კომისიის შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით აგრეთვე შეიძლება მიწვეულ იქნენ ცესკოს წევრები.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ პირთა წრიდან შერჩეული კომისიის წევრობის  კანდიდატურების შესახებ ინფორმაციას სწავლების ცენტრი აცნობებს ცესკოს. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით.

7. გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში კომისიის წევრის საქმიანობა შესაძლებელია ანაზღაურდეს ერთჯერადად.

8. კომისიის უფლებამოსილება ძალაში შედის ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების გამოცემისთანავე და წყდება ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მონიტორინგის ჯგუფის მიერ მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაციის კომისიისთვის წარდგენიდან 3 თვეში, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

9. კომისიის წევრს შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) გარდაცვალების შემთხვევაში;

გ) თუ კომისიის წევრმა განაცხადა თვითაცილების შესახებ ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით;

დ) თუ კომისიამ ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება კომისიის წევრის აცილების შესახებ ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით;

ე) სწავლების ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“-„დ“ ქვეპუნქტების მიზნებისათვის ინტერესთა კონფლიქტად ჩაითვლება კომისიის წევრის მონაწილეობა იმ საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვის ან/და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია სარგებელი მიიღოს კომისიის წევრმა ან მასთან დაკავშირებულმა პირმა. ამ წესის მიზნებისათვის აღნიშნულ პირთა წრეში იგულისხმება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირები.

11. კომისიის წევრი ვალდებულია ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში კომისიის წინაშე განაცხადოს თვითაცილების შესახებ, შესაბამისი საფუძვლის მითითებით. კომისიის  წევრი უფლებამოსილია კომისიის წინაშე დააყენოს კომისიის სხვა წევრის აცილების შესახებ საკითხი, შესაბამისი საფუძვლის მითითებით. კომისია კენჭს უყრის აცილების შესახებ საკითხს. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას არ იღებს კომისიის ის წევრი, რომლის მიმართაც დაყენებულია აცილების საკითხი. კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

მუხლი 11. კომისიის საქმიანობის წესი

1. კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

3. კომისია საქმიანობას წარმართავს სხდომების მეშვეობით.

4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

5. კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში - კომისიის გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი უხუცესი წევრი.

6. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

7. კომისიის გადაწყვეტილებები ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც ადგენს სამდივნო. სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

8. კომისიის თავმჯდომარის/წევრის ან სწავლების ცენტრის დირექტორის ინიციატივით კომისიის სხდომის მოწვევას უზრუნველყოფს სამდივნო.

მუხლი 12. სამდივნოს უფლებამოსილებები

1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს  სამდივნო, რომლის შემადგენლობა სწავლების ცენტრის თანამშრომელთაგან განისაზღვრება სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით.

2. სამდივნო უზრუნველყოფს საკონკურსო დოკუმენტაციის მიღებას, მათი სრულყოფილად წარდგენის საკითხის შემოწმებას, დოკუმენტაციის/ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენას, კომისიის სხდომის მოწვევას, სხდომის ოქმის შედგენასა და ამ წესით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

მუხლი 13. არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების/დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისიის მიერ სხდომაზე საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვა-შეფასება და არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების/დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება საკონკურსო დოკუმენტაციის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის დაუსწრებლად.

2. კომისია უფლებამოსილია არასამთავრობო ორგანიზაციისგან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია წარდგენილ საკონკურსო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი ინფორმაცია წარუდგინოს კომისიას სამდივნოს მეშვეობით.

3. საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასების მიზნით კომისიის გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი წევრი კომისიის სხდომაზე წარსადგენად ავსებს საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასების ფურცელს (ამ წესის დანართი №2) შემდეგი წესის დაცვით:

ა) შეფასების ფურცლის პირველი კრიტერიუმის გასწვრივ გრაფაში აღინიშნება შეესაბამება თუ არა საგრანტო პროექტი გამოცხადებული კონკურსის მიმართულებით/თემატიკით განსაზღვრულ მიზანს (დიახ/არა). უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, შეფასების ფურცლის დანარჩენი კრიტერიუმების გასწვრივ გრაფებში მიეთითება 0 ქულა. კომისიის ერთ-ერთი წევრის მიერ ასეთი შეფასების შემთხვევაში, კომისიის სხდომაზე კენჭი ეყრება აღნიშნული საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსიდან მოხსნის საკითხს ამ წესის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად. თუ კენჭისყრის შედეგად კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსიდან მოხსნაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული საკონკურსო დოკუმენტაციის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ კომისია იღებს გადაწყვეტილებას დაფინანსების/დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 

ბ) შეფასების ფურცლის პირველი კრიტერიუმის გასწვრივ გრაფაში დადებითი შეფასების შემთხვევაში კომისიის წევრი ვალდებულია დანარჩენი კრიტერიუმების გასწვრივ მიუთითოს მის მიერ მინიჭებული ქულა განსაზღვრული შკალის შესაბამისად. კომისიის წევრი უფლებამოსილია გააკეთოს შესაბამისი კომენტარი (განმარტება) მინიჭებული ქულის გასწვრივ შეფასების ფურცლის შესაბამის გრაფაში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შეფასების ფურცლის შევსებისას კომისიის წევრი ვალდებულია შეფასების ფურცლის შესაბამის გრაფაში მიუთითოს ქულების ჯამური რაოდენობა, კომენტარი პროექტის შესახებ, საკუთარი სახელი, გვარი და მოაწეროს ხელი.

5. სამდივნო კომისიის წევრების მიერ წარდგენილი შეფასების ფურცლების საფუძველზე ითვლის თითოეული არასამთავრობო ორგანიზაციის საკონკურსო დოკუმენტაციის მიერ მიღებულ საშუალო შეფასებას. თუ კომისიის წევრის მიერ წარდგენილი შეფასების ფურცელი არ არის შევსებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, სამდივნო უბრუნებს კომისიის წევრს შეფასების ფურცელს გამოვლენილი ხარვეზის კომისიის მიმდინარე სხდომაზე შესავსებად. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრის მიერ არ მოხდება გამოვლენილი ხარვეზის შევსება, სამდივნო საკონკურსო დოკუმენტაციის მიერ მიღებული საშუალო შეფასების დათვლისას არ გაითვალისწინებს კომისიის ამ წევრის მიერ შევსებულ შეფასების ფურცლებს იმავე საგრანტო მიმართულების ფარგლებში წარდგენილ არცერთ საკონკურსო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. საკონკურსო დოკუმენტაციის მიერ მიღებული საშუალო შეფასების დათვლისას სამდივნოს მიერ ასევე არ გაითვალისწინება კომისიის იმ წევრის შეფასების ფურცლები, რომელიც არ ესწრება კომისიის მიმდინარე სხდომას.

6. თუ კომისიის წევრების მიერ წარდგენილი შეფასების ფურცლების საფუძველზე საკონკურსო დოკუმენტაციის საშუალო შეფასება 70 ქულაზე ნაკლებია, კომისია იღებს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის  დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ.

7. თუ კომისიის წევრების მიერ წარდგენილი შეფასების ფურცლების საფუძველზე საკონკურსო დოკუმენტაციის საშუალო შეფასება შეადგენს 70 ქულას ან მეტს, კომისია იღებს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების შესახებ.

8. თუ დაფინანსებისთვის საკმარისი ქულის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოთხოვნილი დაფინანსების ჯამური ოდენობა აღემატება ამ წესის მე-3 მუხლის საფუძველზე შესაბამისი საკონკურსო მიმართულებისთვის განსაზღვრული დაფინანსების ფარგლებს, ამ შემთხვევაში დაფინანსებას იღებენ საუკეთესო ქულის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები შესაბამისი საკონკურსო მიმართულებისთვის განსაზღვრული დაფინანსების ფარგლების გათვალისწინებით. თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს გააჩნიათ იდენტური ქულა, ხოლო დაფინანსების ფარგლები არ არის საკმარისი მათ დასაფინანსებლად, კომისია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას დასაფინანსებელი არასამთავრობო ორგანიზაცი(ებ)ის დაფინანსების/დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ.

9. ამ მუხლის მე-7-მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისია უფლებამოსილია არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს მის მიერ გარკვეული მოთხოვნ(ებ)ის შესრულების პირობით. აღნიშნული მოთხოვნა შეიძლება უკავშირდებოდეს არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ცვლილებ(ებ)ის განხორციელებას საგრანტო პროექტის ბიუჯეტში მისი მოცულობის შემცირების კუთხით და ამის გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებ(ებ)ის განხორციელებას საგრანტო პროექტით გათვალისწინებული საქმიანობების, ღონისძიებების ნაწილში. გარდა ამისა, კომისიის მოთხოვნა საგრანტო პროექტის ბიუჯეტში ცვლილებ(ებ)ის განხორციელებასთან დაკავშირებით შეიძლება უკავშირდებოდეს საგრანტო პროექტის ბიუჯეტის შესაბამისობაში მოყვანას ამ წესის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან.

10. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნ(ებ)ის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ.

11. კომისიის გადაწყვეტილება საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსიდან მოხსნის, არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების/დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ მტკიცდება სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

12. სწავლების ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია უარი თქვას კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცებაზე, თუ კომისიის საქმიანობაში გამოვლინდა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნები, ან კომისიის გადაწყვეტილება მიღებულია ამ წესით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით, ან გამოვლინდა საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსის მიზნებთან შეუსაბამობის ფაქტი. სწავლების ცენტრის დირექტორის უარი კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცებაზე ფორმდება ბრძანებით.

13. სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანება საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსიდან მოხსნის, კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების/დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანების გასაჩივრება არ აჩერებს გასაჩივრებული აქტის მოქმედებას.

14. სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანება არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების/დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ კონკურსის მონაწილეებს ეცნობებათ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით. ამასთან, კონკურსის საფუძველზე კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებ–გვერდებზე.

მუხლი 14. არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების უზრუნველყოფა

1. არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, სწავლების ცენტრი დებს ხელშეკრულებას არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომლის შესაბამისად უზრუნველყოფს საგრანტო თანხის გადარიცხვას. იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ბიუჯეტი აღემატება 20 000 ლარს, საგრანტო თანხის გადარიცხვა ხორციელდება ეტაპობრივად.  მომდევნო ეტაპის საგრანტო თანხის ჩარიცხვა სწავლების ცენტრის მიერ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია უზრუნველყოფს სწავლების ცენტრში შუალედური ანგარიშის წარდგენას ამ წესის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად და შუალედური მონიტორინგის შედეგად არ გამოვლინდება დარღვევები.

2. საგრანტო თანხით არ დაფინანსდება:

ა) საერთაშორისო მგზავრობის ხარჯები;

ბ) სატრანსპორტო საშუალების შეძენა/შეკეთება;

გ) აუდიტის ხარჯები;

დ) უძრავი ქონების შეძენა;

ე) ძირითადი აქტივების (1000 ლარისა და მეტი ღირებულების) შეძენის ხარჯი;

ვ) შენობა-ნაგებობის რემონტი/რეკონსტრუქცია.

3. არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებამოსილია დაფინანსებული პროექტის ბიუჯეტის ფარგლებში, ნებისმიერ მუხლსა და პუნქტში, გარდა შრომის ანაზღაურების მუხლისა და მისი პუნქტებისა, შეიტანოს ცვლილება პროექტის ბიუჯეტის მუხლის/პუნქტის არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. პროექტის ბიუჯეტის მუხლში/პუნქტში თანხის შემცირება დასაშვებია მხოლოდ ეკონომიის არსებობის შემთხვევაში. პროექტის ბიუჯეტის მუხლში/პუნქტში 10%-ის ოდენობის ზემოთ ცვლილების განხორციელებისთვის აუცილებელია კომისიის წინასწარი თანხმობა. თანხმობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია პროექტის ბიუჯეტში ცვლილების განხორციელების ინიციატივით, შესაბამისი დასაბუთებით, წერილობით მიმართოს სწავლების ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას კომისიის წევრებისათვის ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით. კომისიის გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი წევრები შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით აცნობებენ სწავლების ცენტრს თავიანთ გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებულად ჩაითვლება, თუ პროექტის ბიუჯეტში არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ცვლილების განხორციელებაზე ელექტრონული ფორმით თანხმობა გამოხატა კომისიის გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.

4. დაუშვებელია დაფინანსებული პროექტის ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მუხლში თანხის გადატანა, აგრეთვე, ისეთი ხარჯის გაწევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული პროექტის ბიუჯეტით.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესის დარღვევით არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გახარჯული თანხა ბრუნდება სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ამ წესის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენამდე.

6. დაფინანსებული პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ აუთვისებელი თანხა ბრუნდება სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ამ წესის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენამდე.

7. არასამთავრობო ორგანიზაცია პასუხისმგებელია დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიღებული თანხის ხარჯვასთან დაკავშირებით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე.

 

თავი III. მონიტორინგი

 

მუხლი 15. მონიტორინგის მიზანი

მონიტორინგის მიზანია კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის საგრანტო პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებისა და საგრანტო თანხის საგრანტო პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად ხარჯვის კონტროლი.

მუხლი 16. მონიტორინგის განხორციელება

1. საგრანტო პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების კონტროლს ახორციელებს სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი, ხოლო საგრანტო თანხის საგრანტო პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად ხარჯვასთან დაკავშირებით ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ მოწვეული შესაბამისი უფლებამოსილი პირი/ორგანო.  

2. მონიტორინგი ხორციელდება შემაჯამებელი მონიტორინგის ფორმით. მონიტორინგი შესაძლებელია განხორციელდეს, აგრეთვე, შუალედური მონიტორინგის ფორმით საგრანტო თანხის ეტაპობრივი გაცემის შემთხვევაში.

3. არასამთავრობო ორგანიზაციის საგრანტო პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების კონტროლი ხორციელდება გასვლითი შემოწმებებისა ან/და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი შუალედური/შემაჯამებელი ანგარიშის საფუძველზე.

4. გასვლითი შემოწმება გულისხმობს მონიტორინგის ჯგუფის უფლებას, დაესწროს საგრანტო პროექტით განსაზღვრულ ღონისძიებებს. აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია სწავლების ცენტრს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდულობით წარუდგინოს დაგეგმილი ღონისძიებების გრაფიკი, მათი შინაარსის, პასუხისმგებელი პირის მონაცემების (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი), განხორციელების ადგილისა და დროის მითითებით. მონიტორინგის ჯგუფი ღონისძიებების გრაფიკის შესახებ ინფორმაციას ელექტრონული შეტყობინების ფორმით აცნობებს კომისიისა და ცესკოს წევრებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებების გრაფიკში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია აცნობოს სწავლების ცენტრს მანამდე წარდგენილ გრაფიკში განსაზღვრული ღონისძიების განხორციელების თარიღამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე. მონიტორინგის ჯგუფი ღონისძიებების გრაფიკში ცვლილების განხორციელების შესახებ ინფორმაციას ელექტრონული შეტყობინების ფორმით აცნობებს კომისიისა და ცესკოს წევრებს.

6. შუალედური მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდულობით სწავლების ცენტრს წარუდგინოს შუალედური ანგარიში (ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD)), რომელშიც გაწერილი უნდა იყოს:

ა) შესაბამისი პერიოდისათვის განხორციელებული კონკრეტული ღონისძიებები, მათი ჩატარების კონკრეტული დროისა და ადგილის მითითებით, განხორციელებული სამუშაოები, გამოყენებული მასალები (ნაბეჭდი ან/და აუდიო-ვიდეო-ფოტომასალა);

ბ) დარჩენილი პერიოდის საქმიანობის დეტალური გეგმა.

7. შემაჯამებელი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია საგრანტო პროექტის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში სწავლების ცენტრს წარუდგინოს შემაჯამებელი ანგარიში (ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს და მასში გაწერილი უნდა იყოს:

ა) პროექტით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულების ანალიზი;

ბ) პროექტის ეფექტი (მიღწეული შედეგები);

გ) პროექტის სამიზნე ჯგუფი, ვინც მონაწილეობდა პროექტში;

დ) პროექტის ფარგლებში განხორციელებული კონკრეტული ღონისძიებები;

ე) ნაბეჭდი მასალა, აუდიო-ვიდეო-ფოტო ან სხვა მასალები, რომლებიც შეიქმნა პროექტის განხორციელების შედეგად (ასეთის არსებობისას);

ვ) შემაფერხებელი გარემოებები (ასეთის არსებობისას) და გადაჭრის გზები;

ზ) პროექტის განხორციელებისას მიღებული დახმარებები (ასეთის არსებობისას მიეთითება დახმარების ფორმა, ორგანიზაციების დასახელებები);

თ) ფინანსური ანგარიში დანართი №3-ის შესაბამისად.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე წარდგენილ შემაჯამებელ ანგარიშს არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა დაურთოს მისთვის გადაცემული თანხის ხარჯვის დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაციის ასლები 2 ეგზემპლარად.

9. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-4, მე-6-მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მონიტორინგის ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციას ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით განუსაზღვრავს ვადას არანაკლებ 2 სამუშაო დღისა შესაბამისი ვალდებულების შესასრულებლად.

მუხლი 17. მონიტორინგის შედეგები

1. მონიტორინგის ჯგუფი მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაციას/ანგარიშს წარუდგენს სწავლების ცენტრის დირექტორსა და კომისიას. მონიტორინგის ჯგუფის მიერ დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომისია წყვეტს არასამთავრობო ორგანიზაციის პასუხისმგებლობის საკითხს ამ წესის მე-18 მუხლით გათვალისწინებული წესით.

2. სწავლების ცენტრის დირექტორი შემაჯამებელი მონიტორინგის შედეგების შესახებ ანგარიშს წარუდგენს ცესკოს.

მუხლი 18. პასუხისმგებლობა

1. კომისია უფლებამოსილია არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სახის პასუხისმგებლობის ზომები:

ა) გაფრთხილება;

ბ) მიმდინარე საგრანტო პროექტის შეწყვეტა ან/და საგრანტო თანხის ნაწილობრივ ან სრულად უკან გამოთხოვა;

გ) საგრანტო თანხის ნაწილობრივ ან სრულად უკან გამოთხოვა.

2. კომისია უფლებამოსილია არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა.

3. კომისიის გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ მტკიცდება სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანების გასაჩივრება არ აჩერებს გასაჩივრებული აქტის მოქმედებას.

 

დანართი №1

 

საგრანტო პროექტის ფორმა

 

ინფორმაცია ფორმის შესავსებად:

ყველა ველის შევსება სავალდებულოა.

1. ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაციის  დასახელება:

იურიდიული მისამართი:

ფაქტობრივი მისამართი:

ტელეფონი:

ელ.ფოსტა:

ვებგვერდი:

2. არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო რეკვიზიტები

ბანკის დასახელება:

ბანკის კოდი:

IBAN ანგარიშის ნომერი:

3. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი

სახელი, გვარი:

რეგისტრაციის მისამართი:

ფაქტობრივი მისამართი:

ტელეფონი:

ელ.ფოსტა:

4. პროექტის ხელმძღვანელი

სახელი, გვარი:

რეგისტრაციის მისამართი:

ფაქტობრივი მისამართი:

ტელეფონი:

ელ.ფოსტა:

5. საგრანტო კონკურსის თემატიკა - აუცილებელია, მიუთითოთ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის თემატიკა, რომელზეც წარადგენთ თქვენს პროექტს

6. წარმოდგენილი პროექტის დასახელება

7. პროექტის ხანგრძლივობა

პროექტის დაწყების თარიღი:

პროექტის დასრულების თარიღი:

8.  ორგანიზაციის გამოცდილება საარჩევნო სფეროში (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

9. მსგავსი პროექტის განხორციელების გამოცდილება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - მიუთითეთ ის პროექტი/პროექტები, რომელთა განხორციელებაზე მუშაობდა ორგანიზაცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (მიუთითეთ აღნიშნული პროექტების დონორები)

10. ინფორმაცია საგრანტო კონკურსზე წარმოდგენილი პროექტის ან მსგავსი პროექტის სხვა დონორი ორგანიზაციის მიერ დაფინანსების, ან დონორ ორგანიზაციაში წარდგენის შესახებ - მიუთითეთ აღნიშნული განაცხადის გამოცხადებულ კონკურსში წარდგენის მომენტში ახორციელებთ თუ არა მსგავს ან საგრანტო კონკურსზე წარმოდგენილი პროექტს სხვა დონორის დაფინანსებით, ან წარდგენილი გაქვთ თუ არა სხვა დონორი ორგანიზაციისთვის დაფინანსების მისაღებად.

11. პრობლემის აღწერა და აქტუალობა - ჩამოაყალიბეთ პრობლემა, რომლის გადაწყვეტასაც მიზნად ისახავს თქვენი პროექტი. დაასაბუთეთ პრობლემის აქტუალობა და მისი გადაჭრის მნიშვნელობა.

12. პროექტის მიზნები და ამოცანები - ნათლად აღწერეთ პროექტის მიზნები და განსაზღვრეთ კონკრეტული ამოცანები, რომლებიც უნდა იყოს მიღწევადი, გაზომვადი და უკავშირდებოდეს პროექტში ასახული პრობლემის გადაწყვეტას.

13. განხორციელების გზები - დეტალურად აღწერეთ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები, ღონისძიებები, რომლებიც უკავშირდება პროექტით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას.                 

14. მოსალოდნელი შედეგები - აღწერეთ მოსალოდნელი შედეგები, მისი მნიშვნელობა, მიუთითეთ პროექტის შედეგების პოტენციური მომხმარებელი.

15. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პროექტის მონიტორინგის განხორციელების გეგმა

16. პროექტის მდგრადობა - დაასაბუთეთ პროექტის მდგრადობის პერსპექტივა

17. პროექტის შესრულების განრიგი ნიმუშის შესაბამისად:

 

სამოქმედო გეგმა

საქმიანობა

თვე, რიცხვი

ადგილი

პასუხისმგებელი პირი

1

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

18. პროექტის შემსრულებლები - მიუთითეთ პროექტის განმახორციელებელი პირები, მათი ფუნქციები,  გამოცდილება პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების კუთხით (ცხრილის შესაბამისად).

 

პროექტის შემსრულებლები

სახელი, გვარი

დაბადების თარიღი

ფუნქცია

გამოცდილება

(პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების კუთხით)

1

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

19. პროექტის რისკის იდენტიფიკაცია, შეფასება და მენეჯმენტი (ცხრილის შესაბამისად):

რისკი

რისკის ალბათობა

(დაბალი, საშუალო, მაღალი)

პროექტზე გავლენა

(დაბალი, საშუალო, მაღალი)

რისკის მართვა

1

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

20. პროექტის მოკლე რეზიუმე:

21. პროექტის ბიუჯეტი (ცხრილის შესაბამისად):

 

N

დასახელება

რაოდენობა

საცალო ღირებულება

საერთო ღირებულება

სწავლების ცენტრიდან მოთხოვნილი თანხა

სხვა ფონდებიდან მოთხოვნილი / მიღებული თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

პროექტის ბიუჯეტი

1

შრომის ანაზღაურება

 

 

 

 

 

1.1

 

 

 

 

 

 

1.2

 

 

 

 

 

 

2

ოფისის ხარჯი

 

 

 

 

 

2.1

საკანცელარიო

 

 

 

 

 

2.2

სასტამბო

 

 

 

 

 

2.3

ინვენტარი

 

 

 

 

 

2.4

 

 

 

 

 

 

3

ტრანსპორტის დაქირავების,

გადაყვანა - გადაზიდვის ხარჯი

 

 

 

 

 

3.1

 

 

 

 

 

 

3.2

 

 

 

 

 

 

4

კონფერენციების,სწავლებების, ღონისძიებების ორგანიზების ხარჯი

 

 

 

 

 

4.1

 

 

 

 

 

 

5.

სხვა ხარჯი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ პროექტის ხარჯი

 

 

 

 

 

 

შენიშვნა:

სხვა ხარჯის მუხლში მოთხოვნილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის დანარჩენ მუხლებში არსებული თანხის ჯამური ოდენობის 7%-ს.

 

რეკომენდებულია:

მოთხოვნილი საწვავის ხარჯი არ აღემატებოდეს საგრანტო პროექტის ბიუჯეტის 7%-ს, ხოლო შრომის ანაზღაურების ხარჯი - საგრანტო პროექტის ბიუჯეტის 35%-ს.

 

ვადასტურებთ, რომ ჩვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტია, არ შეიცავს ყალბ მონაცემებს, ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია იდენტურია. თანახმა ვართ, ჩვენ მიერ საკონკურსო დოკუმენტაციაში ასახული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელმოწერა (ნაბეჭდი ფორმის შემთხვევაში):

თარიღი:


 

დანართი №2

 

საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასების ფურცელი

 

არასამთავრობო ორგანიზაციის დასახელება _____________________________

 

N

კრიტერიუმი

ქულა

კომენტარი (განმარტება)

1

საგრანტო პროექტი შეესაბამება გამოცხადებული კონკურსის მიმართულებით/თემატიკით განსაზღვრულ მიზანს (ქულის გრაფაში მიეთითება დიახ/არა)

 

 

2

პრობლემა მკაფიოდ და სრულად არის წარმოდგენილი. დასაბუთებულია  პრობლემის აქტუალობა და მისი გადაჭრის მნიშვნელობა (0-10 ქულა)

 

 

3

პროექტის მიზნები და ამოცანები არის ნათლად   ჩამოყალიბებული, მიღწევადი, გაზომვადი და დაკავშირებულია პროექტში ასახული პრობლემის გადაჭრის გზებთან (0-15 ქულა)

 

 

4

პროექტის განხორციელებისათვის დაგეგმილი საქმიანობები /ღონისძიებები რეალისტურია და უკავშირდება პროექტით განსაზღვრული კონკრეტული ამოცანების შესრულებას (0-10 ქულა)

 

 

5

მოსალოდნელი შედეგები ნათლად არის წარმოდგენილი ზომვადი ინდიკატორებით და მიღწევადია განრიგით განსაზღვრულ დროში

(0-10 ქულა)

 

 

6

აპლიკანტი ასაბუთებს პროექტის შედეგების მდგრადობას (0-5 ქულა)

 

 

7

პროექტში დასაქმებული ადამიანების ფუნქციები და პასუხისმგებლობები მკაფიოდ არის წარმოდგენილი (0-5 ქულა)

 

 

8

 

ნათლად არის წარმოდგენილი პროექტის რისკები და მათი გადაჭრის, მართვის საშუალებები (0-5 ქულა)

 

 

9

წარმოდგენილი ინფორმაციით იკვეთება მსგავსი პროექტების განხორციელების უნარი და გამოცდილება (0-10 ქულა)

 

 

 10

 

ბიუჯეტი არის დეტალიზებული და ნათლად არის წარმოდგენილი თითოეული თანხის გაანგარიშების საფუძვლები (0-10 ქულა)

 

 

11

ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები შეესაბამება პროექტის მიზნებსა და ამოცანებს   (0-5 ქულა)

 

 

12

ბიუჯეტი დაბალანსებულია ადმინისტრაციული ხარჯებისა

და პროგრამული ნაწილის შესაბამისობის თვალსაზრისით (0-5 ქულა)

 

 

13

მონიტორინგის გეგმა გვთავაზობს პროექტის განხორციელებაზე კონტროლის ადექვატურ ღონისძიებებს (0-10 ქულა)

 

 

ქულების ჯამური რაოდენობა

 

 

კომენტარი პროექტის შესახებ

 

 

შევსების თარიღი ______________________

სახელი, გვარი ______________________

ხელმოწერა ______________________

 

დანართი №3

 

არასამთავრობო ორგანიზაციის დასახელება _________________________

 

ფინანსური ანგარიში (ლარში)

ხარჯების ჩამონათვალი

გეგმა

საკასო ხარჯი

ნაშთი

1

შრომის ანაზღაურება

 

 

 

1,1

 

 

 

 

1,2

 

 

 

 

2

ოფისი ხარჯი

 

 

 

2,1

საკანცელარიო

 

 

 

2,2

სასტამბო

 

 

 

2,3

ინვენტარი

 

 

 

2,4

 

 

 

 

3

ტრანსპორტის დაქირავების,

გადაყვანა-გადაზიდვის ხარჯი

 

 

 

3,1

 

 

 

 

3,2

 

 

 

 

4

კონფერენციების, სწავლებების, ღონისძიებების  ორგანიზების ხარჯი

 

 

 

4,1

 

 

 

 

5

სხვა ხარჯი

 

 

 

5,1

 

 

 

 

სულ პროექტის ხარჯი

 

 

 

 

 

ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელმოწერა:      

 

 

ფინანსური მენეჯერის/ბუღალტრის:

სახელი, გვარი:

რეგისტრაციის მისამართი:

ფაქტობრივი მისამართი:

ტელეფონი:

ელ.ფოსტა:

 

ფინანსური მენეჯერის/ბუღალტრის ხელმოწერა: