„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5/2018
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 05/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.15.008.016380
5/2018
05/02/2018
ვებგვერდი, 06/02/2018
040030000.15.008.016380
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №5/2018

2018 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 06/02/2012, 040030000.15.008.016025) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ გრანტის გაცემის წესში (დანართი №3) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული საგრანტო განაცხადის ფორმის (დანართი №1):

ა) მე-15 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პროექტის მონიტორინგის განხორციელების გეგმა გაწერეთ ინდიკატორები (ინდიკატორის დასახელება, ინდიკატორის დეფინიცია (განმარტება), ინდიკატორის საზომი ერთეული, მონაცემთა შეგროვების სიხშირე/ვადები, მონაცემთა შეგროვების მეთოდი), რომლითაც გაიზომება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების, ღონისძიებების შესრულების პროცესი. ;

ბ) 21-ე გრაფა (პროექტის ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. პროექტის ბიუჯეტი (ნიმუშის შესაბამისად):

ული

ულის რაოდენობა

ულის ღირებულება

1. რომის ანაზღაურება

ხელფასები (გადასახადების ჩათვლით)

1.1. პროექტის ხელმძღვანელი

თვე

 

 

 

1.2.

 

 

 

 

 

 

2. მგზავრობის ხარჯი

საწვავი, ტრანსპორტირება და სხვ.

2.1.

 

 

 

 

2.2.

 

 

 

 

 

3. ნფერენციების, წავლებების, სემინარების და სხვა სამუშაო შეხვედრების ორგანიზების ხარჯი

საკონფერენციო მომსახურება, ტრენერის/ექსპერტის ჰონორარი (გადასახადების ჩათვლით) და სხვ.

3.1.

 

 

 

 

3.2.

 

 

 

 

 

4. ოფს ხარჯი

საკანცელარიო მასალის შეძენა (დეტალურად ჩაშლილი), აქტივების შეძენა და სხვ.

4.1

 

 

 

 

4.2.

 

 

 

 

 

5. სხვა ხარჯი

საბანკო მომსახურება და სხვ.

5.1.

 

 

 

 

5.2.

 

 

 

 

 

პროექტის ჯამური ბიუჯეტი

 

".

2. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია შედგება გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი არანაკლებ 5 წევრისგან, გარდა ამ წესის მე-10 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის თავმჯდომარე აირჩევა გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ წევრთა შემადგენლობიდან, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას უძღვება კომისიის უხუცესი წევრი. ;

გ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების გამოცემისთანავე და წყდება ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მონიტორინგის ჯგუფის მიერ მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაციის კომისიისთვის წარდგენიდან 3 თვეში.

9. კომისიის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით, შემდეგი საფუძვლების არსებობისას:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) გარდაცვალების შემთხვევაში;

გ) თუ კომისიის წევრმა განაცხადა თვითაცილების შესახებ ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით;

დ) თუ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება კომისიის წევრის აცილების შესახებ ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით;

ე) სწავლების ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით, თუ კომისიის წევრის საქმიანობაში გამოვლინდა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნები, ან ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა. ;

დ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას სწავლების ცენტრის დირექტორი აცნობებს ცესკოს;”.

ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ და „დ ქვეპუნქტების მიზნებისათვის ინტერესთა კონფლიქტად ჩაითვლება კომისიის წევრის მონაწილეობა იმ საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვის ან/და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია სარგებელი მიიღოს კომისიის წევრმა ან მასთან დაკავშირებულმა პირმა. ამ წესის მიზნებისათვის აღნიშნულ პირთა წრეში იგულისხმება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირები. ;

ვ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 მე-14 პუნქტები:

„12. თუ კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 3 წევრს, კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული საქმიანობა.

13. თუ კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ წევრთა რაოდენობა შეადგენს 3 წევრზე ნაკლებს, კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული საქმიანობა მას შემდეგ, რაც ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოხდება კომისიის შემადგენლობის შევსება კომისიის გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ არანაკლებ 3 წევრამდე. 

14. ამ მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი არანაკლებ 3 წევრი.”.

3. მე-16 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1” ქვეპუნქტი:

„დ1) პროექტის მონიტორინგის გეგმაში გაწერილი საქმიანობების, ღონისძიებების შესრულების მდგომარეობა;”.

4. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. მონიტორინგის შედეგები და რეაგირება

1. ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საგრანტო პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებაზე განხორციელებული კონტროლის, ასევე საგრანტო პროექტის ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის შედეგების შესახებ  ინფორმაციას/ანგარიშს მონიტორინგის ჯგუფი წარუდგენს სწავლების ცენტრის  დირექტორსა და კომისიას. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის შინაარსიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია, არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ მიიღოს ქვემოთ განსაზღვრული შესაბამისი გადაწყვეტილება: 

ა) გაფრთხილების შესახებ;

ბ) მიმდინარე საგრანტო პროექტის შეწყვეტის ან/და საგრანტო თანხის ნაწილობრივ ან სრულად უკან დაბრუნების მოთხოვნის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიღებული კომისიის გადაწყვეტილება მტკიცდება სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანების გასაჩივრება არ აჩერებს გასაჩივრებული აქტის მოქმედებას.

3. მონიტორინგის ჯგუფის მიერ მომზადებულ საგრანტო პროექტების შემაჯამებელი მონიტორინგის შედეგების შესახებ ანგარიშს სწავლების ცენტრის დირექტორი წარუდგენს ცესკოს.”.

5. მე-18 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი