დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 27/2021 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
მიღების თარიღი | 15/07/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.15.008.016554 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 06/02/2012, 040030000.15.008.016025) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (შემდგომში – სწავლების ცენტრი) დებულების:
1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სწავლების ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №138.“. 2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5-მე-7 პუნქტები: „5. სწავლების ცენტრი უფლებამოსილია საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში არჩევნების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. 6. წინასაარჩევნო პერიოდში/საარჩევნო პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, სწავლების ცენტრის ან/და მისი სატენდერო კომისიის ქმედებების/გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს შესყიდვების პროცედურების შეჩერებას. 7. საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ სწავლების ცენტრის ან/და მისი სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადები, საჩივრის განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები და წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლით.“. 3. დანართი №1-ის (სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი): ა) მე-3 მუხლის: ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წინამდებარე წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელნი არიან სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიერ ამისათვის განსაზღვრული თანამშრომლები, ხოლო ვებგვერდის შესაბამის განყოფილებაში ინფორმაციის დროულ განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – სწავლების ცენტრის სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი.“ ა.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3. საჯარო ინფორმაცია სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის სამსახურს ვებგვერდზე განსათავსებლად მიეწოდება PDF ფორმატში.“; ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ვებგვერდზე პროაქტიული წესით გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია და ვადები ვებგვერდზე პროაქტიული წესით ინფორმაციის გამოქვეყნების მიზნით სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის სამსახურს მიეწოდება შემდეგი სახის ინფორმაცია: ა) ადმინისტრაციული სამსახურის მიერ:
ბ) სასწავლო პროგრამების სამსახურის მიერ:
გ) სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის სამსახურის მიერ:
შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია − წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“. 4. დანართი №2-ის (სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი): ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის მოთხოვნით წარდგენილი განცხადება (შემოსული წერილობით, ან ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე) რეგისტრირდება სწავლების ცენტრის ადმინისტრაციულ სამსახურში.“; ბ) მე-5 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 1. სწავლების ცენტრში შემოსული განცხადება საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის მოთხოვნის თაობაზე, ადმინისტრაციულ სამსახურში რეგისტრაციისთანავე, ეგზავნება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ პირს – ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება.“; ბ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება განცხადების წერილობით, ან სწავლების ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე შემოსვლის შემდგომ ადმინისტრაციულ სამსახურში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.“.
|
მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები