„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/2023
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 10/01/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.15.008.016656
2/2023
10/01/2023
ვებგვერდი, 10/01/2023
040030000.15.008.016656
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №2/2023

2023 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის   საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 06/02/2012, 040030000.15.008.016025) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (შემდგომში – სწავლების ცენტრი) დებულების დანართი №1-ის (სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი):

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ვებგვერდზე პროაქტიული წესით გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია და ვადები

ვებგვერდზე პროაქტიული წესით ინფორმაციის გამოქვეყნების მიზნით სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის სამსახურს მიეწოდება შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) ადმინისტრაციული სამსახურის მიერ:

 

ზოგადი ინფორმაცია სწავლების ცენტრის შესახებ

                                      ინფორმაციის დასახელება

           გამოქვეყნების ვადები

1.1

სწავლების ცენტრის სტრუქტურა

გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში

1.2

სწავლების ცენტრისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება, შინაგანაწესი)

გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში

1.3

სწავლების ცენტრის სამოქმედო გეგმა

პერიოდულად

1.4

სწავლების ცენტრის ხელმძღვანელის, მოადგილის, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.5

სწავლების ცენტრის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.6

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სამსახურის ტელეფონის ნომერი

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.7

სწავლების ცენტრის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში

ყოველწლიურად

1.8

სწავლების ცენტრის მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში

ყოველწლიურად

ინფორმაცია სწავლების ცენტრის საკადრო უზრუნველყოფის შესახებ

2.1

სწავლების ცენტრის საშტატო ნუსხა

გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში

2.2

სამართლებრივი აქტი, რომელიც განსაზღვრავს სწავლების ცენტრში ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესს

გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში

2.3

ინფორმაცია სწავლების ცენტრში ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შესახებ, კონკურსის შედეგები (კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა)

გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში

ბ)  საფინანსო სამსახურის მიერ:

ინფორმაცია სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

ინფორმაციის დასახელება

გამოქვეყნების ვადები

1.1

სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა

კვარტალურად

 

 

1.2

სწავლების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით

კვარტალურად

სწავლების ცენტრის დაფინანსების შესახებ

2.1

სწავლების ცენტრის ბიუჯეტი

ყოველწლიურად

2.2

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სწავლების ცენტრისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტი) შესახებ ინფორმაცია

პერიოდულად

2.3

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან სწავლების ცენტრისათვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია    

პერიოდულად

გ)  სასწავლო პროგრამების სამსახურის მიერ:

ინფორმაცია სასწავლო პროგრამების შესახებ

ინფორმაციის დასახელება

გამოქვეყნების ვადები

1.1

სახელმძღვანელო ინსტრუქციები

მიღებიდან 24 საათის განმავლობაში

1.2

საინფორმაციო ხასიათის სასწავლო მასალა

პერიოდულად

1.3

ინფორმაცია დაგეგმილი და ჩატარებული ტრენინგების/სემინარების/საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების შესახებ

პერიოდულად

1.4

ინფორმაცია პარტნიორ უნივერსიტეტებში საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით განხორციელებული სასწავლო კურსის შესახებ

პერიოდულად

1.5

ინფორმაცია იურიდიული კლინიკის ფორმატში განხორციელებული სასწავლო კურსის  შესახებ

პერიოდულად

დ) სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის სამსახურის მიერ:

ინფორმაცია სერტიფიცირების შესახებ

ინფორმაციის დასახელება

გამოქვეყნების ვადები

1.1

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულება

მიღებიდან 24 საათის განმავლობაში

1.2

ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდების გამოცხადების შესახებ

მიღებიდან 24 საათის განმავლობაში

1.3

სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტები

მიღებიდან 24 საათის განმავლობაში

1.4

ინფორმაცია სასერტიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტირებულ გამოსაცდელთა და სადამკვირვებლო ორგანიზაციათა რაოდენობის შესახებ

რეგისტრაციის ვადის ამოწურვიდან 5 დღის განმავლობაში

1.5

სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების სტატისტიკა

გამოცდების დასრულებიდან 10 დღის განმავლობაში

 

შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია − წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი