„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18/2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 11/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.15.008.016257
18/2016
11/03/2016
ვებგვერდი, 11/03/2016
040030000.15.008.016257
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №18/2016

2016 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, 06/02/2012, 040030000.15.008.016025) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ გრანტის გაცემის წესში (დანართი №3) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1.    მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომში ცესკო) განკარგულებით განსაზღვრავს გამოსაცხადებელი კონკურსის დაფინანსების მიმართულებებს. ცესკოს თანხმობით საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (შემდგომში სწავლების ცენტრი) დირექტორი ბრძანებით განსაზღვრავს კონკურსის გამოცხადების თარიღს, საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადებს, საკონკურსო თემატიკას, საკონკურსო მიმართულებისა და პროექტის დაფინანსების ფარგლებს, პროექტის ხანგრძლივობას, კონკურსის დამატებით მოთხოვნებს (საჭიროებისამებრ) და საკონკურსო კომისიის შემადგენლობას. ცესკოს თანხმობა მიიღება ცესკოს განკარგულებით.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კონკურსის დამატებით მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ასეთი მოთხოვნების განსაზღვრის შემთხვევაში.“;

გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კონკურსის დამატებით მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტაციაში არ არის ასახული მოთხოვნილი ინფორმაცია;

თ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილია ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის დარღვევით;“;

ბ) მე-2-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, სამდივნო აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას აცნობებს არასამთავრობო ორგანიზაციას საგრანტო განაცხადში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნისა და სატელეფონო შეტყობინების ფორმით. სატელეფონო შეტყობინების განხორციელებისთანავე სამდივნოს მიერ დგება შესაბამისი აქტი. ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების განხორციელებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია წარადგინოს სრულყოფილი საკონკურსო დოკუმენტაცია სწავლების ცენტრის იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი.

3. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, სამდივნო აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას აცნობებს არასამთავრობო ორგანიზაციას საგრანტო განაცხადში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნისა და სატელეფონო შეტყობინების ფორმით. სატელეფონო შეტყობინების განხორციელებისთანავე სამდივნოს მიერ დგება შესაბამისი აქტი. ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების განხორციელებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია სამდივნოს წერილობით აცნობოს დაზუსტებული ინფორმაცია იმ საგრანტო განაცხადის თაობაზე, რომელიც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში.“.

4. მე-10 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. კომისიის უფლებამოსილება ძალაში შედის ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების გამოცემისთანავე და წყდება ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მონიტორინგის ჯგუფის მიერ მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაციის კომისიისთვის წარდგენიდან 3 თვეში, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

5. მე-13 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტით განსაზღვრული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლის მე-7 - მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისია უფლებამოსილია არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს მის მიერ საგრანტო პროექტის ბიუჯეტთან დაკავშირებით გარკვეული მოთხოვნების შესრულების პირობით. აღნიშნული მოთხოვნა შეიძლება უკავშირდებოდეს არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ცვლილებების განხორციელებას საგრანტო პროექტის ბიუჯეტში მისი მოცულობის შემცირების კუთხით და ამის გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების განხორციელებას საგრანტო პროექტით გათვალისწინებული საქმიანობების, ღონისძიებების ნაწილში. გარდა ამისა, კომისიის მოთხოვნა საგრანტო პროექტის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით შეიძლება უკავშირდებოდეს საგრანტო პროექტის ბიუჯეტის შესაბამისობაში მოყვანას ამ წესის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან. არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია კომისიის მოთხოვნა შეასრულოს კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების განხორციელებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. სამდივნო კომისიის გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინებას აგზავნის საგრანტო განაცხადში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.“;

გ)  მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს 91 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„91. თუ ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განსაზღვრულია კონკურსის დამატებითი მოთხოვნა, რომლის შესრულება უკავშირდება ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენისთვის დადგენილი ვადის ამოწურვის შემდგომ პერიოდს, კომისია ამ მუხლის მე-7-მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის დამატებითი მოთხოვნის შესრულების პირობით. არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია კონკურსის დამატებითი მოთხოვნა შეასრულოს კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების განხორციელებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. სამდივნო კომისიის გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინებას აგზავნის საგრანტო განაცხადში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.“;

დ)  მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე-9 ან/და 91 პუნქტის შესაბამისად კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ.“;

ე) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანება საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსიდან მოხსნის, არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების/დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ კონკურსის მონაწილეებს ეცნობებათ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით. ამასთან, კონკურსის საფუძველზე კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე.“.

6. მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის „თ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



                                                                                                                             დანართი  №1
 საგრანტო განაცხადის ფორმა

ინფორმაცია ფორმის შესავსებად:

ყველა გრაფის შევსება სავალდებულოა.

1. ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაციის  დასახელება:

იურიდიული მისამართი:

ფაქტობრივი მისამართი:

ტელეფონი:

ელ.ფოსტა:

ვებგვერდი:

2. არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო რეკვიზიტები

ბანკის დასახელება:

ბანკის კოდი:

IBAN ანგარიშის ნომერი:

3. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი

სახელი, გვარი:

რეგისტრაციის მისამართი:

ფაქტობრივი მისამართი:

ტელეფონი:

ელ.ფოსტა:

4. პროექტის ხელმძღვანელი

სახელი, გვარი:

რეგისტრაციის მისამართი:

ფაქტობრივი მისამართი:

ტელეფონი:

ელ.ფოსტა:

5. საგრანტო კონკურსის თემატიკა - აუცილებელია, მიუთითოთ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის თემატიკა, რომელზეც წარადგენთ თქვენს პროექტს

6. წარმოდგენილი პროექტის დასახელება

7. პროექტის ხანგრძლივობა

პროექტის დაწყების თარიღი:

პროექტის დასრულების თარიღი:

8.  ორგანიზაციის გამოცდილება საარჩევნო სფეროში (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

9. მსგავსი პროექტის განხორციელების გამოცდილება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიუთითეთ ის პროექტი/პროექტები, რომელთა განხორციელებაზე მუშაობდა ორგანიზაცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (მიუთითეთ აღნიშნული პროექტების დონორები)

10. ინფორმაცია საგრანტო კონკურსზე წარმოდგენილი პროექტის ან მსგავსი პროექტის სხვა დონორი ორგანიზაციის მიერ დაფინანსების, ან დონორ ორგანიზაციაში წარდგენის შესახებ მიუთითეთ აღნიშნული განაცხადის გამოცხადებულ კონკურსში წარდგენის მომენტში ახორციელებთ თუ არა მსგავს ან საგრანტო კონკურსზე წარმოდგენილი პროექტს სხვა დონორის დაფინანსებით, ან წარდგენილი გაქვთ თუ არა სხვა დონორი ორგანიზაციისთვის დაფინანსების მისაღებად.

11. პრობლემის აღწერა და აქტუალობა ჩამოაყალიბეთ პრობლემა, რომლის გადაწყვეტასაც მიზნად ისახავს თქვენი პროექტი. დაასაბუთეთ პრობლემის აქტუალობა და მისი გადაჭრის მნიშვნელობა.

12. პროექტის მიზნები და ამოცანები ნათლად აღწერეთ პროექტის მიზნები და განსაზღვრეთ კონკრეტული ამოცანები, რომლებიც უნდა იყოს მიღწევადი, გაზომვადი და უკავშირდებოდეს პროექტში ასახული პრობლემის გადაწყვეტას.

13. განხორციელების გზები დეტალურად აღწერეთ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები, ღონისძიებები, რომლებიც უკავშირდება პროექტით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას.                

14. მოსალოდნელი შედეგები  აღწერეთ მოსალოდნელი შედეგები, მისი მნიშვნელობა, მიუთითეთ პროექტის შედეგების პოტენციური მომხმარებელი.

15. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პროექტის მონიტორინგის განხორციელების გეგმა

16. პროექტის მდგრადობა დაასაბუთეთ პროექტის მდგრადობის პერსპექტივა

17. პროექტის შესრულების განრიგი ნიმუშის შესაბამისად:

 

სამოქმედო გეგმა

საქმიანობა

თვე, რიცხვი

ადგილი

პასუხისმგებელი პირი

1

 

 

 

 

2

 

 

 

 

18. პროექტის შემსრულებლები მიუთითეთ პროექტის განმახორციელებელი პირები, მათი ფუნქციები,  გამოცდილება პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების კუთხით (ცხრილის შესაბამისად).

პროექტის შემსრულებლები

სახელი, გვარი

დაბადების თარიღი

ფუნქცია

გამოცდილება

(პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების კუთხით)

1

 

 

 

 

2

 

 

 

 

19. პროექტის რისკის იდენტიფიკაცია, შეფასება და მენეჯმენტი (ცხრილის შესაბამისად):

რისკი

რისკის ალბათობა

(დაბალი, საშუალო, მაღალი)

პროექტზე გავლენა

(დაბალი, საშუალო, მაღალი)

რისკის მართვა

1

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

20. პროექტის მოკლე რეზიუმე:

21. პროექტის ბიუჯეტი (ნიმუშის შესაბამისად):

დასახელება

ერთეული

ერთეულის რაოდენობა

ერთეულის ღირებულება

ჯამი

1. შრომის ანაზღაურება

1.1.ხელფასები (გადასახადების ჩათვლით)

    1.1.1. პროექტის ხელმძღვანელი

თვე

 

 

 

    1.1.2.

 

 

 

 

1.2. ჰონორარი (გადასახადების ჩათვლით)

    1.2.1. ტრენერი

დღე

 

 

 

    1.2.2.

 

 

 

 

 ჯამი

 

2. მგზავრობის ხარჯი

    2.1.

 

 

 

 

    2.2.

 

 

 

 

 ჯამი

 

3. კონფერენციების, სწავლებების, სემინარების და სხვა სამუშაო შეხვედრების ორგანიზების ხარჯი

    3.1.

 

 

 

 

    3.2.

 

 

 

 

 ჯამი

 

4. ოფისის ხარჯი

    4.1.

 

 

 

 

    4.2.

 

 

 

 

 ჯამი

 

5. სხვა ხარჯი

    5.1.

 

 

 

 

    5.2.

 

 

 

 

 ჯამი

 

პროექტის ჯამური ბიუჯეტი

 

შენიშვნა:

სხვა ხარჯის მუხლში მოთხოვნილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის დანარჩენ მუხლებში არსებული თანხის ჯამური ოდენობის 7%-ს.

რეკომენდებულია:

მოთხოვნილი საწვავის ხარჯი არ აღემატებოდეს საგრანტო პროექტის ბიუჯეტის 7%-ს, ხოლო შრომის ანაზღაურების ხარჯი საგრანტო პროექტის ბიუჯეტის 35%-ს.

ვადასტურებთ, რომ ჩვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტია, არ შეიცავს ყალბ მონაცემებს, ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია იდენტურია. თანახმა ვართ, ჩვენ მიერ საკონკურსო დოკუმენტაციაში ასახული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელმოწერა (ნაბეჭდი ფორმის შემთხვევაში):

თარიღი (ნაბეჭდი ფორმის შემთხვევაში):


დანართი №2
საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასების ფურცელი

არასამთავრობო ორგანიზაციის დასახელება _____________________________

 

კონკურსის მიზანთან შესაბამისობა

დიახ

არა

 

საგრანტო პროექტი შეესაბამება გამოცხადებული კონკურსის მიმართულებით/თემატიკით განსაზღვრულ მიზანს

 

 

 

კრიტერიუმი

ქულა

კომენტარი (განმარტება)

1

პრობლემა მკაფიოდ და სრულად არის წარმოდგენილი. დასაბუთებულია პრობლემის აქტუალობა და მისი გადაჭრის მნიშვნელობა (0-5 ქულა)

 

 

2

პროექტის მიზნები და ამოცანები არის ნათლად   ჩამოყალიბებული, მიღწევადი და ემსახურება პროექტში ასახული პრობლემის გადაჭრას  (0-10 ქულა)

 

 

3

პროექტის განხორციელებისათვის დაგეგმილი საქმიანობები/ღონისძიებები არის ნათლად   ჩამოყალიბებული, რეალისტურია და უკავშირდება პროექტით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას (0-20 ქულა)

 

 

4

მოსალოდნელი შედეგები ნათლად არის წარმოდგენილი და მიღწევადია განრიგით განსაზღვრულ დროში (0-15 ქულა)

 

 

5

აპლიკანტი ასაბუთებს პროექტის მდგრადობას (0-5 ქულა)

 

 

6

პროექტში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ შესაბამისი გამოცდილება და კვალიფიკაცია პროექტით   დაგეგმილი საქმიანობების/ღონისძიებების განსახორციელებლად (0-15 ქულა)

 

 

7

წარმოდგენილი ინფორმაციით იკვეთება მსგავსი პროექტების განხორციელების უნარი და გამოცდილება (0-10 ქულა)

   

8

ნათლად არის წარმოდგენილი პროექტის რისკები და მათი გადაჭრის, მართვის საშუალებები (0-5 ქულა)

 

 

 9

 

მონიტორინგის გეგმა ითვალისწინებს პროექტის განხორციელებაზე კონტროლის ადექვატურ ღონისძიებებს (0-5 ქულა)

 

 

10

ბიუჯეტი არის დეტალიზებული და გათვალისწინებული ხარჯები გონივრულ შესაბამისობაშია პროექტით დაგეგმილ საქმიანობებთან/ღონისძიებებთან (0-10 ქულა)

 

 

ქულების ჯამური ოდენობა

 

 

კომენტარი პროექტის შესახებ

 

შევსების თარიღი ______________________

სახელი, გვარი ______________________

ხელმოწერა ______________________.


დანართი №3

არასამთავრობო ორგანიზაციის დასახელება _________________________

   ფინანსური ანგარიშის ფორმა

დასახელება

გეგმა

საკასო ხარჯი

ნაშთი

1. შრომის ანაზღაურება

1.1.ხელფასები (გადასახადების ჩათვლით)

    1.1.1. პროექტის ხელმძღვანელი

 

 

 

    1.1.2.

 

 

 

1.2. ჰონორარი (გადასახადების ჩათვლით)

    1.2.1. ტრენერი

 

 

 

    1.2.2.

 

 

 

 ჯამი

 

 

 

2. მგზავრობის ხარჯი

    2.1.

 

 

 

    2.2.

 

 

 

 ჯამი

 

 

 

3. კონფერენციების, სწავლებების, სემინარების და სხვა სამუშაო შეხვედრების ორგანიზების ხარჯი

    3.1.

 

 

 

    3.2.

 

 

 

 ჯამი

 

 

 

4. ოფისის ხარჯი

    4.1.

 

 

 

    4.2.

 

 

 

 ჯამი

 

 

 

5. სხვა ხარჯი

    5.1.

 

 

 

    5.2.

 

 

 

 ჯამი

 

 

 

პროექტის ჯამური ბიუჯეტი

 

 

 

 

ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელმოწერა:      

ფინანსური მენეჯერის/ბუღალტრის:

სახელი, გვარი:

რეგისტრაციის მისამართი:

ფაქტობრივი მისამართი:

ტელეფონი:

ელ.ფოსტა:

ფინანსური მენეჯერის/ბუღალტრის ხელმოწერა: