„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6/2014
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 21/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.15.008.016123
6/2014
21/02/2014
ვებგვერდი, 21/02/2014
040030000.15.008.016123
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №6/2014

2004 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, 06/02/2012, 040030000.15.008.016025) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით თანდართული (დანართი№3) „საგრანტო კონკურსის დებულების” მე-4 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 4. კონკურსის მონაწილეები

  1. კონკურსში მონაწილეობა, ამ დებულებით დადგენილი წესით, შეუძლიათ კონკურსის გამოცხადებამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).

  2. კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ხელმძღვანელი პირები ან/და კონკურსში წარსადგენად შემუშავებული პროექტის განმახორციელებელი პირები არიან: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი; ცესკოს აპარატის დეპარტამენტის უფროსი; სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; საკონკურსო კომისიის სამდივნოსა და მონიტორინგის ჯგუფის წევრი.

  3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებში იგულისხმება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.

  4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა ამავე პუნქტით განსაზღვრულ პირებზე მოქმედებს მათი უფლებამოსილების განხორციელების მთელი პერიოდისა და უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 წლის განმავლობაში.

  5. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით კონკურსში წარმოდგენილი პროექტის შესახებ ინფორმაცია წარედგინება ამ დებულების II თავის შესაბამისად შექმნილ საკონკურსო კომისიას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას  აღნიშნული საკონკურსო დოკუმენტაციის განუხილველად დატოვების შესახებ.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე