„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9/2020
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 10/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.15.008.016481
9/2020
10/07/2020
ვებგვერდი, 10/07/2020
040030000.15.008.016481
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №9 /2020

2020 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77- მუხლის   მე-5 პუნქტის და საქართველოს ორგანული კანონისნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 06/02/2012, 040030000.15.008.016025) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (შემდგომში – სწავლების ცენტრი) დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დებულების მე-2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) დებულების დანართი №1-ის (სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი) მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სერტიფიკატებისა და პროექტების მართვის განყოფილება:

 

1.    ინფორმაცია სერტიფიცირების შესახებ

ინფორმაციის დასახელება

გამოქვეყნების ვადები

1.1

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულება

მიღებიდან 24 საათის განმავლობაში

1.2

ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდების გამოცხადების შესახებ

მიღებიდან 24 საათის განმავლობაში

1.3

სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტები

მიღებიდან 24 საათის განმავლობაში

1.4

ინფორმაცია სასერტიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტირებულ გამოსაცდელთა და სადამკვირვებლო ორგანიზაციათა რაოდენობის შესახებ

რეგისტრაციის ვადის ამოწურვიდან 5 დღის განმავლობაში

1.5

სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების სტატისტიკა

გამოცდების დასრულებიდან 10 დღის განმავლობაში

        .“.

მუხლი 2

2020 წელს არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის მე-2 დღიდან,  ამავე  წელს დაფინანსებული საგრანტო პროექტების მონიტორინგს სწავლების ცენტრი ახდენს,  ამ მუხლის  ამოქმედების დღეს არსებული სწავლების  ცენტრის დებულების დანართი №3-ით განსაზღვრული გრანტის გაცემის წესის მოქმედი რედაქციით და მონიტორინგის ვადად განისაზღვრება, ამავე გრანტის გაცემის წესით დადგენილი ყველა პროცედურის დასრულების ჩათვლით პერიოდი.

მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4

1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღიდან მე-2 დღეს.


კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი