დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/2019 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 08/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.15.008.016435 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №7/2012 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 06/02/2012, 040030000.15.008.016025) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ გრანტის გაცემის წესში (დანართი №3) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკონკურსო დოკუმენტაცია წარადგინოს ნაბეჭდი ფორმით.”; 3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა” ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) არ არის წარმოდგენილი ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „დ” ქვეპუნქტების შესაბამისად მოთხოვნილი ყველა საკონკურსო დოკუმენტი;”; ბ) „ვ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „ი” ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილია ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის დარღვევით;”. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები