„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე

  • Word
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 144
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 93, 30/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 070030000.22.027.014922
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
144
30/07/2010
სსმ, 93, 30/07/2010
070030000.22.027.014922
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/07/2010 - 23/08/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.014.922

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №144

2010 წლის 30 ივლისი

 ქ. თბილისი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 113-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობა და გადახდის წესი.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი   თ. ბურჯალიანი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობა და გადახდის წესი

    მუხლი 1

სასამართლო და სხვა უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული აქტების აღსრულებისას გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული აღსრულების საფასური (შემდგომში – აღსრულების საფასური), აგრეთვე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა საფასური არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.

    მუხლი 2

1. აღსრულების საფასურის გადახდა ეკისრება მოვალეს. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე აღსრულების საფასური ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად.

2. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე გადასახდელი საფასურის ოდენობაა აღსასრულებელი მოთხოვნის 7% (არანაკლებ 50 ლარისა, თუ აღსასრულებელი მოთხოვნა აღემატება 50 ლარს).

3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ გადაწყვეტილებებზე, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი (გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესებით დაკისრებული ჯარიმების, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის და ამავე კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების საფასური წინასწარ არ გადაიხდევინება. ამ გადაწყვეტილებების აღსრულების საფასურის ოდენობაა აღსასრულებელი მოთხოვნის 7%. აღსრულების საფასურის გადახდა მოვალეს აღსრულების დაწყებისთანავე ეკისრება.

4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული კრედიტორების ფულადი მოთხოვნების მოვალეების მიერ კანონით დადგენილ ვადებში მოთხოვნის სრულად შესრულებისას აღსრულების საფასურის სახით ეკისრებათ აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნის 2%.

    მუხლი 3

1. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საფასურის სახით გადახდილი თანხა კრედიტორს უბრუნდება ამოღებული მოთხოვნის პროპორციულად. საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს კრედიტორი წარუდგენს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს, რაც იძულებითი აღსრულების დაწყების საფუძველია.

2. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე კრედიტორი სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში შეტანისას იხდის:

ა) აღსასრულებელი მოთხოვნის 2%-ს (მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა, თუ აღსასრუბელი მოთხოვნა აღემატება 50 ლარს) – თუ აღსასრულებელი მოთხოვნა ნაკლებია 50 000 ლარზე;

ბ) აღსასრულებელი მოთხოვნის 1,5%-ს – თუ აღსასრულებელი მოთხოვნა ტოლია ან აღემატება 50 000 ლარს;

გ) აღსასრულებელი მოთხოვნის 1%-ს – თუ აღსასრულებელი მოთხოვნა ტოლია ან აღემატება 100 000 ლარს.

3. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ან/და გადაცემის ან გამოსახლებისას, აღსრულების საფასურის ოდენობაა ნივთის საბაზრო ღირებულების 1%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ კატეგორიის საქმეებზე კრედიტორი აღსრულების საფასურს წინასწარ იხდის მის მიერ სააღსრულებო დოკუმენტთან ერთად წარდგენილი ნივთის საბაზრო ღირებულების შესახებ ექსპერტის (აუდიტის) დასკვნის შესაბამისად. კრედიტორი უფლებამოსილია მის მიერ გადახდილი აღსრულების საფასურისა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება მოითხოვოს მოვალისაგან სასამართლო წესით.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კრედიტორი ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) მიერ აღსრულების საფასურის წინასწარ გადასახდელი ოდენობა, მიუხედავად აღსასრულებელი მოთხოვნისა, არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს.

5. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულებისათვის რეგისტრაციას დაქვემდებარებულ თითოეულ ნივთზე და სხვა კატეგორიის საქმეებზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში წარდგენისას კრედიტორი იხდის აღსრულების საფასურს 100 ლარის ოდენობით.

6. ნივთის ნატურით გადაცემისას:

ა) თუ მოთხოვნა აღემატება ან უტოლდება ნივთის ღირებულებას, კრედიტორი (სახელმწიფო ორგანის გარდა) ფარავს საფასურის დარჩენილ ნაწილს ნივთის ღირებულების პროპორციულად: თუ ნივთის ღირებულება ნაკლებია 50 000 ლარზე – ნივთის ღირებულების 5%-ის ოდენობით, თუ ნივთის ღირებულება ტოლია ან აღემატება 50 000 ლარს – ნივთის ღირებულების 4%-ის ოდენობით, თუ ნივთის ღირებულება ტოლია ან აღემატება 100 000 ლარს – ნივთის ღირებულების 3%-ის ოდენობით, ხოლო თუ ნივთის ღირებულება ტოლია ან აღემატება 500 000 ლარს – ნივთის ღირებულების 2%-ის ოდენობით;

ბ) ერთზე მეტი არაუზრუნველყოფილი კრედიტორისათვის ნივთის ნატურით გადაცემისას ამ ნივთზე წარმოიშობა საერთო საკუთრება. საერთო საკუთრებაში თითოეული კრედიტორის წილი განისაზღვრება მათი მოთხოვნების პროპორციულად. ასეთ შემთხვევაში საფასურის დანარჩენ ნაწილს ფარავს თითოეული კრედიტორი თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. თუ ერთზე მეტი არაუზრუნველყოფილი კრედიტორიდან ნივთის ნატურით მიღების სურვილი გამოთქვა ერთ-ერთმა (რამდენიმემ), ნივთის მიმღები კრედიტორი ფარავს საფასურის დარჩენილ ნაწილს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, აგრეთვე ნივთის ღირებულებასა და ნივთის მიმღები კრედიტორის მოთხოვნასა და გადახდილი საფასურის ჯამს შორის სხვაობას (ასეთის არსებობისას), რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით მიემართება აღსრულების განმახორციელებელი სხვა კრედიტორების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;

გ) ერთდროულად ერთზე მეტი იპოთეკარის მიერ უძრავ ნივთზე იძულებითი აღსრულების განხორციელების შემთხვევაში ამ ნივთის ნატურით გადაცემის მოთხოვნის უპირატესი უფლება აქვს აღსრულების განმახორციელებელ იპოთეკართაგან (იპოთეკარებისაგან, რომელთა სასარგებლოდაც ჩატარდა აუქციონი) წინა რიგის იპოთეკარს, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულებისას – პირველ რიგში შესაბამის სახელმწიფო ორგანოს. ნივთის მიმღები იპოთეკარი (შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს გარდა) ფარავს საფასურის დარჩენილ ნაწილს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. ნივთის მიმღები ყველა იპოთეკარი ფარავს აგრეთვე ნივთის ღირებულებასა და ნივთის მიმღები იპოთეკარის მოთხოვნასა და გადახდილი (შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს შემთხვევაში – გადახდისაგან გათავისუფლებული) საფასურის ჯამს შორის სხვაობას (ასეთის არსებობისას), რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით მიიმართება აღსრულების განმახორციელებელი სხვა კრედიტორების (მათ შორის, არაუზრუნველყოფილი კრედიტორების) მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

    მუხლი 4

კერძო აღმასრულებელი სარეალიზაციო ქონების მდებარეობის (სარეალიზაციო ქონების სხვადასხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში _ ერთ-ერთის მდებარეობის) მიხედვით სააღსრულებო ბიუროს მიმართავს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) მის მიერ დამოწმებულ ასლებს და სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე შეაქვს ამ მომსახურებისათვის დადგენილი საფასური, რომლის ოდენობა შეადგენს განაცხადის წარდგენის დღისათვის მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის 1%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

    მუხლი 5

აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო ბიუროების საამისოდ უფლებამოსილი პირები რეესტრის მონაცემების საფუძველზე უზრუნველყოფენ შესაბამისი ცნობებისა და ამონაწერების გაცემას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე განცხადების წარდგენიდან დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. რეესტრიდან შესაბამისი ცნობა და ამონაწერი გაიცემა დაინტერესებული პირის განცხადებისა და დადგენილი საფასურის წინასწარ გადახდის საფუძველზე, რომლის ოდენობა შეადგენს 10 ლარს.

    მუხლი 6

იმ პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია, რომლის მიმართ აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრამდე, შესაძლებელია კრედიტორის წერილობითი მოთხოვნისა და მის მიერ რეესტრში მოვალის რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში, რომლის ოდენობა შეადგენს 30 ლარს.

 

19. 01/12/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 876 - ვებგვერდი, 01/12/2022 18. 13/04/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 818 - ვებგვერდი, 13/04/2022 17. 30/03/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 695 - ვებგვერდი, 31/03/2021 16. 16/06/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 557 - ვებგვერდი, 16/06/2020 15. 12/02/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 14 - ვებგვერდი, 12/02/2014 14. 29/01/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 8 - ვებგვერდი, 29/01/2014 13. 17/05/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 79 - ვებგვერდი, 17/05/2012 12. 14/02/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 24 - ვებგვერდი, 15/02/2012 11. 17/01/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 11 - ვებგვერდი, 17/01/2012 10. 12/01/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 8 - ვებგვერდი, 12/01/2012 9. 21/11/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 147 - ვებგვერდი, 111121010, 21/11/2011 8. 21/10/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 136 - ვებგვერდი, 111021002, 21/10/2011 7. 26/07/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 95 - ვებგვერდი, 110726007, 26/07/2011 6. 01/07/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 82 - ვებგვერდი, 110701022, 01/07/2011 5. 23/05/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 64 - ვებგვერდი, 110524004, 24/05/2011 4. 10/03/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 36 - ვებგვერდი, 110310031, 11/03/2011 3. 17/01/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 10 - ვებგვერდი, 170111, 17/01/2011 2. 09/09/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 165 - სსმ, 114, 09/09/2010 1. 23/08/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 156 - სსმ, 103, 24/08/2010