„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 818
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 13/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2022
ძალაში შესვლის თარიღი 18/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 070030000.22.027.017309
818
13/04/2022
ვებგვერდი, 13/04/2022
070030000.22.027.017309
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №818

2022 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით (სსმ III, 30.07.2010, №93, მუხ.1374) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთის გამოთხოვის ან/და გადაცემის, ან ისეთი არაფულადი სახით გამოხატული მოთხოვნებისას, რომელთა აღსრულება იწვევს ქონების რეალიზაციას, აღსრულების საფასურის ოდენობაა ნივთის საბაზრო ღირებულების 1%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ კატეგორიის საქმეებზე კრედიტორი აღსრულების საფასურს წინასწარ იხდის ნივთის საბაზრო ღირებულების შესახებ კომპეტენტური პირის ან ორგანოს დასკვნის შესაბამისად (გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, როდესაც სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან ქონების გამოთხოვის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის და ლიზინგის მოწმობის მფლობელი ლიზინგის გამცემის განცხადების საფუძველზე არსებული წარმოების საქმეებზე აღსრულების ეროვნული ბიურო არ დაეყრდნობა ქონების წარმოდგენილ შეფასებას და თავად შეაფასებს მას). კრედიტორი უფლებამოსილია მის მიერ გადახდილი აღსრულების საფასურისა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება მოითხოვოს მოვალისაგან სასამართლო წესით.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისას, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟისას და მშენებარე შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟისას,  აღსრულების საფასურის ოდენობაა ფიზიკური პირის შემთხვევაში – ნივთის საბაზრო ღირებულების 1%, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა, იურიდიული პირის შემთხვევაში – ნივთის საბაზრო ღირებულების 1%, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა. ამ კატეგორიის საქმეებზე კრედიტორი აღსრულების საფასურს წინასწარ იხდის ნივთის საბაზრო ღირებულების შესახებ კომპეტენტური პირის ან ორგანოს დასკვნის შესაბამისად (გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, როდესაც სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე აღსრულების ეროვნული ბიურო არ დაეყრდნობა ქონების  წარმოდგენილ შეფასებას და თავად შეაფასებს მას). კრედიტორი უფლებამოსილია მის მიერ გადახდილი აღსრულების საფასურისა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება მოითხოვოს მოვალისაგან სასამართლო წესით.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულებისათვის რეგისტრაციას დაქვემდებარებულ თითოეულ ნივთზე და სხვა კატეგორიის საქმეებზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენისას კრედიტორი თითოეულ მოთხოვნაზე იხდის აღსრულების საფასურს 200 ლარის ოდენობით.“;

2. მე-10 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აპლიკანტის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების წარდგენისას (სააპლიკაციო საფასური) – 200 ლარს თითოეული სამართლებრივი საფუძვლით წარდგენილ მოთხოვნაზე. წილობრივი ვალდებულების შემთხვევაში, თუ მოთხოვნა წარდგენილია ერთზე მეტი აპლიკანტის მიერ ან/და მიმართულია ერთზე მეტი რესპონდენტის წინააღმდეგ სააპლიკაციო საფასური შეადგენს 200 ლარს თითოეულ პირთან მიმართებაში;

ბ) მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ქონებაზე ყადაღის დადებისათვის – 100 ლარს თითოეულ ქონებაზე;“.

3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 200 ლარს – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სამუშაო საათებში გაწეულ მომსახურებაზე;

ბ) 300 ლარს – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ არასამუშაო საათებსა და უქმე დღეებში გაწეულ მომსახურებაზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 18 აპრილიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე