„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 147
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 21/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111121010, 21/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 070030000.22.027.016214
  • Word
147
21/11/2011
ვებგვერდი, 111121010, 21/11/2011
070030000.22.027.016214
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 147

2011 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის  მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის  მინისტრის  2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში (სსმ III, 30.07.2010, №93, მუხ.1374) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 13 და 14 პუნქტების, 147 მუხლის 41 პუნქტის და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 1418 მუხლის მე-2 პუნქტის, 191 მუხლის მე-6 პუნქტის, 38-ე მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების შესაბამისად,“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1

აღსრულების საფასური, აგრეთვესააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა საფასური არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.“;

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე გადასახდელი საფასურის ოდენობაა აღსასრულებელი მოთხოვნის 7%, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე აღსრულების საფასურის ოდენობა არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის დადგენილი საფასურისა.“;

ბ.ბ) 21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) 200 ლარიდან 500 ლარამდე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის თანხის 10%, მაგრამ არანაკლებ 40 ლარისა;“;

ბ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული კრედიტორების, რომელთაც გააჩნიათ ფულადი მოთხოვნები, მოვალეების მიერ კანონით დადგენილ ვადებში მოთხოვნის სრულად შესრულებისას გადასახდელი საფასურის ოდენობა შეადგენს აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნის 2%-ს (არანაკლებ 50 ლარისა);“;

გ) მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საფასურის სახით გადახდილი თანხა კრედიტორს უბრუნდება ამოღებული მოთხოვნის პროპორციულად.

2. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე კრედიტორი სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანისას იხდის აღსასრულებელი მოთხოვნის 2%-ს (მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა).“;

დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4

1. კერძო აღმასრულებელი აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) მის მიერ დამოწმებულ ასლებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეაქვს ამ მომსახურებისათვის დადგენილი საფასური, რომლის ოდენობა შეადგენს განაცხადის წარდგენის დღისათვის მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის 1%-ს, მაგრამ არანაკლებ 200 ლარისა. სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების მასალები არ საჭიროებს დამოწმებას.

2. კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია, მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით საჯარო შეტყობინების აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კერძო აღმასრულებლისათვის აღნიშნული მომსახურების საფასურის ოდენობა შეადგენს 50 ლარს.

3. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის – აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ კერძო აღმასრულებელისათვის გაწეული მომსახურების საფასური შეადგენს:

ა) ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისას (შენობიდან გამოსახლება, ნივთის გადაცემა), სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების აღსრულებისას და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოვალის ქონების აღწერა-დაყადაღებისას გაწეული დახმარებისათვის – თვითმმართველი ქალაქების: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის ტერიტორიაზე – ორას ლარ, სხვა ტერიტორიაზე – სამას ლარ;

ბ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, ყველა სხვა სახის სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას გაწეული დახმარებისათვის – თვითმმართველი ქალაქების:  თბილისის, ბათუმის, ქუთაისის ტერიტორიაზე – ას ლარ, სხვა ტერიტორიაზე – ორას ლარ.“.

 მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კერძო აღმასრულებლისათვის აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ სააღსრულებო მოქმედებათა კატეგორიების მიხედვით გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის დადგენის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №117 ბრძანება.

 მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი