„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 876
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 01/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 070030000.22.027.017366
876
01/12/2022
ვებგვერდი, 01/12/2022
070030000.22.027.017366
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №876

2022 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით (სსმ III, 30.07.2010, №93, მუხ.1374) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2, მე-3 და 3პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კრედიტორი ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) მიერ აღსრულების საფასურის წინასწარ გადასახდელი ოდენობა, მიუხედავად აღსასრულებელი მოთხოვნისა, არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს.“.

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ან/და გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელების, ასევე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით/„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სააუქციონო მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება:

ა.ა) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა;

ა.ბ) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულებაა 100 001 ლარიდან 200 000 ლარის ჩათვლით – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა;

ა.გ) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულებაა 200 001 ლარიდან 500 000 ლარის ჩათვლით – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 25 000 ლარისა;

ა.დ) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება 500 000 ლარს – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 40 000 ლარისა;

ბ) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება რეაბილიტაციის საქმის წარმოება:

ბ.ა) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 6%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა და არაუმეტეს კრედიტორთა რეესტრში რეგისტრირებული კრედიტორთა მოთხოვნების ჯამური ღირებულების 3%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 5000 ლარზე;

ბ.ბ) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულებაა 100 001 ლარიდან 200 000 ლარის ჩათვლით – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 6%, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა და არაუმეტეს კრედიტორთა რეესტრში რეგისტრირებული კრედიტორთა მოთხოვნების ჯამური ღირებულების 3%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 10 000 ლარზე;

ბ.გ) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულებაა 200 001 ლარიდან 500 000 ლარის ჩათვლით – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 6%, მაგრამ არანაკლებ 25 000 ლარისა და არაუმეტეს კრედიტორთა რეესტრში რეგისტრირებული კრედიტორთა მოთხოვნების ჯამური ღირებულების 3%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 25 000 ლარზე;

ბ.დ) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულებაა 500 001 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 6%, მაგრამ არანაკლებ 50 000 ლარისა და არაუმეტეს კრედიტორთა რეესტრში რეგისტრირებული კრედიტორთა მოთხოვნების ჯამური ღირებულების 3%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 50 000 ლარზე;

ბ.ე) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულებაა 1 000 001 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 5%, მაგრამ არანაკლებ 150 000 ლარისა და არაუმეტეს კრედიტორთა რეესტრში რეგისტრირებული კრედიტორთა მოთხოვნების ჯამური ღირებულების 3%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 150 000 ლარზე;

ბ.ვ) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულებაა 5 000 001 ლარიდან 10 000 000 ლარის ჩათვლით – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 5%, მაგრამ არანაკლებ 250 000 ლარისა და არაუმეტეს კრედიტორთა რეესტრში რეგისტრირებული კრედიტორთა მოთხოვნების ჯამური ღირებულების 3%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 250 000 ლარზე;

ბ.ზ) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება 10 000 000 ლარს – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 4%, მაგრამ არანაკლებ 500 000 ლარისა და არაუმეტეს კრედიტორთა რეესტრში რეგისტრირებული კრედიტორთა მოთხოვნების ჯამური ღირებულების 3%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 500 000 ლარზე;

გ) თუ მეურვის ფუნქციის განხორციელებისას რეაბილიტაციის გეგმის განხორციელების შეუძლებლობის გამო შეწყდება რეაბილიტაციის საქმის წარმოება და მოვალის მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

დ) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში – 5000 ლარი;

ე) გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა და არაუმეტეს გაკოტრების მმართველის მიერ კრედიტორებისათვის გადასაცემი თანხის 7%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 5000 ლარზე;

ვ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით/„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით, განსაზღვრული წესით სააუქციონო მომსახურების გაწევისას – სამეურვეო ქონების/გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების საბაზრო ღირებულების 1%, მაგრამ არანაკლებ 200 ლარისა;

ზ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით/„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ქონების ნატურით გადაცემისას – ნატურით გადასაცემი ქონების საბაზრო ღირებულების 7%.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე