„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 79
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 17/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 070030000.22.027.016293
  • Word
79
17/05/2012
ვებგვერდი, 17/05/2012
070030000.22.027.016293
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №79

2012 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

 „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში (სსმ III, 30.07.2010, №93, მუხ.1374) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 13 და 14 პუნქტების, 147 მუხლის 41 პუნქტის და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 1418 მუხლის მე-2 პუნქტის, 191 მუხლის მე-6 პუნქტის, 38-ე მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების, 914 მუხლის მე-5 პუნქტის, 9110 მუხლის მე-2 პუნქტის, 9111 მუხლის პირველი პუნქტის, 9118 მუხლის მე-3 პუნქტის და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, “.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8

1. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირის მიმართვის საფუძველზე განხორციელებული შეფასების მომსახურების საფასური განისაზღვრება დანართი №1-ის შესაბამისად.

2. პერიოდების მიხედვით, შეფასების მომსახურების გაწევისას, მომსახურების საფასური ორმაგდება .“;

ბ) მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 მუხლები:

     „მუხლი 10

  ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების თაობაზე მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოებისას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობა შეადგენს:

 ა) აპლიკანტის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების წარდგენისას (სააპლიკაციო საფასური) – 100 ლარს თითოეული სამართლებრივი საფუძვლით წარდგენილ მოთხოვნაზე. წილობრივი ვალდებულების შემთხვევაში, თუ მოთხოვნა წარდგენილია ერთზე მეტი აპლიკანტის მიერ ან/და მიმართულია ერთზე მეტი რესპონდენტის წინააღმდეგ სააპლიკაციო საფასური შეადგენს 100 ლარს თითოეულ პირთან მიმართებაში;

 ბ) მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ქონებაზე ყადაღის დადებისათვის – 50 ლარს თითოეულ ქონებაზე;

 გ) რესპონდენტის მიერ დავალიანების ან დავალიანების ნაწილის დაფარვის დროს გამარტივებული წარმოების საფასურის გადახდისას – გადახდილი დავალიანების თანხის 2%-ს (არანაკლებ 50 ლარისა).

    მუხლი 11

1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ფაქტების კონსტატაციის მომსახურების საფასური შეადგენს:

ა) 100 ლარს – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სამუშაო საათებში გაწეულ მომსახურებაზე;

ბ) 150 ლარს – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ არასამუშაო საათებსა და უქმე დღეებში გაწეულ მომსახურებაზე.

2. აღსრულების ეროვნული ბიურო გადასცემს დაინტერესებულ მხარეს ფაქტების კონსტატაციის მასალებს მხოლოდ ფაქტების კონსტატაციის მომსახურების საფასურის გადახდის შემდგომ.“.

3. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №1

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირის მიმართვის საფუძველზე განხორციელებული შეფასების მომსახურების საფასური

სახეობა

ერთეული

ფასი (ლარებში)

შენიშვნა

1 

მიწის ნაკვეთი (სასოფლო-სამეურნეო) 1 ჰა-ის ჩათვლით

1

50

2

მიწის ნაკვეთი (სასოფლო-სამეურნეო) 1 ჰა-ზე მეტი 10 ჰა-მდე

1

100

ყოველ დამატებით 1 ჰა-ზე დამატებით 5 ლარი

3

მიწის ნაკვეთი (არასასოფლო-სამერნეო)

1

150

4

ბინა

1

150

5

კერძო სახლი

1

200

6

კომერციული და საოფისე დანიშნულების ფართები 200 კვ.-ის ჩათვლით

1

250

ყოველ დამატებით 100 კვ.-ზე 50 ლარი

7

საწარმო დანიშნულების შენობა-ნაგებობები 500 კვ.-ის ჩათვლით

1

500

ყოველ დამატებით 100 კვ.-ზე დამატებით 20 ლარი, არა უმეტეს 7 000 ლარისა

8

სარდაფი, სხვენი, ავტოფარეხი

1

95

9

საკანცელარიო საქონელი, ნაბეჭდი პროდუქცია, ელექტროტექნიკური საქონელი, საყოფაცხოვრებო საქონელი

100 ლარამდე – 15 ლარი, 100 ლარიდან 5 000 ლარის ჩათვლით – 40 ლარი, 5 000 ლარის ზევით 10 000 ლარის ჩათვლით – 100 ლარი, 10 000 ლარის ზევით – 300 ლარი

10

ავეჯი (ფურნიტურა, გარნიტურა)

11

სამეურნეო დანიშნულების (გარდა ქიმიური ნივთიერებებისა) საქონელი

12

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

13

საკვები პროდუქტები (რომლებიც შეფუთულია დადგენილი წესით და არ საჭიროებენ ლაბორატორიულ შემოწმებას)

14

პარფიუმერია, ჰიგიენური, საწმენდი და სარეცხი საშუალებები

15

საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტი, მათი ნაწილები და აქსესუარები

5000 ლარამდე – ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა, 5000-დან 100 000 ლარამდე – 200+5000 ლარის ზევით ღირებულების 2%, 100 000-დან 1 000 000 ლარის ჩათვლით – 2050+100 000 ლარის ზევით ღირებულების 1%, 1 000 000 ლარის ზევით – ღირებულების 0,8%

16

დაზგა-დანადგარები, მანქანა-დანადგარები

100 ლარამდე – 20 ლარი, 100 ლარიდან 5 000 ლარის ჩათვლით – 50 ლარი, 5 000 ლარის ზევით 10 000 ლარის ჩათვლით – 150 ლარი, 10 000 ლარის ზევით – 400 ლარი

17

ნავთობპროდუქტები და სხვა ქიმიური ნივთიერებები (საცალო გაყიდვისთვის დაფასოებული, რომლებიც არ საჭიროებენ ლაბორატორიულ შემოწმებას)

100 ლარამდე – 15 ლარი, 100 ლარიდან 5 000 ლარის ჩათვლით – 40 ლარი, 5 000 ლარის ზევით 10 000 ლარის ჩათვლით – 100 ლარი, 10 000 ლარის ზევით – 300 ლარი

18

შავი და ფერადი ლითონის ჯართი

1 ტონა 15 ლარი

19

ცხოველები და ფრინველები

საერთო ღრებულების 5%

20

სამშენელო მასალები, სამშენებლო კონსტრუქციები

5000 ლარამდე – ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა, 5000-დან 100 000 ლარამდე – 200+5000 ლარის ზევით ღირებულების 2%, 100 000-დან 1 000 000 ლარის ჩათვლით – 2050+100 000 ლარის ზევით ღირებულების 1%, 1 000 000 ლარის ზევით – ღირებულების 0,8%

21

თამბაქო და თამბაქოს ნაწარმი

100 ლარამდე – 15 ლარი, 100 ლარიდან 5 000 ლარის ჩათვლით – 40 ლარი, 5 000 ლარის ზევით 10 000 ლარის ჩათვლით – 100 ლარი, 10 000 ლარის ზევით – 300 ლარი 

22

ალკოჰოლური სასმელები

23

სხვა ან/და შერეული ქონება

5000 ლარამდე – ღირებულების 5%, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა, 5000-დან 100 000 ლარამდე – 400+5000 ლარის ზევით ღირებულების 2%, 100 000-დან 1 000 000 ლარის ჩათვლით – 2500+100 000 ლარის ზევით ღირებულების 1%, 1 000 000 ლარის ზევით – ღირებულების 0,8%

24

საწარმოში წილის შეფასება

1

300 + საწარმოს საკუთრებაში არსებული (არამატერიალური და მატერიალური) აქტივების შეფასების მომსახურების საფასურის შესაბამისად, არაუმეტეს 10 000 ლარისა

25

ლიცენზიები და ნებართვები

1

500

26

საიჯარო ქირა (უძრავი/მოძრავი ქონება)

1

200

27

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომსახურების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა

1

50

4. დანართი №2 ამოღებულ იქნეს.

 მუხლი 2

1. ამ ბრძანების ამოქმედებამდე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის შესაბამისად მიღებული საქმეები დასრულდეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესით.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი