„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 01/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110701022, 01/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 070030000.22.027.016151
  • Word
82
01/07/2011
ვებგვერდი, 110701022, 01/07/2011
070030000.22.027.016151
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 82

2011 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შსახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის 144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

 ვბრძანებ:

    მუხლი 1

 „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში (სსმ III, 30.07.2010, №93, მუხ.1374) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 13 და 14 პუნქტების, 147 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 191 მუხლის მე-6 პუნქტის, 38-ე მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების შესაბამისად,“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-2 მუხლის 21 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21.აღსრულების საქმეზე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის აღსრულების საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) 100 ლარამდე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის თანხის 25%, მაგრამ არანაკლებ 20 ლარისა;

ბ) 100 ლარიდან 200 ლარამდე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის თანხის 20%, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა;

გ) 200 ლარიდან 500 ლარამდე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის თანხის 15%, მაგრამ არანაკლებ 40 ლარისა;

დ) 500 ლარი ან 500 ლარზე მეტი სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა.

3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი (გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – შემოსავლების სამსახურის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სასარგებლოდ გადასახდელი თანხების, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების საფასური წინასწარ არ გადაიხდევინება. ამ გადაწყვეტილებების აღსრულების საფასურის ოდენობაა აღსასრულებელი მოთხოვნის 7%. საფასურის გადახდა მოვალეს აღსრულების დაწყებისთანავე ეკისრება.”;

ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ან/და გადაცემის ან გამოსახლებისას, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟისას და მშენებარე შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟისას აღსრულების საფასურის ოდენობაა ნივთის საბაზრო ღირებულების 1%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ კატეგორიის საქმეებზე კრედიტორი აღსრულების საფასურს წინასწარ იხდის ნივთის საბაზრო ღირებულების შესახებ კომპეტენტური პირის ან ორგანოს დასკვნის შესაბამისად (გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, როდესაც სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან ქონების გამოთხოვის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის და უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე არსებული წარმოების საქმეებზე აღსრულების ეროვნული ბიურო არ დაეყრდნობა ქონების წარმოდგენილ შეფასებას და თავად შეაფასებს მას). კრედიტორი უფლებამოსილია მის მიერ გადახდილი აღსრულების საფასურისა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება მოითხოვოს მოვალისაგან სასამართლო წესით.“;

ბ.ბ) მე-6 მუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4

კერძო აღმასრულებელი აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) მის მიერ დამოწმებულ ასლებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეაქვს ამ მომსახურებისათვის დადგენილი საფასური, რომლის ოდენობა შეადგენს განაცხადის წარდგენის დღისათვის მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის 1%-ს, მაგრამ არანაკლებ 200 ლარისა. სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით წარმოდგენის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების მასალები არ საჭიროებს დამოწმებას.“;

დ) მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის მე-8 და მე-9 მუხლები:

    „მუხლი 8

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირის მიმართვის საფუძველზე განხორციელებული ქონების შეფასების (საბაზრო ღირებულების განსაზღვრის) მომსახურების საფასური განისაზღვრება დანართი №1-ისა და დანართი №2-ის შესაბამისად.

    მუხლი 9

1. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ან/და გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელების, ასევე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სააუქციონო მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%-ს, მაგრამ არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ლარისა;

ბ) გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%-ს, მაგრამ არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ლარისა;

გ) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში 5 000 (ხუთი ათასი) ლარი;

დ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სააუქციონო მომსახურების გაწევისას სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 1%-ს, მაგრამ არანაკლებ 200 (ორასი) ლარისა;

2. იმ შემთხვევაში, თუ ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სასამართლოს სადეპოზიტო ანარიშზე შეტანილი თანხა ნაკლებია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის ოდენობაზე, სხვაობის გადახდა არ ხდება.“.

    მუხლი 2

ბრძანებას დაემატოს დანართი №1 და დანართი №2 თანდართული რედაქციით.

    მუხლი 3

ამ ბრძანების ამოქმედებამდე გამოცხადებულ აუქციონებზე საფასურები განისაზღვროს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესით.

    მუხლი 4

1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-9 მუხლისა, ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-9 მუხლი ამოქმედდეს 2011 წლის 1 აგვისტოდან.

 ზ. ადეიშვილი

დანართი №1

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირის მიმართვის საფუძველზე განხორციელებული უძრავი ქონების შეფასების (საბაზრო ღირებულების განსაზღვრის) მომსახურების საფასური

 

სახეობა

ერთეული

ფასი (ლარებში)

შენიშვნა

უძრავი ქონება

 

 

 

მიწის ნაკვეთი (სასოფლო-სამეურნეო) 1 ჰა-ის ჩათვლით

1

50

 

მიწის ნაკვეთი (სასოფლო-სამეურნეო) 1 ჰა-ზე მეტი 10 ჰა-მდე

1

100

ყოველ დამატებით 1 ჰა-ზე დამატებით 10 ლარი

მიწის ნაკვეთი (არასასოფლო სამეურნეო)

1

100

 

ბინა

1

150

 

კერძო სახლი

1

250

 

კომერციული და საოფისე დანიშნულების ფართები 200 კვ.-ის ჩათვლით

1

200

ყოველ დამატებით 100კვ.-ზე 50 ლარი

საწარმოდანიშნულების 500 კვ.-ის ჩათვლით შენობა-ნაგებობები

1

500

501 კვმ-დან ზემოთ ყოველ 100 კვ.მ-ზე დამატებით 20 ლარი

 

დანართი №2

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირის მიმართვის საფუძველზე განხორციელებული მოძრავი ქონების შეფასების (საბაზრო ღირებულების განსაზღვრის) მომსახურების საფასური

სახეობა

ფასი

მოძრავი ქონება

 

საოფისე ტექნიკა და ინვენტარი (ფანქრები, მარკერები, საქაღალდეები, სტეპლერები, ქსეროქსები, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა)

 400 ლარის ჩათვლით - 20 ლარი, 401 ლარიდან - 5000 ლარის ჩათვლით საერთო ღირებულების 5%, 5001 ლარიდან ზევით საერთო ღირებულების- 2% არანაკლებ 250 ლარისა

ავეჯი (ფურნიტურა, დეკორატიული ნივთები)

დანადგარები

საამშენებლო (საამშენებლო მასალები, საამშენებლო კონსტრუქციები, საამშენებლო ტექნიკა, ელექტრო ტექნიკური საქონელი, სამეურნეო საქონელი)

საოჯახო ტექნიკა და ნივთები (აუდიო ვიდეო ტექნიკა, ელექტრო ტექნიკა, სამზარეულო ინვენტარი)

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

ჯართი

1 ტონა 10 ლარი

იარაღი

1 ერთეული - 30 ლარი

ცხოველები

საერთო ღირებულების 5%

ფრინველები

საერთო ღირებულების 5%

ბიზნეს წილები

300 ლარი

არამატერიალური აქტივები (ლიცენზიები და ნებართვები)

500 ლარი

სხვა

საერთო ღირებულების -5%