„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 95
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 26/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110726007, 26/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 070030000.22.027.016162
  • Word
95
26/07/2011
ვებგვერდი, 110726007, 26/07/2011
070030000.22.027.016162
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 95

2011 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში (სსმ III, 30.07.2010, №93, მუხ.1374) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ:

1. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე კრედიტორი სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში შეტანისას იხდის აღსასრულებელი მოთხოვნის 2%-ს (მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა).”.

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირის მიმართვის საფუძველზე განხორციელებული მოძრავი ქონების შეფასების (საბაზრო ღირებულების განსაზღვრის) მომსახურების საფასური

სახეობა

ფასი

მოძრავი ქონება

საოფისე ტექნიკა და ინვენტარი (ფანქრები, მარკერები, საქაღალდეები, სტეპლერები, ქსეროქსები, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა).

 100 ლარამდე – 15 ლარი, 100 ლარიდან 10 000 ლარის ჩათვლით – 40 ლარი, 10 000 ლარის ზევით – 200 ლარი

ავეჯი (ფურნიტურა, დეკორატიული ნივთები)

დანადგარები

სამშენებლო მასალები, სამშენებლო კონსტრუქციები, სამშენებლო ტექნიკა, ელექტროტექნიკური საქონელი, სამეურნეო საქონელი

საოჯახო ტექნიკა და ნივთები (აუდიო-, ვიდეოტექნიკა, ელექტრო-ტექნიკა, სამზარეულო ინვენტარი)

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

ჯართი

1 ტონა – 15 ლარი

იარაღი

1 ერთეული – 40 ლარი

ცხოველები და ფრინველები

საერთო ღირებულების 5%

ბიზნესწილები

400 ლარი

არამატერიალური აქტივები (ლიცენზიები და ნებართვები)

500 ლარი

სხვა (შერეული)

5000 ლარამდეღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა,
5000-დან
100 000 ლარამდე – 200+5000 ლარის ზევით ღირებულების 2%,
100 000-დან
1 000 000 ლარის ჩათვლით – 2050+100 000 ლარის ზევით ღირებულების 1%,
1 000 000 ლარის
ზევით ღირებულების 0,8%

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი