„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის № 144 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაოაბაზე

  • Word
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის № 144 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაოაბაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 17/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 170111, 17/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 070030000.22.027.016081
  • Word
10
17/01/2011
ვებგვერდი, 170111, 17/01/2011
070030000.22.027.016081
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის № 144 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაოაბაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 10

2011 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის № 144 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით (სსმ III, 30.07.2010, №93, მუხ.1374) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე გადასახდელი საფასურის ოდენობაა აღსასრულებელი მოთხოვნის 7% (არანაკლებ 50 ლარისა, თუ აღსასრულებელი მოთხოვნა არ აღემატება 50 ლარს), გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის ან/და საურავის აღსრულების საქმეებზე აღსრულების საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) 100 ლარამდე ოდენობის ჯარიმის/საურავის შემთხვევაში ჯარიმის/საურავის თანხის 25%, მაგრამ არანაკლებ 20 ლარისა;

ბ) 100-დან - 200 ლარამდე ოდენობის ჯარიმის/საურავის შემთხვევაში ჯარიმის/საურავის თანხის 20%, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა;

გ) 200-დან - 500 ლარამდე ჯარიმის/საურავის შემთხვევაში ჯარიმის/საურავის თანხის 15%, მაგრამ არანაკლებ 40 ლარისა;

დ) 500 ლარის და მეტი ჯარიმის/საურავის შემთხვევაში ჯარიმის/საურავის თანხის 7 %, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

5. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ კრედიტორი გამოიყენებს ამავე მუხლის 12 პუნქტით მინიჭებულ უფლებას, იგი ყოველწლიურად იხდის სააღსრულებო წარმოების საქმის გაგრძელებისათვის საფასურს 200 ლარის ოდენობით.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საფასურის სახით გადახდილი თანხა კრედიტორს უბრუნდება ამოღებული მოთხოვნის პროპორციულად. საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს კრედიტორი წარუდგენს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რაც იძულებითი აღსრულების დაწყების საფუძველია.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) აღსასრულებელი მოთხოვნის 2%-ს (მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა, თუ აღსასრულებელი მოთხოვნა არ აღემატება 50 ლარს) – თუ აღსასრულებელი მოთხოვნა ნაკლებია 50 000 ლარზე;“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ან/და გადაცემის ან გამოსახლებისას, აღსრულების საფასურის ოდენობაა ნივთის საბაზრო ღირებულების 1%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ კატეგორიის საქმეებზე კრედიტორი აღსრულების საფასურს წინასწარ იხდის მის მიერ სააღსრულებო დოკუმენტთან ერთად წარმოდგენილი ნივთის საბაზრო ღირებულების შესახებ კომპეტენტურ პირის ან ორგანოს დასკვნის შესაბამისად. კრედიტორი უფლებამოსილია მის მიერ გადახდილი აღსრულების საფასურისა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება მოითხოვოს მოვალისაგან სასამართლო წესით.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულებისათვის რეგისტრაციას დაქვემდებარებულ თითოეულ ნივთზე და სხვა კატეგორიის საქმეებზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენისას კრედიტორი იხდის აღსრულების საფასურს 100 ლარის ოდენობით.“.

3. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

     „მუხლი 4

კერძო აღმასრულებელი სარეალიზაციო ქონების მდებარეობის (სარეალიზაციო ქონების სხვადასხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში – ერთ-ერთის მდებარეობის) მიხედვით სააღსრულებო ბიუროს მიმართავს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) მის მიერ დამოწმებულ ასლებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეაქვს ამ მომსახურებისათვის დადგენილი საფასური, რომლის ოდენობა შეადგენს განაცხადის წარდგენის დღისათვის მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის 1%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით წარმოდგენის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების მასალები არ საჭიროებს დამოწმებას.

    მუხლი 5

აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო ბიუროს საამისოდ უფლებამოსილი პირები რეესტრის მონაცემების საფუძველზე უზრუნველყოფენ შესაბამისი ცნობებისა და ამონაწერების გაცემას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. რეესტრიდან შესაბამისი ცნობა და ამონაწერი გაიცემა დაინტერესებული პირის განცხადებისა და დადგენილი საფასურის წინასწარ გადახდის საფუძველზე, რომლის ოდენობა შეადგენს 10 ლარს.“.

4. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი