დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 14 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 12/02/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 070030000.22.027.016521 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში (სსმ III, 30.07.2010, №93, მუხ.1374) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ან/და გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელების, ასევე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სააუქციონო მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება: ა.ა) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა; ა.ბ) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულებაა 100 001 ლარიდან 200 000 ლარის ჩათვლით – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა; ა.გ) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულებაა 200 001 ლარიდან 500 000 ლარის ჩათვლით – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 25 000 ლარისა; ა.დ) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება 500 000 ლარს – გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი, მათ შორის, ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 40 000 ლარისა; ბ) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას, თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება რეაბილიტაციის საქმის წარმოება: ბ.ა) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 6%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა და არაუმეტეს კრედიტორთა რეესტრში რეგისტრირებული კრედიტორთა მოთხოვნების ჯამური ღირებულების 3%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 5000 ლარზე; ბ.ბ) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულებაა 100 001 ლარიდან 200 000 ლარის ჩათვლით – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 6%, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა და არაუმეტეს კრედიტორთა რეესტრში რეგისტრირებული კრედიტორთა მოთხოვნების ჯამური ღირებულების 3%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 10 000 ლარზე; ბ.გ) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულებაა 200 001 ლარიდან 500 000 ლარის ჩათვლით – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 6%, მაგრამ არანაკლებ 25 000 ლარისა და არაუმეტეს კრედიტორთა რეესტრში რეგისტრირებული კრედიტორთა მოთხოვნების ჯამური ღირებულების 3%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 25 000 ლარზე; ბ.დ) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულებაა 500 001 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 6%, მაგრამ არანაკლებ 50 000 ლარისა და არაუმეტეს კრედიტორთა რეესტრში რეგისტრირებული კრედიტორთა მოთხოვნების ჯამური ღირებულების 3%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 50 000 ლარზე; ბ.ე) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულებაა 1 000 001 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 5%, მაგრამ არანაკლებ 150 000 ლარისა და არაუმეტეს კრედიტორთა რეესტრში რეგისტრირებული კრედიტორთა მოთხოვნების ჯამური ღირებულების 3%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 150 000 ლარზე; ბ.ვ) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულებაა 5 000 001 ლარიდან 10 000 000 ლარის ჩათვლით – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 5%, მაგრამ არანაკლებ 250 000 ლარისა და არაუმეტეს კრედიტორთა რეესტრში რეგისტრირებული კრედიტორთა მოთხოვნების ჯამური ღირებულების 3%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 250 000 ლარზე; ბ.ზ) თუ სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება 10 000 000 ლარს – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 4%, მაგრამ არანაკლებ 500 000 ლარისა და არაუმეტეს კრედიტორთა რეესტრში რეგისტრირებული კრედიტორთა მოთხოვნების ჯამური ღირებულების 3%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 500 000 ლარზე; გ) თუ მეურვის ფუნქციის განხორციელებისას რეაბილიტაციის გეგმის განხორციელების შეუძლებლობის გამო შეწყდება რეაბილიტაციის საქმის წარმოება და მოვალის მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად; დ) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში – 5000 ლარი; ე) გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა და არაუმეტეს გაკოტრების მმართველის მიერ კრედიტორებისათვის გადასაცემი თანხის 7%-ისა, თუ აღნიშნული თანხა არ არის ნაკლები 5000 ლარზე; ვ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სააუქციონო მომსახურების გაწევისას – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 1%, მაგრამ არანაკლებ 200 ლარისა; ზ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ქონების ნატურით გადაცემისას – ნატურით გადასაცემი ქონების საბაზრო ღირებულების 7%.“.
|
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები