„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 29/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 070030000.22.027.016514
8
29/01/2014
ვებგვერდი, 29/01/2014
070030000.22.027.016514
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №8

2014 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში (სსმ III, 30.07.2010, №93, მუხ.1374) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 13 და 14 პუნქტების, 147 მუხლის 41 პუნქტის და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 1418 მუხლის მე-2 პუნქტის, 191 მუხლის მე-6 პუნქტის, 38-ე მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების, 632 მუხლის პირველი პუნქტის, 79-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 914 მუხლის მე-5 პუნქტის, 9110 მუხლის მე-2 პუნქტის, 9111 მუხლის პირველი პუნქტის, 9118 მუხლის მე-3 პუნქტის და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესი“;

ბ) მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

,,მუხლი 31

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 632 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წინმსწრები სააუქციონო მომსახურების საფასური  შეადგენს 100 ლარს.“;

გ) მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

,,მუხლი 91

1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მმართველის ფუნქციის შესრულებისათვის საზღაურის ოდენობა შეადგენს ამოღებული თანხის 7%-ს.

2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-4 პუნქტით და 82-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ზედამხედველის ფუნქციის შესრულებისათვის საზღაურის ოდენობა შეადგენს ამოღებული თანხის 2%-ს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი