„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 156
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 23/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 103, 24/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 007003000.22.027.015016
  • Word
156
23/08/2010
სსმ, 103, 24/08/2010
007003000.22.027.015016
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.015.016

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 156

2010 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის  30 ივლისის №144 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.   

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით (სსმ III, 30.07.2010, №93, მუხ.1374) დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:

     „მუხლი 7. იმ კატეგორიის საქმეებზე, რომლებიცსააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზესაქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის 221 ბრძანების 154 მუხლის თანახმად აღსასრულებლად მიიღო აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, აღსრულების საფასური განისაზღვრება:

ა)  აღსასრულებელი მოთხოვნის 7%-ის ოდენობით;

ბ)  ნივთის ნატურით გადაცემისას აღსრულების საფასური განისაზღვროს ნივთის ღირებულების 2%-ის ოდენობით;

გ) კერძო აღმასრულებლისთვის საზღაურის სახით წინასწარ გადახდილი თანხა, კრედიტორს დაუბრუნდეს ამოღებული თანხის (მოთხოვნის) პროპორციულად.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი