საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • Word
საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 15/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 20/01/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.22.027.014.094
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
4
15/01/2010
სსმ, 6, 20/01/2010
040.150.000.22.027.014.094
საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/01/2010 - 16/02/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.22.027.014.094

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №4

2010 წლის 15 იანვარი

�ქ. თბილისი

საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

�საჯარო რეესტრის შესახებ� საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს �საჯარო რეესტრის შესახებ� თანდართული ინსტრუქცია.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს �უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ� ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

საჯარო რეესტრის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

��� მუხლი 1. ინსტრუქციის რეგულირების სფერო

ინსტრუქცია განსაზღვრავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში � სააგენტოს) მიერ საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის წესებსა და პირობებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს.

��� მუხლი 2. ინსტრუქციის მიზანი

ინსტრუქციის მიზანია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის ფორმალური და პროცედურული საკითხების განსაზღვრა, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის, საჯარო ინფორმაციისა და საკადასტრო მონაცემების შემცველი დოკუმენტების შინაარსის, ფორმებისა და ტექნიკური პირობების დადგენა, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ადმინისტრაციული წარმოებებისა და ინფორმაციის გაცემის რეგულირება.

��� მუხლი 3. ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია

1. სარეგისტრაციო სამსახურების ტერიტორიული კომპეტენცია განისაზღვრება სარეგისტრაციო ზონების შესაბამისად, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.

2. თუ უძრავი ნივთი განლაგებულია რამდენიმე სარეგისტრაციო ზონის ფარგლებში, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს დაინტერესებული პირის მიერ შერჩეული ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური.

3. სააგენტო უფლებამოსილია მისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღოს საამოსოდ უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის შესაბამისი თანამდებობის პირის მეშვეობით.

4. სააგენტოს მიერ ავტორიზებული პირების კომპეტენცია და სამოქმედო არეალი განისაზღვრება შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.

5. მოძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია ხორციელდება დაინტერესებული პირის მიერ შერჩეული ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის ან შესაბამისი ავტორიზებული პირის მიერ.

6. ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების უფლებრივ კომპეტენციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

��� მუხლი 4. მომსახურების საფასურის გადახდის წესი

1. პირის მიერ სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული რამდენიმე მომსახურების ერთდროულად მოთხოვნისას მომსახურების საფასური შესაძლებელია გადახდილ იქნეს ერთიანად.

2. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური შესაძლებელია გადახდილ იქნეს ნებისმიერი პირის მიერ, მიუხედავად იმისა, წარმოადგენს თუ არა ეს პირი �საჯარო რეესტრის შესახებ� საქართველოს კანონით განსაზღვრულ დაინტერესებულ პირს.

3. თუ სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს/პირის შესაბამისი აქტით სააგენტოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ევალება სააგენტოს კომპეტენციას დაქვემდებარებული მომსახურების გაწევა, მომსახურება წარმოებს საფასურის გადახდის გარეშე.

თავი II. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

��� მუხლი 5. ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესი

1. მარეგისტრირებელი ორგანო, ინფორმაციის გაცემის მოთხოვნისას, დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს დამატებითი ინფორმაციისა თუ დოკუმენტის წარდგენის 30-დღიან ვადას, თუ:

ა) ვერ ირკვევა მოთხოვნის შინაარსი ან ვერ ხდება მოთხოვნილი ინფორმაციის იდენტიფიკაცია;

ბ) განცხადებას არ ერთვის ამ ინსტრუქციითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია;

გ) არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევა.

�2. ინფორმაციის გაცემის მოთხოვნისას, დაინტერესებული პირის მიერ დამატებითი ინფორმაციისა თუ დოკუმენტის წარდგენის ვადის განსაზღვრის შემთხვევაში, განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. განცხადების განხილვის ვადის დინების შეჩერების საფუძველს ასევე წარმოადგენს სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი პირის/ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ვადის დინება განახლდება მხოლოდ მოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტის წარდგენის ან/და განცხადების ვადის დინების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში.

3. დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტის განხილვის ვადის დინების შეჩერების დროის განმავლობაში მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოუდგენლობისას, განცხადება დარჩება განუხილველი.

4. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები განისაზღვრება ამ ინსტრუქციით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის და განცხადების განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მომსახურებისათვის გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება.

6. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის, დამატებითი ინფორმაციისა თუ დოკუმენტის წარდგენის ვადის განსაზღვრის, განცხადების განხილვის ვადის დინების განახლების და ინფორმაციის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემს შესაბამის გადაწყვეტილებას.

7. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის, დამატებითი ინფორმაციისა თუ დოკუმენტის წარდგენის ვადის განსაზღვრის, განცხადების განხილვის ვადის დინების განახლების და ინფორმაციის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

��� მუხლი 6. დოკუმენტაციისა და მათი ასლის გაცემა

1. სააგენტო მასთან დაცული დოკუმენტაციის ქაღალდის მატარებელის მეშვეობით გაცემული ასლის დამოწმებისას ადასტურებს ასლის დედანთან იგივეობას.

2. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს როგორც ქაღალდის მატარებელზე, ასევე ელექტრონული და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

3. ელექტრონული სახით დოკუმენტი გაიცემა სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის � www.napr.gov.ge შესაბამისი ბმულების მეშვეობით და მისი ამონაბეჭდის მიმართ ასლის დედანთან სისწორის დამოწმებისათვის დადგენილი წესები არ გამოიყენება. ამ ამონაბეჭდს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც თავად ელექტრუნული სახით გამოცემულ დოკუმენტს.

��� მუხლი 7. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

1. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან გაიცემა ნებისმიერ პირზე და მზადდება უფლების (გარდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკისა) რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად, რეგისტრირებული მონაცემის არსებობის შემთხვევაში კი შესაბამისი მოთხოვნისას.

2. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უნდა შეიცავდეს:

ა) ინფორმაციას რეგისტრირებული უფლებების, ვალდებულებებისა და შეზღუდვების, მათი სუბიექტებისა და ობიექტების, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მათი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ;

ბ) ინფორმაციას განცხადების რეგისტრაციისა და ამონაწერის მომზადების თარიღების, რეგისტრირებული უფლებებისა და ვალდებულებების რეგისტრაციის თარიღისა და სარეგისტრაციო ნომრების შესახებ;

გ) ინფორმაციას რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის, მისი რეგისტრაციის თარიღისა და ფარგლების, ამ შეზღუდვის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტებისა და მისი გამომცემი ორგანოს შესახებ.

3. ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან უნდა ასახავდეს მხოლოდ ერთ სარეგისტრაციო ობიექტზე რეგისტრირებულ მონაცემებს. უძრავი ნივთის შემთხვევაში, ერთეულ სარეგისტრაციო ობიექტად მიიჩნევა მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის ერთეული, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულია დამოუკიდებელი უფლების ობიექტად. ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.

4. ამონაწერი შესაძლებელია გაიცეს მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განლაგებულია რამდენიმე დამოუკიდებელი უფლების ობიექტი. ასეთ შემთხვევაში, ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან უნდა ასახავდეს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის საიდენტიფიკაციო მონაცემების, ფართობის, მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების საკუთრების ფორმის, უფლებრივი დატვირთვისა და საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (გარდა დამოუკიდებელი უფლების ობიექტების უფლებრივი დატვირთვიდან გამომდინარე დატვირთვისა და საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა) შესახებ.

5. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მოქმედების ვადა განუსაზღვრელია.

6. მოძრავ ნივთზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამონაწერის სხვა რეკვიზიტები შესაძლებელია განისაზღვროს სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

��� მუხლი 8. საკადასტრო კოდი, საკადასტრო გეგმა და საკადასტრო რუკა

1. საკადასტრო კოდი არის უძრავი ნივთის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც ენიჭება უძრავ ნივთს მასზე საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციასთან ერთად. საკადასტრო კოდის ფორმირების წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. საკადასტრო გეგმა და საკადასტრო რუკა გაიცემა საჯარო რეესტრის მონაცემთა ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის მიწის ნაკვეთის და ნაგებობების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.

3. საკადასტრო გეგმა არის მიწის ნაკვეთის საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, მისი ფართობის, კონფიგურაციის, დანიშნულების, საკოორდინატო ბადის, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობებისა (მათ შორის, მშენებარე) და მათი სართულიანობის, ასევე ამ მიწის ნაკვეთზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელთა საკადასტრო მონაცემებიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა).

4. ხაზობრივი ნაგებობების საკადასტრო გეგმა არის ნაგებობების საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, მისი ფართობის ან სიგრძის, კონფიგურაციის, დანიშნულების, საკოორდინატო ბადის, წერტილოვანი ობიექტის, ასევე ამ ნაგებობაზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელთა საკადასტრო მონაცემებიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

5. საკადასტრო რუკა არის დოკუმენტი, რომელიც ასახავს კონკრეტული ტერიტორიის საკადასტრო მონაცემებს, ინფორმაციას ამ ტერიტორიაზე უფლებარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების, ნაგებობების, მათი საკოორდინატო ბადისა და საკადასტრო კოდის შესახებ, ასევე ამ მიწის ნაკვეთსა და ნაგებობებზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელთა საკადასტრო მონაცემებიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

6. საკადასტრო გეგმასა და რუკაზე მონაცემები შეიძლება დატანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

7. საკადასტრო გეგმა არ გაიცემა, თუ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები დაუზუსტებელია. რეგისტრაციის მიზნებისთვის, უძრავი ნივთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემები ნიშნავს ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილ, საჯარო რეესტრში დაცულ საკადასტრო ინფორმაციას. სხვა შემთხვევაში უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები მიიჩნევა დაუზუსტებლად.

��� მუხლი 9. ცნობა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის შესახებ

1. ცნობა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის შესახებ გაიცემა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეესტრის მონაცემთა ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.

2. საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შესახებ ცნობა გაიცემა ნებისმიერ პირზე.

��� მუხლი 10. ინფორმაციის გაცემა ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან

1. თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით მიწის ნაკვეთის ნაწილზე აღრიცხულია უფლება, ხოლო ნაწილი აღრიცხულია როგორც თვითნებურად დაკავებული, სააღრიცხვო გეგმა უნდა გაიცეს მიწის ნაკვეთის უფლებააღრიცხული და თვითნებურად დაკავებული ნაწილების ფართობებისა და საზღვრების მითითებით. თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით დგინდება მიწის ნაკვეთის ნაწილების ფართობები და საზღვრები, მაშინ ინფორმაციის გაცემაზე უფლებამოსილი პირი ეყრდნობა ამ მონაცემებს, ხოლო, თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით კონკრეტულად არ დგინდება მიწის ნაკვეთის ნაწილების ფართობები და საზღვრები, მაშინ უფლებამოსილი პირი მიწის ნაკვეთის ნაწილების ფართობებს და საზღვრებს ადგენს აღნიშნული ნაწილების შეერთების წერტილების მიხედვით. ეს წესი არ მოქმედებს, თუ შენობა-ნაგებობა განლაგებულია მიწის ნაკვეთის ორივე ნაწილზე.

2. თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით უძრავ ნივთზე არ არის აღრიცხული სახელმწიფოს ან სხვა პირის საკუთრების უფლება, უფლებამოსილი პირი ვალდებულია ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან უძრავ ნივთზე ინფორმაციის ან ცნობა-დახასიათების გაცემისას მიუთითოს, რომ უძრავ ნივთზე უფლება არ არის აღრიცხული.

3. თუ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს სააღრიცხვო ბარათში ინახება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები სათანადო წესით დამოწმების გარეშე, უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ამ დოკუმენტის დამოწმებული ასლი, ცნობა-დახასიათება ან სხვა შესაბამისი დოკუმენტი და მათზე გააკეთოს სათანადო ჩანაწერი ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს სააღრიცხვო ბარათში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების დაუმოწმებელი ასლის სახით არსებობის თაობაზე.

4. თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში ერთ უძრავ ნივთზე მოცემულია რამდენიმე სააღრიცხვო გეგმა და მათზე არსებული მონაცემები ერთმანეთს არ შეესაბამება, უფლებამოსილი პირის მიერ უნდა გაიცეს ის სააღრიცხვო გეგმა, რომელიც შეესაბამება ამ უძრავ ნივთზე არქივში დაცულ ბოლო მდგომარეობას.

5. თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათზე დატანილ თანამესაკუთრეთა სიაში არ არის მითითებული უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული რომელიმე თანამესაკუთრე/თანამესაკუთრეები, ასეთ შემთხვევაში ცნობა-დახასიათება ან სხვა შესაბამისი დოკუმენტი უფლებამოსილი პირის მიერ უნდა გაიცეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით დადგენილი ბოლო უფლებრივი მდგომარეობის შესაბამისად.

6. თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათზე უფლება არ არის აღრიცხული, მაგრამ სააღრიცხვო ბარათში ინახება უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, მაშინ ტექნიკური აღრიცხვის არქივი ინფორმაციას (ცნობა-დახასიათება, სააღრიცხვო გეგმა და სხვა) გასცემს სააღრიცხვო ბარათში დაცული შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით.

7. თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივში არსებული მონაცემებით უძრავ ნივთზე აღრიცხული სარგებლობის უფლება ძალადაკარგულია, მაშინ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ ინფორმაციის (ცნობა-დახასიათება, სააღრიცხვო გეგმა და სხვა) გაცემისას აღნიშნული უფლება არ მიეთითება.

თავი III. რეგისტრაცია

��� მუხლი 11. სარეგისტრაციო წარმოების მხარეები

სარეგისტრაციო წარმოების მხარეებს წარმოადგენენ დაინტერესებული პირი და შესაბამისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური.

��� მუხლი 12. განცხადებისა და დოკუმენტების წარდგენა

1. სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია სააგენტოში შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახურისათვის ან ავტორიზებული პირისათვის მიმართვით, პირადად, ელექტრონულად ან ფოსტის მეშვეობით. განცხადების ფოსტის მეშვეობით წარდგენისას განცხადებაზე ხელმოწერა დამოწმებულ უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია, რომელზე გადაწყვეტილების მიღებაც წარმოადგენს სხვა ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის ან სააგენტოს ცენტრალური აპარატის კომპეტენციას, არა უგვიანეს სამი სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაეგზავნოს შესაბამის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურს. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც დაინტერესებული პირის მიერ გადახდილია დოკუმენტაციის დაჩქარებული წესით გადაგზავნისათვის დადგენილი მომსახურების საფასური. სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება შესაბამისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღებისთანავე.

3. უკვე წარმოდგენილ განცხადებაზე დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტის დართვისას ახალი განცხადება არ მოითხოვება, ხოლო უფლებამოსილი პირის მიერ დაუყოვნებლივ გაიცემა მიღების ბარათი, რომელიც ადასტურებს დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენის ფაქტს.

��� მუხლი 13. განცხადების რეგისტრაცია, პირობითი განცხადება

1. მარეგისტრირებელი ორგანო განცხადების წარმოდგენას ადასტურებს ელექტრონული ან ქაღალდის ვერსიის განცხადების რეგისტრაციის წიგნში რეგისტრაციითა და მასზე სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებით.

2. უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს რეგისტრაციაში წარმოდგენილი განცხადება და გასცეს განცხადების მიღების ბარათი, რომელიც ადასტურებს განცხადების წარმოდგენის ფაქტს.

3. ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტები არ წარმოადგენს განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველს, იგი შესაძლებელია გახდეს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.

4. თუ სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ რომელიმე საკითხზე განცხადებების წარდგენა და შესა-ბამისი მომსახურება წარმოებს ელექტრონული პროგრამის საშუალებით, ხოლო მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადება წარმოდგენილია ფოსტის ან კანცელარიის მეშვეობით, ან არსებობს მარეგისტრირებელი ორგანოსათვის კანონმდებლობით, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტით დაკისრებული ვალდებულება � მიიღოს გადაწყვეტილება, უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში დაარეგისტრიროს პირობითი განცხადება.

5. პირობითი განცხადებაში სრულად უნდა აისახოს კანონმდებლობით განცხადებისთვის დადგენილი აუცილებელი ინფორმაცია.

��� მუხლი 14. რეგისტრაციის დამატებითი პირობები

1. რეგისტრაციის მიზნებისთვის მიწის ნაკვეთი არის გეომეტრიული ერთიანობის მქონე ტერიტორია (დაზუსტებული ან დაუზუსტებელი), რომელიც მოქცეულია საჯარო რეეტრში რეგისტრირებულ ერთიან უფლებრივ სივრცეში ან არსებობს მასზე უფლების ამგვარად რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება. მიწის ნაკვეთზე უფლება ვრცელდება ასევე მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა არ არის გათვალისწინებული.

2. მიწის ნაკვეთზე მისი არსებითი შემადგენელი ნაწილების (შენობა-ნაგებობის) არსებობა დგინდება საკადასტრო აზომვითი ნახაზით. რეგისტრაციის მიზნებისთვის უძრავ ნივთად (მის არსებით შემადგენელ ნაწილებად) არ მიიჩნევა წიაღისეული, მცენარეები, მცირე არქიტექტურული ფორმები, დროებითი, არაკაპიტალური ან/და ისეთი ხაზობრივი ნაგებობები/ობიექტები, რომლებზეც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაიცემა მშენებლობის ნებართვა.

3. თუ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულია მასზე მყარად არსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების გარეშე, მაშინ ამ შენობა-ნაგებობაზე მიწის მესაკუთრის საკუთრების უფლება მოთხოვნის შემთხვევაში რეგისტრირდება, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ დგინდება. აღნიშნული არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც რეგისტრირებულ მონაცემებში შენობა-ნაგებობა მითითებულია, როგორც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული, ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული მონაცემის შესწორება სარეგისტრაციო უფლებამოსილი პირის მიერ წარმოებს ტექნიკური ხარვეზის შესწორებისათვის დადგენილი წესით.

4. თუ საკადასტრო აღწერის შედეგებით მიწის ნაკვეთის ფართობი, კონფიგურაციის მიუხედავად, სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ ფართობზე, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტია (5 ჰა-მდე ან 50000 კვ.მ-მდე არა უმეტეს 1 პროცენტისა, ხოლო 5 ჰა-ზე ან 50000 კვ.მ-ზე ზევით � არა უმეტეს 0.5 პროცენტისა) ან ნაკლებია, რეგისტრაცია წარმოებს ბოლო საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი ფართობის შესაბამისად.

5. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით არ დგინდება, რომ შენობა-ნაგებობა (ინდივიდუალური ან მრავალერთეულიანი) ან მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეული მშენებარეა, მათზე უფლების რეგისტრაცია წარმოებს როგორც აშენებულზე.

6. მშენებარე შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის, მარეგისტრირებელ ორგანოში წარმოდგენილ უნდა იქნეს კანონმდებლობით განსაზღვრული სამშენებლო დოკუმენტაცია, ხოლო მშენებლობის დასრულებისას � შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტი.

7. შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე მშენებლობადასრულებული სახით ცვლილების რეგისტრაცია გულისხმობს ამ შენობა-ნაგებობის ყველა ინდივიდუალური საკუთრების საგანზე შესაბამის ცვლილებას.

8. მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეულზე, მიუხედავად იმისა, სარეგისტრაციო დოკუმენტში ერთეული ფართობშია გამოხატული თუ მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის წილში, საკუთრების უფლება რეგისტრირდება ფართობის შესაბამისად.

9. თუ საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის ან მისი ერთეულის ფართობი სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტი ან ნაკლებია, თანამესაკუთრეთა/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობის შემთხვევაში რეგისტრაცია წარმოებს საკადასტრო აზომვითი ნახაზით დადგენილი ფართობის შესაბამისად.

10. თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემულ საინფორმაციო ცნობაში, სააღრიცხვო გეგმაში ან/და ცნობა-დახასიათებაში არასწორი შეჯამების ან ნამრავლის შედეგად დატანილია მცდარი ფართობი, მაშინ უფლებამოსილი პირი ვალდებულია თავად დაიანგარიშოს ფართობები და რეგისტრაცია მოახდინოს ახლად დაანგარიშებული ფართობების შესაბამისად.

11. შენობა-ნაგებობის ერთეულზე უფლების რეგისტრაციისას, როდესაც წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით არ ირკვევა უძრავი ნივთის ფიზიკური საზღვრები (არ არის ტიხრები, მოცემულია ბჯენებს შორის სივრცე, სადაც კედლები არ არის ამოშენებული და სხვა), რეგისტრაცია წარმოებს საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული პირობითი საზღვრისა და ფართობის შესაბამისად.

12. მარეგისტრირებელ ორგანოს უფლება აქვს უფლებამოსილება განახორციელოს უქმე ან დასვენების დღეებში და შესვენების ან არასამუშაო დროს.

13. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ პირადობის დამადასტურებელ საბუთსა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში პირის სახელის ან/და გვარის შემდეგი შინაარსის ურთიერთშეუსაბამობა � უზუსტობა ასოებში, სახელი კნინობით-ალერსობით ფორმაში,სახელში ან/და გვარში ასოების მეტობა ან ნაკლებობა და სხვა. ასეთ შემთხვევაში, თუ სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მაგ.: პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და ა. შ.) ერთმანეთს შეესაბამება, რეგისტრაცია წარმოებს დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელ საბუთში აღნიშნული სახელისა და გვარის შესაბამისად.

14. თუ უძრავი ნივთის თანასაკუთრებაში მიმღებ პირებს უძრავ ნივთზე წარმოეშვებათ საერთო საკუთრების, ანუ ერთი უფლება, განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერი თანამესაკუთრის მიერ და მომსახურების საფასურიც გადახდილ უნდა იქნეს ერთი უფლების რეგისტრაციისათვის. თანამესაკუთრეების მიერ თანაზიარი თუ წილადი თანასაკუთრების მიუხედავად, ხელშეკრულების საფუძველზე ერთეული უძრავი ნივთის ერთ პირზე გასხვისების შემთხვევაში, უძრავი ნივთის საკუთრებაში მიმღებ პირს (მესაკუთრეს) უძრავ ნივთზე წარმოეშვება საკუთრება (ერთი უფლება) და, შესაბამისად, მესაკუთრის მიერ განცხადება წარდგენილ და მომსახურების საფასურიც გადახდილ უნდა იქნეს ერთი უფლების რეგისტრაციისათვის.

15. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს მისი საერთო ფართის (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი) შესაბამისად.

16. თუ მრავალბინიანი შენობა-ნაგებობის ინდივიდუალური საკუთრების საგანი განკარგულია იმგვარად, რომ საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში საგნის ფართობი მოცემულია წილობრივი მონაცემებით, სადაც მრიცხველსა და მნიშვნელში მოცემულია განკარგული საგნისა და მთელი შენობა-ნაგებობის მხოლოდ საცხოვრებელი ფართების შეფარდება, ხოლო ამ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ წინარე დოკუმენტში მითითებულია ამ ნივთის სრული დახასიათება, ბოლო მესაკუთრის საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს გარიგების საგნის მთლიანი ფართის შესაბამისად. აღნიშნული წესით წარმოებს რეგისტრაცია ასევე ამ უძრავ ნივთთან ერთად განკარგულ სხვა არასაცხოვრებელი დანიშნულების ფართებზე (სარდაფი, სხვენი და სხვა), თუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით სხვა რამ არ დგინდება.

17. თუ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციით დადგინდა, რომ უფლება მოიცავს რამდენიმე უფლების ობიექტს, რეგისტრაცია წარმოებს თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე.

18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის შესაბამისად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას, კრედიტორის საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს კრედიტორისა და მოვალის ერთობლივი განცხადების საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულ უნდა იქნეს ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტის დადგომის გამო იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის შესახებ.

19. ნივთზე რეგისტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა (მისი შინაარსის გათვალისწინებით) გამორიცხავს ამ ნივთზე სხვა რაიმე უფლების/ვალდებულების რეგისტრაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

ა) რეგისტრაციით დაინტერესებული პირი წარმოადგენს საჯაროსამართლებრივი შეზღუდვარეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრის ან ამ ნივთზე სხვა რეგისტრირებული უფლების/ვალდებულების მფლობელის უფლებამონაცვლეს;

ბ) სარეგისტრაციო დოკუმენტის მიღების, გამოცემის ან შედგენის მიზნით ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებასა ან სასამართლო პროცესში მონაწილეობდა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული დოკუმენტის გამოცემის, მიღების ან შედგენის ინიციატორი ან მისი უფლებამონაცვლე;

გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გაცემული, მიღებული ან შედგენილია ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვის ან აკრძალვის რეგისტრაციამდე, ასეთ შემთხვევაში რეგისტრირებული ყადაღა ან განკარგვის აკრძალვა ცხადდება ძალადაკარგულად;

დ) რეგისტრაციის შედეგად იცვლება უფლების სუბიექტის ან/და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ე) წარმოდგენილია უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გაუქმების ან გაუქმების საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამ შემთხვევაში საკუთრების უფლების გაუქმებასთან ერთად უქმდება რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა.

20. მრავალბინიან სახლში ლეგალიზებულ უძრავ ნივთზე (მიშენება, დაშენება და სხვა) უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისას არ მოითხოვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის გადაწყვეტილება ლეგალიზებული უძრავი ნივთის დაინტერესებული პირისთვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. აღნიშნულ შემთხვევაში, ლეგალიზებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირდება იმ პირის საკუთრების უფლება, რომელიც აღნიშნულია უძრავი ნივთის ლეგალიზების აქტში.

21. როდესაც წარმოდგენილია უძრავ ნივთზე მიშენება (დაშენების) ლეგალიზების აქტი, ხოლო ძირითადი უძრავი ნივთი (რაზეც მოხდა მიშენება ან დაშენება) დატვირთულია სხვა სანივთო ან ვალდებულებითი უფლებით, ლეგალიზებულ ფართზე, რეგისტრირებული სანივთო თუ ვალდებულებითი უფლება არ გადადის ლეგალიზების შედეგად მიღებულ მთლიან ფართზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია, რომ უფლებით იტვირთება მთელი უძრავი ნივთი, კონკრეტული ფართის მითითების გარეშე.

22. როდესაც ხდება საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართის დაზუსტება, ხოლო უძრავი ნივთი, დატვირთულია სხვა სანივთო ან ვალდებულებითი უფლებით, რეგისტრირებული სანივთო თუ ვალდებულებითი უფლება გადადის მთელ დაზუსტებულ ფართზე. ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც დაზუსტების შედეგად ფართი მცირდება. ასეთ შემთხვევაში რეგისტრაცია წარმოებს უძრავ ნივთზე რეგისტრირებული შესაბამისი უფლების მქონე პირის თანხმობის შემთხვევაში.

23. საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, რეგისტრაციის მიზნებისთვის, მესაკუთრედ/მართლზომიერ მოსარგებლედ/მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვის არქივსა და საჯარო რეესტრში აღრიცხული/რეგისტრირებული პირები. სხვა მესაკუთრეთა/მართლზომიერ მოსარგებლეთა/მფლობელთა არსებობის შესახებ გარემოებათა გამოკვლევაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ უძრავი ნივთის განკარგვაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. აღნიშნული წესი ასევე ვრცელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების დაყოფასა და სანივთო უფლებებით დატვირთვაზე.

24. თუ შენობა-ნაგებობის თანამესაკუთრეთა ან შენობა-ნაგებობაში ინდივიდუალური საკუთრების საგნის მესაკუთრეთა საკუთრებაში არსებული ნივთების ფართების/წილების ჯამი ნაკლებია ტექნიკური აღრიცხვის არქივში ან საჯარო რეესტრში დაფიქსირებულ შენობა-ნაგებობის საერთო ფართზე, სხვაობა მიიჩნევა შენობა-ნაგებობაში წილების/ბინების მესაკუთრეთა საერთო საკუთრებად და რეგისტრაცია წარმოებს სხვაობის შედეგად მიღებული ფართისა და მისი მესაკუთრის მითითების გარეშე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ ირკვევა.

25. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენს დუპლექსის ტიპის ნაგებობას, ან როდესაც ერთ სისტემაში გაერთიანებულ სხვადასხვა სართულზე მდებარე სათავსებს აქვთ ერთი შესასვლელი, რეგისტრაცია ხორციელდება, როგორც ერთ სარეგისტრაციო ობიექტზე. ასევე ერთ სარეგისტრაციო ობიექტად რეგისტრირდება მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობა, თუ ის მთლიანად ერთი პირის ინდივიდუალურ ან პირების საერთო საკუთრებას წარმოადგენს.

26. თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული (წარმოდგენილი) სარეგისტრაციო დოკუმენტით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის ან ბინის ფართობი არ შეესაბამება აღნიშნული დოკუმენტის შექმნამდე ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ მონაცემებს, მაშინ ტექნიკური აღრიცხვის არქივი ინფორმაციას (ცნობა-დახასიათება და სხვა ინფორმაცია) გასცემს, ხოლო უფლების რეგისტრაცია წარმოებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით განსაზღვრული ფართობის შესაბამისად.

27. თუ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე, მის ერთეულზე ან შენობა-ნაგებობაზე უფლება რეგისტრირებულია იმგვარად, რომ არ არსებობს რეგისტრირებული მონაცემები ამ ნივთის საერთო ფართის შესახებ ან ეს მონაცემები დაუზუსტებელია, ამ ნივთის ნაწილის განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ წილობრივად.

28. თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოთხოვნილია სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ შედგენილი მიწის ნაკვეთის გეგმა არ მოითხოვება.

29. თუ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მოთხოვნილია მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რომელზეც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრების უფლება, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მიმართოს სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე თანხობის მოპოვების მიზნით. ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება ჩერდება, ხოლო იგი განახლდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ორგანოსგან პასუხის მიღების შემდეგ.

30. თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია/რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოთხოვნილია შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე, ხოლო გარემოებათა გამოკვლევით დასტურდება, რომ აღნიშნული ნაგებობა რეგისტრაციის მოთხოვნის მომენტისათვის აღარ არსებობს, რეგისტრაცია წარმოებს მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის/ერთეულის მესაკუთრის წილის შესაბამისად, ხოლო, თუ წილის დადგენა შეუძლებელია, რეგისტრაცია წარმოებს შენობა-ნაგებობაზე/ერთეულზე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მონაცემებით, მიწის ნაკვეთის პროპორციულ წილზე და რეგისტრირებულ მონაცემებში შენობა-ნაგებობას/ერთეულს უკეთდება აღნიშვნა �დანგრეული�.

31. ნივთზე კომლის საერთო საკუთრების უფლება რეგისტრირდება ისე, რომ რეგისტრირებულ მონა-ცემებში თანამესაკუთრედ მიეთითება კომლის ყველა წევრი და კეთდება აღნიშვნა კომლის წევრთა საერთო საკუთრების შესახებ. თუ კომლის ერთ-ერთი წევრი გარდაცვლილია ან გასულია კომლიდან, კომლის წევრთა საერთო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ასევე უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, წარმოებს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რეგისტრა-ციისთვის დადგენილი წესით.

32. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხოელისა და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ეს მიწა მიიღეს მემკვიდრეობით, ასევე, თუ უცხოელი ამ მიწას მართლზომიერად ფლობდა, როგორც საქართველოს მოქალაქე.

33. უფლებარეგისტრირებული იმ მიწის ნაკვეთების, რომელთა საზღვრებიც დადგენილია თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის საფუძველზე და რომლებსაც არ გააჩნიათ სახელმწიფო გეოდეზიური კოორდინატები, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილება შეიტანება წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით მისამართის, ფართობისა და კონფიგურაციის უცვლელად.

34. უფლებარეგისტრირებული იმ მიწის ნაკვეთების საზღვრების ცვლილება, რომელთა საზღვრებიც დადგენილია თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის საფუძველზე, დასაშვებია, თუ წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოცემული მიწის ნაკვეთის საზღვრები არ სცილდება თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი სამსახურის მიერ დადგენილ საზღვრებს.

35. რეგისტრაციის მიზნებისთვის, საწარმოს/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქონების განკარგვაზე შესაბამისი პირის (დირექტორი, პარტნიორი და სხვა) უფლებამოსილება დგინდება ამონაწერით შესაბამისი რეესტრიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამონაწერით დასტურდება, რომ პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეზღუდულია.

��� მუხლი 15. ამხანაგობების მიერ საერთო საკუთრების განკარგვა და ინდივიდუალურ მფლობელობაში უძრავი ნივთის არსებობის ფაქტის დადასტურება

1. �ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ� საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ, საკუთრების უფლებადაურეგისტრირებელ საგანზე ამხანაგობის წევრის ინდივიდუალური საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს ამხანაგობის წევრების ხმათა 2/3-ით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ამხანაგობის შესაბამისი წევრის მიერ �ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ� საქართველოს კანონის ამოქმედებამდე სამეურნეო სათავსის ინდივიდუალურ მფლობელობაში არსებობის ფაქტი.

2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ნივთის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა და მესამე პირთა სასარგებლოდ სარგებლობის უფლებით დატვირთვა ან გასხვისება შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი მოწმდება კრების თავმჯდომარის ხელმოწერით. თუ კრების ოქმი უძრავ ნივთზე რეგისტრაციის საფუძველია ხელმოწერის ნამდვილობა დასტურდება სანოტარო წესით.

4. თუ წარმოდგენილია შრომითი კოლექტივის ამხანაგობაზე გაცემული საკუთრების მოწმობა, თანდართულ ხელშეკრულებასთან ერთად, მაგრამ არ არის წარმოდგენილი აღნიშნული ამხანაგობის კერძო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების დამადასტურებელი დოკუმენტი, რეგისტრირდება ყოფილი შრომითი კოლექტივის წევრების საკუთრების უფლება.

��� მუხლი 16. უძრავი ნივთის დაყოფა და გაერთიანება

1. უძრავი ნივთის დაყოფისას/გაერთიანებისას, უძრავ ნივთზე ან მის ნაწილზე რეგისტრირებული უფლება ან ვალდებულება მათი სარეგისტრაციო მონაცემების უცვლელად გადადის დაყოფის/გაერთიანების შედეგად შექმნილ შესაბამის უძრავ ნივთზე (ნივთებზე) ან მის (მათ) ნაწილზე (ნაწილებზე), თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შინაარსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

2. მიწის ნაკვეთის ნაწილის იმგვარად გასხვისებისას, როდესაც გასასხვისებელი მიწის ნაკვეთი განიკარგება როგორც დამოუკიდებელი უფლების საგანი, აუცილებელია გასხვისებამდე ამ მიწის ნაკვეთის დაყოფა და გასასხვისებელ ნაწილზე მესაკუთრის (გამსხვისებლის) უფლების რეგისტრაცია.

��� მუხლი 17. რეგისტრაციის გაუქმება, გაუქმებული მონაცემების აღდგენა

1. თუ სასამართლო ან ადმინისტრაციული აქტით გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ბათილად ან არარად იქნება ცნობილი, რეგისტრაციის შედეგად საჯარო რეესტრში დაუყოვნებლივ აღდგება ბათილად/არარად ცნობილი/აღიარებული აქტით რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა. აღნიშნულისთვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევნება.

2. თუ რეგისტრაციის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულობის საფუძველს წარმოადგენს რეგისტრაციის საფუძვლად არსებული სამართლებრივი აქტის გაუქმება, რეგისტრაცია ძალადაკარგულად ცხადდება დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, უფლების რეგისტრაციისათვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდით.

3. თუ სასამართლო ან ადმინისტრაციული აქტით ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რეგისტრაციის გაუქმებისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევნება.

4. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, გაუქმებულ რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენა შესაძლებელია რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით, მომსახურების საფასურის გადახდით.

��� მუხლი 18. რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დამატებითი პირობები

1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაცაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

2. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა იმ საბუთისა თუ ინფორმაციის წარმოდგენის აუცილებლობის შესახებ, რომელიც საჭიროა მოთხოვილი რეგისტრაციისათვის. აკრძალულია სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინების რამდენჯერმე შეჩერება დამატებითი საბუთის ან ინფორმაციის მოთხოვნის მოტივით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტის ან ინფორმაცის წარმოდგენისას გამოვლინდა სარგისტრაციო წარმოების შეჩერების ახალი საფუძველი. აღნიშნული წესი ასევე ვრცელდება ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე.

3. თუ განცხადების განხილვის/ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება შეჩერებულია რაიმე საფუძვლით და დაინტერესებულმა პირმა შეჩერების პერიოდში წარმოადგინა არა გადაწყვეტილებით მოთხოვილი, არამედ სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომლითაც არ აღმოიფხვრა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი, მაშინ ახალი გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე, განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება რჩება შეჩერებული და შეჩერების ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, წყდება წარმოება და განცხადება რჩება განუხილველი.

თავი IV. გარიგების მონაწილე მხარეთა მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება

��� მუხლი 19. გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების სამართლებრივი საფუძვლები და უფლებამოსილი პირი

1. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების (შემდგომში � ხელმოწერის დამოწმება) სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, �საჯარო რეესტრის შესახებ� საქართველოს კანონი და ეს ინსტრუქცია.

2. ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით.

3. შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, შესაძლებელია ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების უფლებამოსილება ასევე გადაცემულ იქნეს ავტორიზებული პირისათვის.

4. ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება ხორციელდება უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული განცხადების წარმოდგენასთან ერთად, უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.

5. დაუშვებელია ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება სარეგისტრაციო განცხადების წარმოდგენის გარეშე.

6. ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებას ექვემდებარება გარიგების მხოლოდ ერთი ეგზემპლარი, რომელიც სარეგისტრაციო დოკუმენტის სახით, განცხადებასთან ერთად უნდა ჩაბარდეს მარეგისტრირებელ ორგანოს.

7. უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება ხორციელდება სარეგისტრაციო განცხადების წარდგენის ადგილის მიხედვით.

��� მუხლი 20. ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებას დაქვემდებარებული გარიგებები

1. ხელმოწერის დამოწმებას ექვემდებარება ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესთან დაკავშირებული წერილობითი ფორმის როგორც ცალმხრივი, ასევე ორმხრივი და მრავალმხრივი კერძოსამართლებრივი გარიგებები, გარდა მინდობილობის, ანდერძის, სამისდღეშიო რჩენისა და საქორწინო ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარიგებებისა, ასევე ადმინისტრაციული ხელშეკრულებები, რომლებიც წარმოშობენ, ცვლიან ან წყვეტენ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებულ უფლებებს.

2. იმ შემთხვევაში, თუ უქმდება ან იცვლება გარიგება, რომლის შინაარსიც დამოწმებული იყო ნოტარიუსის მიერ, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია უნდა განთავსდეს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

��� მუხლი 21. გარიგების ენა

1. ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებისთვის გარიგება წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე. დოკუმენტში ტექსტი დატანილ უნდა იქნეს ქაღალდის მატარებელზე ქართული მხედრული დამწერლობის გრაფიკული ნიშნების გამოყენებით.

2. გარიგების ერთ-ერთი ან ორივე მხარის მიერ სახელმწიფო ენის არცოდნის შემთხვევაში, უცხო ენაზე შედგენილ გარიგებასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს თანდართული სახელმწიფო ენაზე თარგმნილი გარიგების ერთი ეგზემპლარი. იგივე წესი ვრცელდება ბრაილის შრიფტის გამოყენებით შედგენილი გარიგებების მიმართ. ასეთ შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის მიერ თავდაპირველად ხორციელდება თარგმანზე თარჯიმნის/უსინათლოს წარმომადგენლის ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება, ხოლო შემდგომ გარიგების მხარეთა მიერ გარიგებაზე ხელმოწერის დადასტურება.

3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარიგების ტექსტში უნდა აღინიშნოს თარჯიმნის/უსინათლოს წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო მონაცემები და მხარეთა თანხმობა მათ მომსახურებაზე.

4. დაუშვებელია მარეგისტრირებელი ორგანოს წარმომადგენლის მიერ თარჯიმნის/უსინათლოს წარმომადგენლის ფუნქციის შესრულება.

��� მუხლი 22. ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების ზოგადი წესი

უფლებამოსილი პირის (სარეგისტრაციო განცხადების მიმღების) თანდასწრებით გარიგებაზე ხელმოწერის დროს უფლებამოსილი პირის მიერ ხდება მხოლოდ გარიგებაზე ხელმომწერი პირის იდენტიფიკაცია და ამ უკანასკნელის მიერ ხელმოწერის ფაქტის დადასტურება. აღნიშნული არ გულისხმობს გარიგების შინაარსის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის და მხარეთა მიერ ნების გამოხატვის ნამდვილობის დადგენას ან სხვა გარემოების შემოწმებას. გარიგებაზე ხელმოწერის ფაქტს უფლებამოსილი პირი ადასტურებს სამსახურებრივი შტამპით. გარიგების ტექსტზე აისახება სამსახურებრივი შტამპის ორი ანაბეჭდი. შტამპის ერთი ანაბეჭდი ისე უნდა აისახოს გარიგების ტექსტზე, რომ შტამპის ანაბეჭდის ნაწილები ერთდროულად ასახული იყოს გარიგების ტექსტის ყველა გვერდზე, ხოლო მეორე � გარიგების ბოლო გვერდზე, რომელზეც აღინიშნება ხელმოწერის ფაქტის დადასტურების თარიღი, ტექსტის გვერდების რაოდენობა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.

��� მუხლი 23. შეზღუდული შესაძლებლობის მქონების პირისა და მისი წარმომადგენლის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების წესი

1. თუ გარიგების მხარე მონაწილე მუნჯი, ყრუ ან ყრუ-მუნჯია, გარიგების მხარემ უნდა ისარგებლობის შესაბამისი სპეციალისტის დახმარებით გარიგების შინაარსის გაგების თვალსაზრისით, რაც უნდა აღინიშნოს გარიგებაში და სპეციალისტმა თავისი ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ გარიგების შინაარსი პირს განემარტა და მის ნებას შეესაბამება.

2. იმ პირის ნაცვლად, რომელსაც ავადმყოფობის, ფიზიკური ნაკლის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო შესაძლებლობა არა აქვს ხელი მოაწეროს დოკუმენტს, მისი დავალებით ხელს აწერს სხვა პირი იმ მიზეზის აღნიშვნით, რის გამოც პირს არ შეუძლია ხელის მოწერა და იმ გარემოების დადასტურებით, რომ გარიგების შინაარსი პირს განემარტა და მის ნებას შეესაბამება.

��� მუხლი 24. ქმედუუნარო და შეზღუდულქმედუნარიანი პირებისა და მათი წარმომადგენლების ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების წესი

ქმედუუნარო და შეზღუდულქმედუნარიანი პირების მიერ გარიგებაზე ხელმოწერისა და წარმომადგენლობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.

თავი V. საკადასტრო აღწერის დოკუმენტირება

��� მუხლი 25. საკადასტრო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის ცნება

1. საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია.

2. საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი.

3. ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია დაეყრდნოს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციითა და საქართველოს კანონმდებლობით საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის დადგენილ აუცილებელ მოთხოვნებს.

��� მუხლი 26. საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობები

1. საკადასტრო აღწერის შედეგი (საკადასტრო აზომვითი ნახაზი) წარმოდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში.

2. საკადასტრო აღწერისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ობიექტების აზომვისა და გამოსახვის სიზუსტე 0.15 მ-ისა.

3. აზომვის ზედდება დასაშვებია რეგისტრირებულ მონაცემებთან 0.3 მ-ით,

4. საკადასტრო აზომვით ნახაზზე, ამ ინსტრუქციის მოთხოვნების გათვალისწინებით, წარმოდგენილ უნდა იქნეს ობიექტთა შემდეგი ტიპები:

ა) მიწის ნაკვეთი;

ბ) შენობა-ნაგებობა;

გ) ცალკე უფლების ობიექტი;

დ) უფლებრივი შეზღუდვის ან/და დატვირთვის საზღვრები;

ე) წერტილოვანი ობიექტი;

ვ) სხვა ტოპოგრაფიული ელემენტები.

5. საკადასტრო აზომვით ნახაზს თან უნდა ერთოდეს წერილობითი ინფორმაცია საკადასტრო აღწერის უფლებამოსილი პირის, უძრავი ნივთის და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების აღწერილობის და დაინტერესებული პირის შესახებ. დამსწრეთა და უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის არსებობის შესახებ.

6. საკადასტრო აზომვითი ნახაზი დამოწმებული უნდა იყოს საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

��� მუხლი 27. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია

1. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს;

ა) მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას/მისამართს;

ბ) მიწის ნაკვეთის ფართობს;

გ) საზღვრების გვერდების ზომებს (თუ მათი გამოსახვა არის შესაძლებელი);

დ) შენობა-ნაგებობის რიგით ნომერს, დანიშნულებას, მდგომარეობას (მშენებარე, აშენებული) და სართულიანობა;

ე) უფლებრივი შეზღუდვის ან/და დატვირთვის საზღვრებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) ჩრდილოეთის მიმართულების მაჩვენებელ ნიშანს;

ზ) საკადასტრო აღწერის თარიღს;

თ) პირობით ნიშნებს;

ი) სახელმწიფო მეტრული კოორდინატთა ბადე;

კ) აზომვაზე უფლებამოსილი და დაინტერესებული პირის ხელმოწერას.

2. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი რეკომენდებულია წარმოდგენილ იქნეს შემდეგ მასშტაბში: 1:500, 1:1000, 1:2000 ან 1:5000.

3. საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული შენობა-ნაგებობების დანომვრა იწყება მრავალერთეულიანი შენობების დანომვრით.

4. საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე ცვლილების რეგისტრაციისას, საკადასტრო აზომვით ნახაზზე შენობა-ნაგებობის ნუმერაცია უნდა შეესაბამებოდეს საჯარო რეესტრში უფლებარეგისტრირებული შენობა-ნაგებობების ნუმერაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ახალი შენობა-ნაგებობით ხდება ძველის ჩანაცვლება ან/და აზომვითი ნახაზით დასტურდება უფლებარეგისტრირებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის/დანგრევის ფაქტი.

��� მუხლი 28. საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია

1. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნეს (shp) ფაილის ფორმატში წერტილოვანი, ხაზოვანი და პოლიგონური ფენების სახით.

2. წერტილოვან ფენაში ასახული უნდა იყოს გეოდეზიური მყარი წერტილები, დაბალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძები, სამეთვალყურეო და საკომუნიკაციო ჭები და წერტილში ლოკალიზებული სხვა ობიექტები.

3. ხაზოვან ფენაში ასახული უნდა იყოს მიწის ნაკვეთის საზღვრები, გზები, გაზსადენი, წყალსადენი, ნავთობსადენი, ელექტროგადამცემი ხაზი, საბაგირო ხაზი, საკომუნიკაციო მილები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები თუ ხაზობრივი ტიპის ცალკე უფლების ობიექტები, რომლებიც მოთხოვნილი მასშტაბის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ნაჩვენები უნდა იყოს ხაზის სახით.

4. პოლიგონური ფენები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ დამოუკიდებელ ფენებად:

ა) მიწის ნაკვეთი;

ბ) შენობა-ნაგებობა;

გ) უფლებრივი შეზღუდვის ან/და დატვირთვის საზღვრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

5. საკადასტრო აზომვითი ნახაზის ყოველი ობიექტის (წერტილოვანი, ხაზოვანი, პოლიგონური) ატრიბუტული ცხრილი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) წერტილოვანი და ხაზოვანი ფენებისათვის � ობიექტის დასახელებას და ნუმერაციას;

ბ) მიწის ნაკვეთის პოლიგონური ფენისათვის � მიწის ნაკვეთის დანიშნულებასა და კატეგორიას, ადგილმდებარეობას/მისამართს;

გ) შენობა-ნაგებობის პოლიგონური ფენისათვის � შენობა-ნაგებობის რიგით ნომერს, დანიშნულებას, მდგომარეობას (მშენებარე, აშენებული, მიწის ზედა და მიწის ქვეშა), სართულიანობას;

6. საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია უნდა აკმაყოფილებდეს ტოპოლოგიის შემდეგ მოთხოვნებს:

ა) პოლიგონურ ფენაში არ უნდა იყოს გადაკვეთა და გადაფარვა;

ბ) წარმოდგენილ ფენაში არ უნდა არსებობდეს ჩანაწერი, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი გრაფიკული ელემენტი, ან ერთნაირი ჩანაწერები ერთმანეთთან დაუკავშირებელ ობიექტებზე;

გ) ხაზოვან ფენაში არ უნდა იყოს გაორმაგებული და გაწყვეტილი ხაზები;

დ) შენობა-ნაგებობების საზღვრები არ უნდა კვეთდეს ნაკვეთის საზღვრებს (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა და იმ შემთხვევისა, როცა მიწის ნაკვეთის საზღვარი წარმოდგენილია ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ);

ე) წერტილოვან ობიექტზე გამავალი შესაბამისი კომუნიკაციის ხაზის წვეტის წერტილი უნდა ემთხვეოდეს ამ სიმბოლოს.

7. ხაზოვანი ნაგებობის ციფრულ და ქაღალდის ვერსიაში მითითებულ უნდა იქნეს ხაზოვანი ნაგებობის დასახელება, გეგმარებითი და ფაქტობრივი სიგრძე.

��� მუხლი 29. შენობა-ნაგებობის/შენობა-ნაგებობის ერთეულის აზომვითი ნახაზი

1. შენობა-ნაგებობის/შენობა-ნაგებობის ერთეულის აზომვითი ნახაზი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) შენობა-ნაგებობის/შენობა-ნაგებობის ერთეულის ადგილმდებარეობას/მისამართს;

ბ) შენობა-ნაგებობის/შენობა-ნაგებობის ერთეულის დანიშნულებას და მდგომარეობას (მშენებარე ან აშენებული);

გ) შენობა-ნაგებობის/შენობა-ნაგებობის ერთეულის ფართობს;

დ) შიდა სასაზღვრე გვერდების ზომებს (თუ მათი გამოსახვა არის შესაძლებელი);

ე) საკადასტრო აღწერის თარიღს;

ვ) ამზომვაზე უფლებამოსილი და დაინტერესებული პირის ხელმოწერას.

2. ინდივიდუალური საკუთრების საგნის საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქაღალდის მატარებელზე 1:100 � 1:500 მასშტაბში.

��� მუხლი 30. აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა

საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება უძრავი ნივთის მესაკუთრეს.

თავი VI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

��� მუხლი 31. გარდამავალი დებულებანი

1. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია წარმოდგენილი დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის საფუძველზე შეცვალოს ან გააუქმოს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების შესაბამისად განხორციელებული სისტემური რეგისტრაციის მცდარი მონაცემები.

2. სისტემური რეგისტრაციის საფუძველზე შედგენილ იმ სააღრიცხვო ბარათებზე, რომლებზეც არაა დაფიქსირებული განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა მოახდინონ განაცხადის რეგისტრაციის თორმეტნიშნა ნომრის მინიჭება შემდეგი წესით: aabbccddeee (aa არის სარეგისტრაციო ზონის კოდი, bb � რიცხვი, cc � თვე, dd � წელი, ხოლო eee � რიგითი ნომერი).

3. იმ შემთხვევაში, თუ სისტემური რეგისტრაციის საფუძველზე შედგენილ სააღრიცხვო ბარათზე არაა დაფიქსირებული არც განაცხადის რეგისტრაციის ნომერი და არც თარიღი, ამასთან, ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში არ ინახება დაინტერესებული პირის მიერ უფლების სარეგისტრაციოდ წარდგენილი განცხადება, უფლების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. თუ საჯარო რეესტრში უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში მიწის ფართი მითითებულია როგორც დაზუსტებული და ტერიტირიულ სარეგისტრაციო სამსახურში დაცულია რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი ნახაზი, ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის წარმოდგენილი ამ ინსტრუქციის შესაბამისი საკადასტრო ინფორმაცია, საკადასტრო მონაცემები მიიჩნევა დაუზუსტებლად, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში შეასწოროს რეგისტრირებული მონაცემები, გასცეს შესაბამისი ამონაწერი და საკადასტრო გეგმა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციისას დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ იქნა რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი საკადასტრო ინფორმაცია, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია წარმოებს მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე, საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრა-ციისათვის დადგენილი წესით.

 

19. 31/12/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 487 - ვებგვერდი, 31/12/2019 18. 03/12/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 355 - ვებგვერდი, 03/12/2018 17. 08/05/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 306 - ვებგვერდი, 08/05/2018 16. 18/04/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 298 - ვებგვერდი, 18/04/2018 15. 11/08/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 240 - ვებგვერდი, 11/08/2017 14. 01/08/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 151 - ვებგვერდი, 01/08/2016 13. 16/12/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 112 - ვებგვერდი, 16/12/2015 12. 30/07/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 89 - ვებგვერდი, 30/07/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 29/01/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 10 - ვებგვერდი, 29/01/2014 10. 05/09/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 95 - ვებგვერდი, 05/09/2013 9. 24/08/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 46 - ვებგვერდი, 26/08/2013 8. 04/07/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 33 - ვებგვერდი, 04/07/2013 7. 25/06/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 32 - ვებგვერდი, 25/06/2013 6. 03/05/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 60 - ვებგვერდი, 03/05/2012 5. 11/04/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 52 - ვებგვერდი, 11/04/2012 4. 24/10/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 138 - ვებგვერდი, 111024034, 24/10/2011 3. 12/01/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 3 - ვებგვერდი, 130111, 13/01/2011 2. 22/06/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 119 - სსმ, 73, 22/06/2010 1. 16/02/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 34 - სსმ, 18, 16/02/2010