კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სავსებით გეთანხმებით. აღნიშნული ინსტრუქციის მე-14 მუხლის 32-ე პუნქტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხოელისა და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ეს მიწა მიიღეს მემკვიდრეობით, ასევე, თუ უცხოელი ამ მიწას მართლზომიერად ფლობდა, როგორც საქართველოს მოქალაქე“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომლითაც საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია, ხოლო საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ , გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.