„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 11/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.016267
  • Word
52
11/04/2012
ვებგვერდი, 11/04/2012
040150000.22.027.016267
„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 52

2012 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1 . „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით (სსმ III, 20.01.2010 წ. , №6, მუხ.51) დამტკიცებულ ინსტრუქციის მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

  41 . იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულ მრავალბინიან/მრავალერთეულიან უძრავ ნივთზე ტექნიკური აღრიცხვის არქივში ამ უძრავ ნივთზე არსებული სააღრიცხვო ბარათის მონაცემების მიხედვით არსებული ფართი მეტია ტექნიკური აღრიცხვის არქივში არსებულ და უძრავ ნივთებზე უფლებთა რეესტრში დაცულ სარეგისტრაციო დოკუმენტებში მითითებული ფართების ჯამზე, სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ამ უძრავი ნივთის მესაკუთრეებს ერთობლივად შეუძლიათ დაადასტურონ ამ ფართის რეალურად არარსებობის ან ამ ფართის საერთო საკუთრებაში არსებობის ფაქტი, რაც წარმოადგენს საჯარო რეესტრში შესაბამისი უფლების რეგისტრაციის საფუძველს. ამ შემთხვევაში ერთობლივი განცხადების შინაარსის სისწორეზე და მისგან გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა თანამესაკუთრეს სოლიდარულად.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი