დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 12/01/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 130111, 13/01/2011 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 040150000.22.027.016073 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №3
2011 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით (სსმ III, 20.01.2010 წ., №6, მუხ. 51) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. მე-14 მუხლის:
ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. თუ საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის ან მისი ერთეულის ფართობი სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტი ან ნაკლებია, თანამესაკუთრეთა/ბინამესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობის შემთხვევაში რეგისტრაცია წარმოებს საკადასტრო აზომვითი ნახაზით დადგენილი ფართობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენს ერთ სისტემაში გაერთიანებულ, ურთიერთდაკავშირებულ და იზოლირებულ ფართს, რეგისტრაციის განსახორციელებლად ბინამესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობა არ მოითხოვება.“;
ბ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:
„131. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ საჯარო რეესტრსა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციისას პირადობის დადასტურების მიზნით წარდგენილ იქნა უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული პასპორტის ასლი რუსულ ან ინგლისურ ენაზე შევსებული რეკვიზიტებით, რეგისტრაციისას არ მოითხოვება ამ პასპორტის ქართულ ენაზე ნათარგმნი ასლის წარმოდგენა.“;
გ) მე-19 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ნივთი განკარგულია სააღსრულებლო დაწესებულების მიერ კანონმდებლობით დადგენილი იძულების წესით, ასეთ შემთხვევაში რეგისტრირებული ყადაღა, განკარგვის შეზღუდვა ან აკრძალვა ცხადდება ძალადაკარგულად.“.
2. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 192 და 193 პუნქტები:
„192. მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულ პირებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტი მიღებული ან შედგენილია 2010 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სარეგისტრაციო განაცხადის წარმოდგენის მომენტისათვის უძრავი ნივთის მესაკუთრე რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში. ამ შემთხვევაში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება ნივთის შემძენზე.
193. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ნივთი განკარგულია სააღსრულებლო დაწესებულების მიერ საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, ნივთზე რეგისტრირებული ყადაღა/გირავნობა, რომელიც გამოყენებული იყო საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, ცხადდება ძალადაკარგულად.“.
3. 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. უძრავ ნივთზე კერძო სამართლის იურიდიული პირის მონაწილეობით დადებული გარიგებების საფუძველზე ქირავნობის, ქვექირავნობის, იჯარის, ქვეიჯარის, თხოვების, ლიზინგის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული უფლებების რეგისტრაციის საფუძვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს 2010 წლის 10 დეკემბრამდე მარტივი წერილობითი ფორმით დადებული გარიგებები.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
დოკუმენტის კომენტარები