„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 03/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.016275
60
03/05/2012
ვებგვერდი, 03/05/2012
040150000.22.027.016275
„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №60

2012 წლის 3 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, :

მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით (სსმ III, 20.01.2010 წ., №6, მუხ.51) დამტკიცებულ ინსტრუქცი ა ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი:

„151. შენობა-ნაგებობაში ფართის დანიშნულების რეგისტრაცია საცხოვრებელ ან არასაცხოვრებელ ფართად ან მასში ცვლილება, ხორციელდება მესაკუთრის განცხადების საფუძველზე.“

2. მე-14 მუხლის 191 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„191. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული მოვალის მიერ ქონებაზე საკუთრების ან სხვა უფლების რეგისტრაციის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს და შეაჩეროს შემდგომი, ნებისმიერი სახის რეგისტრაცია რეესტრიდან მოვალის ამორიცხვამდე, გარდა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციისა. ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ქონება გასხვისებულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სააღსრულებო დაწესებულებების მიერ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ან სარეგისტრაციო დოკუმენტად წარმოდგენილია სასამართლო/საარბიტაჟო აქტი, რომელიც არ არის შედგენილი მხარეთა მორიგების შედეგად.“ .

3. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ რეგისტრაციის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულობის საფუძველს წარმოადგენს რეგისტრაციის საფუძვლად არსებული სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმება, რეგისტრაცია ძალადაკარგულად ცხადდება დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, უფლების რეგისტრაციისათვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდით, საფასური არ მოითხოვება იმ შემთხვევაში, როდესაც რეგისტრაციის საფუძვლად არსებული სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმება სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ განხორციელდა.“ .

4. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 37-ე პუნქტი:

„37. მრავალერთეულიან შენობა-ნაგებობაში არსებულ ინდივიდუალური საკუთრების საგანზე, რომელიც გასხვისებულია უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ კონკურსის, აუქციონის ან იჯარა გამოსყიდვის ფორმით, ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლება რეგისტრირდება მრავალბინიან, მრავალერთეულიან უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით, იმ შემთხვევაშიც როდესაც საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაცემულია მხოლოდ ინდივიდუალური საკუთრების საგანზე, შესაბამისი წილი მიწის ნაკვეთის გარეშე.“ .

5. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები :

„11. გარიგებების ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნისა და მასზე ციფრული ხელმოწერის გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ,,ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

12. გარიგებების ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნისა და მასზე ციფრული ხელმოწერის გამოყენების შემთხვევაში სააგენტოს მიერ ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებულად ჩაითვლება, როდესაც აღნიშნული გარიგება ხელმისაწვდომი გახდება სააგენტოსათვის მის ხელთ არსებული ელექტრონული საშუალებების გამოყენებით იმდაგვარად, რომ შესაძლებელია გარიგების შინაარსის და ციფრული ხელმოწერების განმახორციელებელი პირების იდენტიფიცირება, ეს წესი ვრცელდება სარეგისტრაციო განაცხადის ციფრული ხელმოწერით შემოტანის შემთხვევაზეც.“ .

6. 21-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციი ს მოთხოვნისას, გარიგების მხარის/მხარეების მიერ სახელმწიფო ენის არცოდნის და ინგლისური ენის ცოდნის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მოთხოვნით მარეგისტრირებელი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ხორციელდება სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ქართულ და ინგლისურ ენაზე მომზადება, ხოლო შემდგომ გარიგების მხარეთა მიერ გარიგებაზე ხელმოწერის დადასტურება თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე. ქართულ და ინგლისურ ენაზე შედგენილი დოკუმენტების შინაარსის ურთიერთშესაბამისობაზე პასუხისმგებელია სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი.

4. სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ქართულ და ინგლისურ ენაზე შედგენასა და შემდგომ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობის, თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე, დამოწმებაზე უფლებამოსილი პირები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით.“ .

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.