„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 95
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 05/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.016496
95
05/09/2013
ვებგვერდი, 05/09/2013
040150000.22.027.016496
„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №95

2013 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,   ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით (სსმ III, 20.01.2010 წ., №6, მუხ.51) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-14 მუხლის 32-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:

„მუხლი 181. მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის რეგისტრაცია

1. მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის რეგისტრაციას ახორციელებს  სააგენტო.

2. სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა შეიძლება განხორციელდეს:

ა) საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში;

ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების დასაბუთებული აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში.

3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლის რეგისტრაციისათვის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასაბუთებული განცხადება საზოგადოებრივი საჭიროების არსებობის შესახებ;

ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იმ უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განცხადება, რომლის საკუთრებაშიც არის მოცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემთხვევაში, ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური წარმოდგენილ დოკუმენტაციას უგზავნის სააგენტოს თავმჯდომარეს განცხადების/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობის შესაფასებლად. სააგენტოს თავმჯდომარის მიერ განცხადების/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობის დადასტურების შემთხვევაში, ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური უზრუნველყოფს  სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლის რეგისტრაციას.“.

3. 142 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 142. ზოგიერთo კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები

„საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული  ელექტროსადგურის ტერიტორიულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფიზიკური და/ან კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, აგრეთვე, რეგისტრირებული დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემის დაზუსტებისას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციისა, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ცნობა), რომლითაც უნდა  დასტურდებოდეს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ურთიერთშესაბამისობა.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება მარეგისტრირებელ ორგანოში მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ შეტანილ იმ განცხადებებზეც, რომელთა თაობაზეც ამ ბრძანების ამოქმედების დღისათვის შესაბამისი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. მიწის მიზნობრივი დანიშნულების შესაცვლელად სარეგისტრაციო წარმოების ამ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია დამატებით მოსთხოვოს განმცხადებელს მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი