„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 24/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/08/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.016447
46
24/08/2013
ვებგვერდი, 26/08/2013
040150000.22.027.016447
„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №46

2013 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1
„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში (სსმ III, 20.01.2010წ., №6, მუხ.51) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ ინსტუქციას დაემატოს V1 თავი:

„თავი V1. სამისამართო რეესტრის წარმოება

მუხლი 301. გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაცია

1. მარეგისტრირებელი ორგანო ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული გეოგრაფიული ობიექტების დანომრვას ახორციელებს არაბული ციფრების, ქართული ანბანის ასოების ან/და ინდექსების მეშვეობით.  

2. ნუმერაციას ექვემდებარება:

ა) ქუჩა, პროსპექტი (გამზირი), გზატკეცილი, ხეივანი, სანაპირო, შესახვევი, ჩიხი;

ბ) მოედანი, სკვერი, ბულვარი;

გ) მრავალბინიანი სახლების სადარბაზოები,  ბინები და სხვა ფართები.

3. მარეგისტრირებელი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს სამისამართო რეესტრში არსებული მონაცემებისა და დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული გეოგრაფიული ობიექტების მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების დანომრვა იწყება დასახლების ცენტრიდან და თანმიმდევრობით გრძელდება გარეუბნების (პერიფერიების) მიმართულებით.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული გეოგრაფიული ობიექტების მიმდებარედ არსებულ შენობა-ნაგებობებს კენტი ნომერი ენიჭებათ ნუმერაციის ზრდის მიმართულებით, ქუჩების მარჯვენა მხარეს, ხოლო ლუწი ნომრები – ნუმერაციის ზრდის მიმართულებით, ქუჩების მარცხენა მხარეს.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული გეოგრაფიული ობიექტების ცალმხრივი განაშენიანების შემთხვევაში, რომლის მეორე მხარის განაშენიანება შეუძლებელია გეოგრაფიული პირობების გამო, ამ ქუჩაზე განთავსებულ ყველა გეოგრაფიულ ობიექტს ნომრები ენიჭება თანმიმდევრობით და უწყვეტად (1, 2, 3, 4 და ა.შ.). იმ ობიექტიდან, საიდანაც აღდგენილია განაშენიანება ან შესაძლებელია განაშენიანების აღდგენა გეოგრაფიული პირობების გამო, დანომრვა გაგრძელდება ორივე მხარეს, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული გეოგრაფიული ობიექტების მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების დანომრვა იწყება ამ ობიექტებთან მისასვლელი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული გეოგრაფიული ობიექტებიდან მარჯვნიდან მარცხნივ, თანმიმდევრობით და უწყვეტად (1, 2, 3, 4 და ა.შ.). ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ორი ან მეტი მეტი გეოგრაფიული ობიექტის არსებობის შემთხვევაში, ნუმერაციის საწყისი ობიექტი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.

8. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული ნომრის მინიჭება ხორციელდება შენობის მარცხენა მხარეს მდებარე განაპირა სადარბაზოდან/შესასვლელიდან (კიბიდან) მარცხნიდან მარჯვნივ და აღმავალი თანმიმდევრობით, ქვედა სართულიდან მაღალი სართულისაკენ. ბინების ნუმერაცია უნდა იყოს უწყვეტი.

9. თუ შენობას გააჩნია გამჭოლი სადარბაზოები, ნუმერაციის მინიჭება მოხდება  სადარბაზოს მთავარი შესასვლელის მხრიდან, (კიბიდან) მარცხნიდან მარჯვნივ და აღმავალი თანმიმდევრობით, ქვედა სართულიდან მაღალი სართულისაკენ. 

10. თუ შენობას გააჩნია გამჭოლი სადარბაზოები და მათი შესასვლელები თანაბარმნიშვნელოვანია, ნუმერაციის მინიჭება მოხდება მთავარ ქუჩასთან უფრო ახლოს მდებარე შესასვლელიდან, (კიბიდან) მარცხნიდან მარჯვნივ და აღმავალი თანმიმდევრობით, ქვედა სართულიდან მაღალი სართულისაკენ.

11. დაუშვებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული გეოგრაფიული ობიექტების მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობებისა და „გ“ ქვეპუნქტში მითითებული უძრავი ქონებისთვის მინიჭებული ნომრის განმეორება.

მუხლი 302. სისტემური ნუმერაცია

მარეგისტრირებელი ორგანოს ინიციატივით, დასაშვებია ქალაქ თბილის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ამ ინსტრუქციის 301 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული გეოგრაფიული ობიექტების მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობებისა და „გ“ ქვეპუნქტში მითითებული უძრავი ქონების სისტემური დანომვრა არაბული ციფრების, ქართული ანბანის ასოების ან/და ინდექსების მეშვეობით.

მუხლი 303. მისამართის დაზუსტება

დამისამართების მონაცემების საფუძველზე ხდება უძრავი ნივთის საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებული არასრული/არასწორი მისამართის არსებობის  შემთხვევაში, გეოგრაფიული ობიექტისათვის, მისი კომპლექსისა და ნაწილებისათვის ახალი მისამართის მინიჭება“.

მუხლი 2
 

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი