„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 138
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 24/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111024034, 24/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.016205
  • Word
138
24/10/2011
ვებგვერდი, 111024034, 24/10/2011
040150000.22.027.016205
„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 138

2011 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით (სსმ III, 20.01.2010 წ., №6, მუხ.51) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის:

ა) მე-19 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) სარეგისტრაციო დოკუმენტის მიღების, გამოცემის ან შედგენის მიზნით ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებასა ან სასამართლო პროცესში/საარბიტრაჟო წარმოებაში, რომელიც დასრულდა მხარეთა მორიგებით, მონაწილეობდა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული დოკუმენტის გამოცემის, მიღების ან შედგენის ინიციატორი ან მისი უფლებამონაცვლე;“;

ბ) მე-19 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

 „ზ) სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგებს სასამართლო/საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.“.

2. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 36-ე პუნქტი:

 „36. იმ შემთხვევაში, როდესაც „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს სასამართლოს მიერ საკუთრებაში უმკვიდროდ ცნობის საფუძველზე გადაეცა საცხოვრებელი სადგომი, საცხოვრებელ სადგომს მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართის განსაზღვრა და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია საკუთრების უფლების აღიარებით ან აღიარების გარეშე ხორციელდება ტექნიკური აღრიცხვის არქივში არსებული მონაცემების საფუძველზე, ხოლო ტექნიკური აღრიცხვის არქივში მონაცემების არარსებობის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით შედგენილი იმ დოკუმენტების საფუძველზე, რომლებითაც დგინდება საცხოვრებელი სადგომის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართობი და საზღვრები.“.

3. მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

     „მუხლი 141 ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ლეგალიზებასთან დაკავშირებული დამატებითი საკითხები

 1. „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონის 61 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, რომლებიც წარმოადგენს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ლეგალიზების საფუძველს, კანონის დარღვევით შედგენილად არ ჩაითვლება, თუ:

 ა) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტს ერთობლიობაში გააჩნია გაცემის თარიღი, მიწის ნაკვეთის მისამართი და ფართობი, მიწის რეფორმის კომისიის არანაკლებ ორი პირის ხელმოწერა და ბეჭედი;

 ბ) მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემულ მებაღის წიგნაკს ერთობლიობაში გააჩნია გაცემის თარიღი, მებაღეობის დასახელება, გამოყოფილი მიწის ნაკვეთის მისამართი და ფართობი, მებაღეობის ამხანაგობის ბეჭედი;

 გ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერი გაცემულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი რეკვიზიტების მქონე დოკუმენტების საფუძველზე.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი რეგისტრაციის ზოგადი წესის შესაბამისად.“.

4. 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. უძრავ ნივთზე კერძო სამართლის იურიდიული პირის მონაწილეობით დადებული გარიგებების საფუძველზე ქირავნობის, ქვექირავნობის, იჯარის, ქვეიჯარის, თხოვების, ლიზინგის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების რეგისტრაციის საფუძვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს 2010 წლის 10 დეკემბრამდე მარტივი წერილობითი ფორმით დადებული გარიგებები.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი