ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • Word
ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 87
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/02/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 17/02/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.007.075
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
87
14/02/2005
სსმ, 18, 17/02/2005
200.010.000.22.033.007.075
ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (17/02/2005 - 09/06/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაცო კოდი 200.010.000.22.033.007.075

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №87

2005 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 248-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკურ სივრცეში ნავთობპროდუქტების საბითუმო და საცალო მიწოდებაზე სახელმწიფო კონტროლის, აღრიცხვიანობის გაუმჯობესებისა და დაბეგვრაში სრულად მოქცევის მიზნით, ვბრძანებ:

     მუხლი 1. დამტკიცდეს ინსტრუქცია ,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ” თანდართულ დანართებთან ერთად.

     მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

ინსტრუქცია

ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების, შენახვისა და რეალიზაციისათვის სავალდებულო სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ფორმა (ტექსტში შემდგომ – სსაფ), წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტს. სსაფ იბეჭდება 4 ეგზემპლარად. სსაფ-ის გაცემა ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინპექციის მიერ მხოლოდ იმ გადასახადის გადამხდელებზე, რომლებიც ახორციელებენ ნავთობპროდუქტების მიწოდებას.

    მუხლი 2.

გადასახადის გადამხდელი, რომელიც ახორციელებს ამ ბრძანების დანართი №1-ში ჩამოთვლილი საქონლის ტრანსპორტირებას, შენახვას და რეალიზაციას, ვალდებულია:

ა) ამ ბრძანებით დადგენილი წესით მოახდინოს ნავთობპროდუქტების შეძენა, ტრანსპორტირება, რეალიზაცია და შენახვა;

ბ) ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი ვალდებულია შეავსოს სსაფ-ის ფორმით გათვალისწინებული ყველა რეკვიზიტი.

    მუხლი 3.

სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მისაღებად აქციზური საქონლის მფლობელი ვალდებულია განაცხადით (დანართი №5) მიმართოს აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპეციას. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია განაცხადში მიუთითოს, გადასახადის გადამხდელის დასახელება, იურიდიული მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, დღგ-ის გადამხდელის სერტიფიკატის ნომერი, მისი გაცემის თარიღი, ასევე წარმოადგინოს იმ დოკუმენტთა ჩამონათვალი (ამასთან განაცხადს დაურთოს ინსპექციაში ბოლო საგადასახადო პერიოდის შემდეგ წარმოუდგენელი დოკუმენტების ქსეროასლები), რომლიც ადასტურებს შეძენილი (წარმოებული) ნავთობპროდუქტების რეალობას. ამასთან, სხვა საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებულმა გადამხდელმა წარმოადგინოს სამომსახურეო საგადასახადო ინსპექციის მიერ დანართი №10-ის შესაბამისად გაცემული ცნობა.

    მუხლი 4.

ნავთობპროდუქტების შეძენის (წარმოების) დამადასტურებელი დოკუმენტები შეიძლება იყოს:

ა) იმპორტის შემთხვევაში – იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის იმპორტირებული საქონლის შიდა გადაზიდვის სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა, მისი არსებობის შემთხვევაში;

ბ) ნავთობპროდუქტების წარმოების (გადამუშავების) შემთხვევაში – ლიცენზიის ქსეროასლი აღნიშნული საქმიანობის განხორციელების შესახებ, შესაბამისობის სერტიფიკატი (იმ საქონელზე, რომელზედაც სავადებულოა შესაბამისობის სერტიფიკატის აღება), ნედლეულის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი (სსაფ);

გ) ნავთობპროდუქტების მოპოვების შემთხვევაში – შესაბამისი ლიცენზიის ქსეროასლი და ოპერატიული ინფორმაცია მოპოვებული პროდუქციის შესახებ;                                                                                             

დ) სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

    მუხლი 5.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია ვალდებულია განაცხადის წარმოდგენიდან (საგადასახადო ორგანოს კანცელარიაში რეგისტრაციიდან) 72 საათის განმავლობაში (დასვენების დღეების ჩაუთვლელად), ხოლო იმპორტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გასცეს სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (რისთვისაც სსაფ-ის ზემო მარჯვენა კუთხეში დაუსვამს ბეჭედს) ან უარი განაცხადოს სსაფ-ის გაცემაზე, რისთვისაც ვალდებულია წერილობით აცნობოს გადასახადის გადამხდელს უარის თქმის საფუძველი. გადასახადის გადამხდლს სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურების გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას შემდეგ შემთხვევაში:

ა) განაცხადში წარმოდგენილი მონაცემები არის არასრულყოფილი;

ბ) განაცხადში წარმოდგნილი მონაცემების სისწორე იწვევს საფუძვლიან (დასაბუთებულ) ეჭვს;

გ) თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ინსპეციაში არ წარადგენს ამ ბრძანებითა და საქართველოს კანონმდელობით დადგენილ ანგარიშგებებს ან წარადგენს მაგრამ არასრულყოფილად;

დ) გადამხდელი არ აწარმოებს ამ ბრძანებით დადგენილ ,,ნავთობპროდუქტების საბითუმო პარტიების მიღებისა და მიწოდების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალს” (დანართი №11) ან ,,ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს” (დანართი №12).

    მუხლი 6.

გადასახადის გადამხდელზე სსაფ-ის გაცემისას, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული ნავთობის, ასევე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების რეალიზაციისათვის (გადაზიდვისათვის) ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2, მე-4–6 პოზიციების მიხედვით (გარდა საპოხი ზეთებისა) საგადასახადო ინსპექცია სსაფ-ის ყველა ეგზემპლარის:

ა) მე-11 და მე-12 გრაფის პირველ უჯარაში აღნიშნავს ნავთობის დისტილატის დასახელებას და კოდს ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 და მე-4 სვეტების შესაბამისად;

ბ) მე-19 და მე-20 გრაფაში უთითებს ნავთობის დისტილატის ტრანსპორტირების დაწყების ადგილის (ნავთობის გადამუშავების, ნავთობბაზის, ავტოგასამართი სადგურის) მისამართს და საგადასახადო ორგანოში ნავთობის დისტილატების სტაციონალური ობიექტის სარეგისტრაციო ნომერს;

გ) იურიდიული პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, რომლებიც არ ითვლებიან იურიდიულ პირებად, საქონლის გადაზიდვისას გამოწერილ უნდა იქნეს სსაფ, რომელზეც საგადასახადო ინსპექციის მიერ წინასწარ სსაფ-ის საგადასახადო ორგანოდან გატანისას კეთდება წარწერა ,,შიდა გადაზიდვა”, ხოლო თუ ტრანსპორტირება ხდება საბაჟო გაფორმების ადგილიდან – ,,შიდა გადაზიდვა. იმპორტი”.

    მუხლი 7.

საგადასახადო ორგანოს მიერ ამ ბრძანების მე-6, მე-17, მე-18 მუხლებში მითითებული აღნიშვნების (ჩანაწერების) ან სსაფ-ის ზემო მარჯვენა კუთხეში საგადასახადო ინსპეციის ბეჭდის აღნიშვნის გარეშე სსაფ-ის გამოყენებას, ასევე არასრულად შევსებულ სსაფ-ს იურიდიული ძალა არა აქვს.

    მუხლი 8.

ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისას გადამზიდავი ვალდებულია თან იქონიოს სსაფ-ის 1-ლი და მე-3 ეგზემპლარები.

    მუხლი 9.

1. ნავთობპროდუქტების საცალო მიწოდებისას მიმწოდებელი არ არის ვალდებული გამოწეროს სსაფ (საქონლის საცალო მიწოდებისას გამოიყენება სალაროს ჩეკი), გარდა იმ შემთხვევისა, როცა მყიდველი ითხოვს სსაფ-ის გამოწერას.

2. თუ გადასახადის გადამხდელი წინასწარი გარიგების საფუძველზე ინახავს რეალიზებულ ნავთობპროდუქტს და ეტაპობრივად აწვდის მყიდველს სხვადასხვა ავტოგასამართი სადგურის მეშვეობით, იგი ამის შესახებ წინასწარ აცნობებს აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას, რომელიც გადასახადის გადამხდელს ანიჭებს დამატებით შვიდნიშნა კოდს. აღნიშნული კოდი არ არის სტაციონალური ობიექტის მაიდენტიფიცირებელი. ასეთი სახის რეალიზაციისთვის სსაფ გამოიყენება 21-ე და 22-ე გრაფების შევსების გარეშე. სსაფ-ის მიღებისას მე-19 გრაფაში ჩაიწერება ,,საცალო”, მე-20 გრაფაში ჩაიწერება აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიერ მინიჭებული შვიდნიშნა კოდი.

3. ზეთების (სსაფ-ში მისათითებელი კოდი 3403) და საპოხი ზეთების (სსაფ-ში მისათითებელი კოდი 0810) მიწოდებისას, როდესაც ადგილი აქვს სხვა დასახელების საქონლის მიწოდებას, სსაფ-ის მე-11 და მე-12 გრაფის მე-5, მე-9 და მე-10 სვეტებში ჩაიწერება ჯამური მონაცემები, ხოლო სსაფ-ს დაერთვება დანართი №13-ის შესაბამისი დანართი, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გამოწერს 4 ეგზემპლარად.

    მუხლი 10.

გადამხდელებზე სსაფ-ის ყოველი შემდეგი პარტია გაიცემა წინა საგადასახადო პერიოდის მიხედვით გადამხდელის მიერ საგადასახადო ინსპექციაში სათანადო ანგარიშგების შემდგომ.

    მუხლი 11.

სსაფ გამოიწერება ნავთობპროდუქტების მიმწოდებლის მიერ 4 ეგზემპლარად, რომლის პირველი (ორიგინალი) და მესამე ეგზემპლარი (ასლი) ეძლევა მყიდველს, ხოლო მეორე და მეოთხე ეგზემპლარი (ასლები) რჩება გამყიდველს.

    მუხლი 12.

გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე არმყოფი პირისთვის ნავთობპროდუქტის მიწოდების შემთხვევაში მიმწოდებელი 21-ე გრაფაში მიუთითებს გადაზიდვის დამთავრების ადგილის მისამართს და იმ რეზერვუარის რეკვიზიტებს (მოცულობას), სადაც მოხდება გადაზიდული ტვირთის შენახვა, ხოლო 28-ე გრაფაში მიმღები აკეთებს ხელმოწერას, თავისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემების (პირადობის მოწმობის ნომერი და პირადი ნომერი) მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველის მიერ ხდება ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება, 25-ე გრაფაში მძღოლის რეკვიზიტებთან ერთად მიეთითება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები (პირადობის მოწმობის ნომერი და პირადი ნომერი).

    მუხლი 13.

თუ ნავთობპროდუქტის მიწოდება ხორციელდება ერთი სატრანსპორტო საშუალებით რამდენიმე საბოლოო მომხმარებელზე და შეუძლებელია ტრანსპორტირების ზუსტი მარშრუტის დადგენა, ამ შემთხვევაში გამოიწერება ერთი სსაფ, რომლის 21-ე გრაფაში ჩაიწერება აღნიშვნა ,,X”.

    მუხლი 14.

სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (დანართი №2) შევსება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) გრაფა ,,1”- ში მიეთითება ოპერაციის განხორციელების რიცხვი სიტყვიერად;

ბ) გრაფა ,,2”-ში მიეთითება ოპერაციის განხორციელების თვე სიტყვიერად;

გ) გრაფა ,,3”-ში მიეთითება გამყიდველის სახელწოდება, ხოლო თუ გამყიდველი არის ფიზიკური პირი – მისი სახელი და გვარი;

დ) გრაფა ,,4”- ში მიეთითება გამყიდველის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ე) გრაფა ,,5”-ში მითითება გამყიდველის იურიდიული მისამართი;

ვ) გრაფა ,,6”-ში მიეთითება გამყიდველის დღგ-ის გადამხდელის სარეგისტრაციო სერტიფიკატის ნომერი;

ზ) გრაფა ,,7”-ში მიეთითება მყიდველის სახელწოდება, ხოლო თუ მყიდველი არის ფიზიკური პირი – მისი სახელი და გვარი;

თ) გრაფა ,,8”-ში მიეთითება მყიდველის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ი) გრაფა ,,9”-ში მიეთითება მყიდველის იურიდიული მისამართი;

კ) გრაფა ,,10”-ის მონაცემები იწერება გრაფა ,,11”-ში;

ლ) გრაფა ,,11”-ის:

ლ.ა) პირველ სვეტში მიეთითება საქონლის დასახელება ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 სვეტის შესაბამისად. მაგალითად, თუ ადგილი აქვს ნავთობის მსუბუქი დისტილატის – საავტომობილო ბენზინის, რეგულარი აი-91-ის რეალიზაციას, შესაბამის უჯრაში უნდა მიეთითოს ,,ბენზინი, რეგულარი აი-91” (ამ ბრძანების მე-7 მუხლის შესაბამისად);

ლ.ბ) მეორე სვეტში მიეთითება ზომის ერთეული, რომლის გათვალისწინებით ხორციელდება საქონლის რეალიზაცია;

ლ.გ) მესამე სვეტში მიეთითება მიწოდებული საქონლის რაოდენობა არაბული ციფრებით;

ლ.დ) მეოთხე სვეტში მიეთითება საქონლის ერთეულის სარეალიზაციო ფასი ლარებში, დღგ-ისა და აქციზის გარეშე;

ლ.ე) მეხუთე სვეტში მიეთითება საქონლის სარეალიზაციო ფასი დღგ-ისა და აქციზის გამოკლებით ლარებში;

ლ.ვ) მეექვსე სვეტში მიეთითება დასაბეგრი აქციზის განაკვეთი;

ლ.ზ) მეშვიდე სვეტში მიეთითება დასაბეგრი აქციზის თანხა იმ შემთხვევაში, თუ ოპერაცია ექვემდებარება აქციზით დაბეგვრას.

ლ.თ) მერვე სვეტში მიეთითება დღგ-ის განაკვეთი;

ლ.ი) მეცხრე სვეტში მიეთითება დღგ-ის თანხა; იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ არის დღგ-ს გადამხდელი, სსაფ-ის გაცემისას მერვე და მეცხრე სვეტებში ინსპექციაში კეთდება ჩანაწერი ,,X”;

ლ.კ) მეათე სვეტში მიეთითება საქონლის მთლიანი ღირებულება დღგ-ისა და აქციზის ჩათვლით.

მ) გრაფა ,,12”-ის:

მ.ა) პირველ სვეტში მიეთითება რეალიზებული საქონლის ოთხნიშნა კოდი, რომელიც განსაზღვრულია ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-4 სვეტით;

მ.ბ) მეორე სვეტში მიეთითება ზომის ერთეული კგ-ში მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მე-11 გრაფის მეორე სვეტში მითითებულია განსხავებული ზომის ერთეული (მაგ. ლიტრი, ან მ3);

მ.გ) მესამე სვეტში მიეთითება მიწოდებული საქონლის რაოდენობა.

ნ) გრაფა ,,13”-ში მიეთითება გამყიდველის მიერ ნავთობპროდუქტების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, იმპორტის შემთხვევაში, საბაჟო-სატვირთო დეკლარაციის ნომერი და რეგისტრაციის თარიღი. თუ ნავთობპროდუქტების შეძენა განხორციელდა სსაფ-ის მეშვეობით, აღნიშნულ გრაფაში კეთდება აღნიშვნა ,,X”;

ო) გრაფა ,,14”-ში მიეთითება გამყიდველის მიერ ნავთობპროდუქტების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, სსაფ-ის სერია, ნომერი და სსაფ-ის შევსების თარიღი, იმპორტის შემთხვევაში, აღნიშნული გრაფში კეთდება აღნიშვნა ,,X”; ნავთობპროდუქტების წარმოების შემთხვევაში, მე-14 გრაფაში გადაიხაზება სიტყვა ,,სსაფ” და მიეთითება ,,შს” და შესაბამისობის სერტიფიკატის ნომერი;

პ) იმ შემთხვევაში, თუ საქონელი მიღებულია ნავთობპროდუქტების გადამუშავებით, შესაბამისად მე-13 და მე-14 გრაფებში მიეთითება ძირითადი ნედლეულის (რომლის რაოდენობაც აჭარბებს დანარჩენი ნედლეულის რაოდენობას) შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი (სსდ ან სსაფ);

ჟ) გრაფა ,,15”-ში მიეთითება გადახდის პირობები – გადახდა ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელდა გადარიცხვით თუ კონსიგნაციით;

რ) გრაფა ,,16”-ში მიეთითება ანგარიშსწორების თარიღი;

ს) გრაფა ,,17”-ში ჩანაწერი კეთდება იმ შემთხვევაში, როდესაც გაუქმებული სსაფ-ის ნაცვლად გამოიწერება ახალი სსაფ, რომელშიც აისახება ფაქტობრივად განხორციელებული ოპერაციის რეკვიზიტები, ხოლო გრაფა ,,17”-ში კეთდება აღნიშვნა ,,კორექტირებული” და მიეთითება გაუქმებული სსაფ-ის ნომერი;

ტ) გრაფა ,,18”-ში მიეთითება ტრანსპორტირების დაწყების დრო. მაგ., თუ ტრანსპორტირება დაიწყო 13 სთ-სა და 25 წუთზე, გრაფაში მიეთითება 13:25;

უ) გრაფა ,,19”-ში მიეთითება მისამართი, სადაც განხორციელდა ნავთობპროდუქტების სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა, გარდა მე-9 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ფ) გრაფა ,,20”-ში მიეთითება ნავთობის დისტილატების ტრანსპორტირების დაწყების ადგილის (ნავთობის გადამუშავების, ნავთობბაზის, ავტოგასამართი სადგურის და სხვა) საგადასახადო ორგანოში ნავთობის დისტილატების სტაციონალური ობიექტის სარეგისტრაციო ნომერი, გარდა მე-9 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ქ) გრაფა ,,21”-ში მიეთითება საქონლის მიტანის ადგილის მისამართი;

ღ) გრაფა ,,22”-ში მიეთითება ნავთობის დისტილატების ტრანსპორტირების დამთავრების ადგილის (ნავთობის გადამუშავების, ნავთობბაზის, ავტოგასამართი სადგურის და სხვ.) საგადასახადო ორგანოში ნავთობის დისტილატების სტაციონალური ობიექტის სარეგისტრაციო ნომერი. თუ ნავთობის დისტილატის გადაადგილება ხდება ისეთ ადგილებში, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული საგადასახადო ინსპექციაში როგორც ნავთობის დისტილატების სტაციონალური ობიექტი, აღნიშნულ გრაფაში კეთდება აღნიშვნა ,,X”.

ყ) გრაფა ,,23”-ში მიეთითება ტრასპორტის სახე, რომლითაც არის გათვალისწინებული ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირება, საავტომობილო თუ სარკინიგზო;

შ) გრაფა ,,24”-ში მიეთითება სატრანსპორტო საშუალებების მარკა და სახელმწიფო ნომერი, ხოლო სარკინიგზო გადაზიდვის დროს – ვაგონის ნომერი;

ჩ) გრაფა ,,25”-ში მიეთითება მძღოლის სახელი და გვარი;

ც) გრაფა ,,26”-ში მიეთითება გადამზიდავის სახელწოდება, ხოლო თუ გადამზიდავი არის ფიზიკური პირი – მისი სახელი და გვარი;

ძ) გრაფა ,,27”-ში მიეთითება გადამზიდავის საიდენტიფიკაციო ნომერი;

წ) გრაფა ,,28”-ში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების დამთავრების შემდგომ საქონლის მიმღები აკეთებს ხელმოწერას;

ჭ) სსაფ გამოიწერება მხოლოდ ერთ სატრასპორტო საშუალებაზე (სარკინიგზო გადაზიდვებისას სსაფ გამოიწერება თითოეულ ვაგონზე);

ხ) სსაფ-ის 21-ე და 22-ე გრაფები ივსება მხოლოდ ნედლი ნავთობის, ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების (ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 გრაფების შესაბამისად, გარდა საპოხი ზეთებისა) რეალიზაციისას (გადაზიდვისას).

    მუხლი 15.

სსაფ-ში რეკვიზიტის შეცდომით შევსების შემთხვევაში სსაფ-ის ოთხივე ეგზემპლარი არა უგვიანეს 3 დღისა გაუქმების მიზნით წარედგინება აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას.

    მუხლი 16.

კორექტირების შემთხვევაში გაუქმებული სსაფ-ის ნაცვლად გამოიწერება ახალი სსაფ, რომელშიც აისახება ფაქტობრივად განხორციელებული ოპერაციის რეკვიზიტები, მე-17 გრაფაში სათანადო აღნიშვნით – ,,კორექტირებული,, და გაუქმებული სსაფ-ის ნომერი.

    მუხლი 17.

იურიდიული პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, რომლებიც არ ითვლებიან იურიდიულ პირებად, ნავთობპროდუქტების გადაზიდვისას გამოწერილ უნდა იქნეს სსაფ, რომელზედაც საგადასახადო ინსპექციის მიერ წინასწარ სსაფ-ის საგადასახადო ორგანოდან გატანისას კეთდება წარწერა ,,შიდა გადაზიდვა” მე-11 გრაფის მე-4–10 სვეტებში (გარდა ამ ბრძანების მე-18 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა).

    მუხლი 18.

1. იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს იმპორტის (ექსპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის საბაჟო გაფორმების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე (ან პირიქით) საქონლის ტრანსპორტირებას, გადასახადის გადამხდელი, რომელიც ახორციელებს საქონლის იმპორტს (ექსპორტს), ვალდებულია მიმართოს აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას განაცხადით (დანართი №6), საბაჟო გაფორმების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე (ან პირიქით) საქონლის ტრანსპორტირების (შიდა გადაზიდვა) სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურის მისაღებად.

 2. სავალდებულოა განაცხადს თან ერთვოდეს სსდ-ის ქსეროასლი და/ან აქციზური საქონლის ბარათი (მისი არსებობის შემთხვევაში).

 3. აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია გასცემს საბაჟო გაფორმების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე (და პირიქით) საქონლის ტრანსპორტირებისათვის სპეციალურ საგადასახადო ანგარიშფაქტურას წარწერით ,,შიდა გადაზიდვა. იმპორტი” (ექსპორტის შემთხვევაში – ,,შიდა გადაზიდვა”) მე-11 გრაფის მე-4–10 სვეტებში, ასევე მე-11 და მე-12 გრაფების პირველ სვეტში საქონლის დასახელებისა და ოთხნიშნა კოდის ჩანაწერით (ამავე ბრძანების მე-6 მუხლის მიხედვით). ამასთან, სსაფ-ის გაცემისას საგადასახადო ინსპექციაში გადამხდელის მიერ ივსება სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მე-7, მე-8, მე-9 გრაფები და, მე-19, მე-20, 21-ე, 22-ე  გრაფები, ხოლო მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-14, მე-15, მე-16, მე-17 გრაფებში კეთდება აღნიშვნა ,,X”; დანარჩენი გრაფები ივსება საგადასახადო ინსპექციის მიერ.

4. ექსპორტის შემთხვევაში, სსაფ ივსება ამავე მუხლით დადგენილი წესით იმ განსხვავებით, რომ ივსება მე-3, მე-4 და მე-5 გრაფები, ხოლო მე-7, მე-8 და მე-9 გრაფებში კეთდება აღნიშვნა ,,X”.

    მუხლი 19.

საბაჟო გაფორმების ორგანოს პასუხისგებელი პირი ვალდებულია, საბაჟო გაფორმება (იმპორტი/ექსპორტი) დაამთავროს მხოლოდ გადასახადის გადამხდელის მიერ საბაჟო გაფორმების ადგილიდან საქონლის დასაწყობების ადგილამდე (ან პირიქით) ამ ბრძანების მე-18 მუხლით განსაზღვრული სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურის (რომელიც შევსებული უნდა იყოს ამ ბრძანებით დადგენილი წესით) წარმოდგენის შემდგომ, რასაც ადასტურებს თითოეული სპეციალური ანგარიშფაქტურის მე-19 გრაფის გასწვრივ პირადნომიანი ბეჭდისა და საბაჟოს შტამპის დასმით. ასევე სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მე-11, მე-12 გრაფების მე-2 და მე-3 სვეტებში მიუთითებს საქონლის რაოდენობას ამ ბრძანებით განსაზღვრულ ზომის ერთეულებში, ხოლო მე-13 გრაფაში – საბაჟო სატვირთო დეკლარაციის ნომერსა და გაცემის თარიღს.

    მუხლი 20.

ამ ბრძანების მე-18 და მე-19 მუხლები გამოიყენება მხოლოდ ნედლი ნავთობის, ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების (ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 გრაფების შესაბამისად, გარდა საპოხი ზეთებისა) საბაჟო გაფორმების შემთხვევაში.

    მუხლი 21.

სსაფ-ში, ასევე დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის სპეციალურ დანართში (დანართი №3) და სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურის მოძრაობის აღრიცხვის ყოველთვიურ დეკლარაციაში (დანართი №7) სავალდებულოა ნავთობპროდუქტების სახეობის დასახელების (დანართი №1-ის მე-2 სვეტის შესაბამისად) და საქონლის შესაბამისი კოდის (დანართი №1 ის მე-4 სვეტის შესაბამისად) მითითება. (მაგ. თუ ხორციელდება ნავთობის მსუბუქი დისტილატის – საავტომობილო ბენზინის ,,რეგულარი აი-91”-ის რეალიზაცია, სსაფ-ში, შესაბამისად დეკლარაციებში) შესაბამის გრაფაში უნდა მიეთითოს ,,ბენზინი, რეგულარი აი-91, კოდი 0270”.

    მუხლი 22.

სსაფ (მათ შორის, შიდა გადაზიდვის) გამოიწერება მხოლოდ ერთი დასახელების ნავთობპოდუქტზე დანართი №1-ის მე-4 სვეტის შესაბამისად.

    მუხლი 23.

გადასახადის გადამხდელების მიერ, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელებად, საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით შესაბამის საგადასახადო ინსპექციას სსაფ წარედგინება ,,დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის სპეციალურ დანართთან” ერთად (დანართი №3-ის მიხედვით) არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მათ შორის:

ა) მყიდველის მიერ I ეგზემპლარი (ორიგინალი);

ბ) გამყიდველის მიერ IV ეგზემპლარი.

    მუხლი 24.

გადასახდის გადამხდელების მიერ, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელებად, საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით შესაბამის საგადასახადო ინსპექციას სსაფ წარედგინება ,,სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მოძრაობის აღრიცხვის ყოველთვიურ დეკლარაციასთან” (დანართი № 7) ერთად, ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, მათ შორის:

ა) მყიდველის მიერ I ეგზემპლარი (ორიგინალი);

ბ) გამყიდველის მიერ IV ეგზემპლარი.

    მუხლი 25.

საგადასახადო ინსპექციები არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში წარადგენენ გადამხდელების მიერ საანგარიშო პერიოდში გამოწერილ სსაფ-ების I და IV ეგზემპლარებს, ინფორმაციას გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი და მიღებული სსაფ-ის შესახებ (დანართი №4 ფორმის მიხედვით), დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის დანართთან და სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მოძრაობის აღრიცხვის ყოველთვიური დეკლარაციის ასლებთან ერთად.

    მუხლი 26.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტების სტაციონარული ობიექტების (მათ შორის ნავთობის მოპოვების ადგილების, ნავთობბაზებისა და ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების, სხვა სტაციონალური საცავების და ავზების) ცენტრალიზებული აღრიცხვას (დანართი №8-ის შესაბამისად) და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემას (დანართი №9-ის ფორმით).

    მუხლი 27.

ნავთობპროდუქტების საბითუმო მიმწოდებლებისთვის სავალდებულო წესით განისაზღვროს ,,ნავთობპროდუქტების საბითუმო პარტიების მიღებისა და მიწოდების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალის” წარმოება (დანართი №11), ხოლო საცალო მიმწოდებლებისათვის ,,ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი” (დანართი №12), რომელთა შევსებაც უნდა მოხდეს ყოველდღიურად. აღნიშნული ჟურნალების აკინძვას და დამოწმებას ახდენს საწარმოს ხელმძღვანელი პირი.

    მუხლი 28.

,,ნავთობპროდუქტების საბითუმო პარტიების მიღებისა და მიწოდების ყოველდღიური აღრიცხვისა” და ,,ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალებში” (შემდგომში – ,,ჟურნალი”) შესაბამის ჩანაწერებს აფიქსირებს გადასახადის გადამხდელის ხელმძღვანელის მიერ ამისთვის უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელსაც დაკისრებული აქვს ამ მოვალეობის შესრულება შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 29.

დაუშვებელია ჟურნალში აღრიცხვის გარეშე გაცემული ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების დაწყება, ხოლო მიღების შემთხვევაში, ჩამოცლის დაწყება.

    მუხლი 30.

ჟურნალში ხდება მხოლოდ ერთი დასახელების და მარკის ნავთობპროდუქტის აღრიცხვა ოთხნიშნა კოდის მიხედვით.

    მუხლი 31.

1. ყველა ჩანაწერი ჟურნალში უნდა გაკეთდეს ლურჯი ან შავი ფერის მელნით (პასტით).

2. დაუშვებელია ჟურნალში ჩანაწერების ამოშლა, გადაშლა ან სხვაგვარი გადაშლის საშუალების გამოყენება. აუცილებლობიდან გამომდინარე შეცდომით გაკეთებული ჩანაწერი მკრთალად გადაიხაზება მელნით (პასტით) ისე, რომ ნათლად შეიძლებოდეს შეცდომით გაკეთებული ჩანაწერის წაკითხვა. ახალი ჩანაწერი კეთდება იმავე სვეტში შემდეგ სტრიქონზე გარკვევით, ხოლო სვეტში ,,შენიშვნა” პირი, რომელიც პასუხისმგებელია ჟურნალის წარმოებაზე, აკეთებს შემდეგ ჩანაწერს: ,,შესწორება (გრაფის ნომერი) გრაფაში გაკეთებულია (თარიღი), ხელმოწერა (გვარი, სახელი)”.

    მუხლი 32.

1. წლის დამთავრების (ან ჟურნალის შევსების) შემდგომ, ჟურნალის თავფურცელზე კეთდება ჩანაწერი ჟურნალში რეგისტრირებული რიგითი ნომრების დიაპაზონების შესახებ, ჟურნალის ჩანაწერის დასაწყისისა და დამთავრების შესახებ.

2. შევსებული ჟურნალი ინახება გადასახადის გადამხდელის მიერ სხვა ბუღალტრულ დოკუმენტებთან ერთად 6 წლის განმავლობაში.

3. პირები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ჟურნალის წარმოებაზე, ვალდებული არიან მიიღონ ყველა ზომა, რათა დაცული იყოს ჟურნალი დაკარგვის ან სხვაგვარი ზემოქმედებისგან. მისი გაცნობა (საგადასახადო თანამშრომლის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ) აუცილებლად უნდა განხორციელდეს ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის (მისი შემცვლელის) ან ბუღალტრის თანდასწრებით.

    მუხლი 33.

ჟურნალი წარმოადგენს საბუღალტრო დოკუმენტს; ის უნდა ინახებოდეს უშუალოდ ობიექტზე, სადაც ხორციელდება ნავთობპროდუქტების მიღება-რეალიზაცია (შენახვა); მისი გატანა ან გაგზავნა სხვა ობიექტზე (შენობაში) დაუშვებელია, გარდა საგადასახადო ორგანოს წერილობითი მოთხოვნის (ასევე მათი თანხმობის), ან კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.  

    მუხლი 34.

სსაფ-ის გაცემის ორგანიზებას და მათ გამოყენებაზე სათანადო კონტროლის დაწესებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი.


დანართი №1

სასაქონლო ჯგუფის დასახელება

სესსნ კოდი

სსაფ-ში მისათითებელი კოდი

1.

2.

3.

4.

1

ზეთები

340319100

340319910

340319990

340399900

 3403

2

ნედლი ნავთობი (გარდა მილსადენისა)

270900,

270900100

270900900

 2709

3

ბიტუმი

271320000

271390900

2713

4

ნავთობის მსუბუქი დისტილატები:

 

 

ბენზინი გადამუშავებისათვის

271000110-271000150

0110

სპეციალური ბენზინი:

271000210-271000250

0210

საავიაციო ბენზინი

271000260

0260

საავტომობილო ბენზინები

 

 

ბენზინი ნორმალი აი-80

271000270

0271

ბენზინი რეგულარი აი-91

271000270

0270

ბენზინი პრემიუმი აი-95

271000290

0290

ბენზინი სუპერი აი-98

271000320

0320

რეაქტიული და სხვა ბენზინი

271000370-271000390

0370

5

ნავთობის საშუალო დისტილატები:

 

 

 

გადამუშავების საშუალო დისტილატი

ნავთი (რეაქტიული საწვავი და სხვა)

271000410-271000450

0410

 

სხვა საშუალო დისტილატები

271000510-271000550

0510

 

 

271000590

0590

6

ნავთობის მძიმე დისტილატები:

- გაზოილი (დიზელის საწვავი):

- გადამუშავების დიზელის საწვავი

271000610-271000650

0610

 

 - დიზელის მოტორული საწვავი

271000690

0690

 

- თხევადი საწვავი (მაზუთი)

271000710-271000780

0710

 

- საპოხო ზეთები

271000810-271000980

0810

7

თხევადი გაზი

271111000-271119000, 290110100-290129800

2901

8

მისართები, გამხსნელები, ანტიდეტონატორი (გარდა ნაფტალინისა – 270740000)

270710100-270760000, 290211100-290243000, 290511000-290516900, 381111100-381190000, 381400100, 381400900, 271220000

2905

9

პიროლიზური პროდუქტი

391110000, 391190900

3911

 


დანართი №2

დანართი №3

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საგადასახადო დეპარტამენტი

დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის სპეციალური დანართი

 

დღგ- ფორმა №01-1

 

 

საგადასახადო პერიოდი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

 

თვე

 

 

წელი

 

 

დღგ- სერტიფიკატის ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2

ფირმის სახელწოდება (იურიდიული პირი)

3

გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4

გვარი, (ფიზიკური პირი) სახელი, მამის სახელი

5

ეკ. საქმ. კოდი (NAE)

 

 

 

 

 

 

 

 

 

6

მისამართი      ქუჩა       სახლის ნომერი      ქალაქი         რაიონი

ტელეფონის ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

7

გარდაცვალების ან ლიკვიდაციის თარიღი

 

 

 

 2

 0

 0

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                 

 


დანართი №4

ინფორმაცია სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ

ინსპექციის დასახელება _____________________________________

ჩათვლები განხორციელებულია სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით (მათ შორის კორექტირების)

დასაბეგრ ოპერაციაზე გამოწერილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (მათ შორის კორექტირების)

სერია ნომერი

დღგ-ის თანხა

სსაფ-ის სერია ნომერი, რომლის კორექტირებაც წარმოებს

სერია ნომერი

დღგ-ის თანხა

სსაფ-ის სერია ნომერი, რომლის კორექტირებაც წარმოებს

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინსპექციის უფროსი                                                                      (ხელმოწერა)

დანართი 5

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს

აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპეციას

განაცხადი

სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიღებაზე

1.  გადასახადის გადამხდელის დასახელება, იურიდიული მისამართი:

_____________________________________________________________________

2. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი: ________________

3. დღგ-ის გადამხდელის სერთიფიკატის ნომერი გაცემის თარიღი: ________

4. იმ დოკუმენტთა ჩამონათვალი, რომლიც ადასტურებს შეძენილი (წარმოებული) ნავთობპროდუქტების რეალობას.

)

)

)

)

 

5. ნავთობის დისტილატების ნაშთები იმ სტაციონალური ობიექტების მიხედვით, რომელთათვისაც ხდება სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მოთხოვნა (ივსება თითოეული ობიექტისათვის ინდივიდუალურად, პირველი მოთხოვნის დროს ივსება მხოლოდ ნაშთი მოთხოვნის დროს) და მოთხოვნილი სსაფ-ების რაოდენობა ობიექტების მიხედვით:

 


                                                  ობიექტის მისამართი  ______________________________________

 

საქონლის დასახელება და კოდი

სსაფ-ის უკანასკნელი მოთხოვნის შემდგომ საქონლის მიღებისა და გაცემის მონაცემები

ფაქტიურინაშთი სსაფ-ის მოთხოვნის დროს

რეალიზაციისათვის განკუთვნილი სსაფ-ების რაოდენობა

შიდა გადაზიდვისთვის განკუთვნილი სსაფ-ების რაოდენობა

უკანასკნელი მოთხოვნის თარიღი

მიღებული

გაცემული

 

 

კგ

 

კგ

 

კგ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კგ

 

კგ

 

კგ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კგ

 

კგ

 

კგ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

6. ინფორმაცია გადამუშავებული პროდუქციის შესახებ (ივსება მხოლოდ ნავთობპროდუქტის წარმოების შემთხვევაში):

 

გადამუშავებული ნავთობის რაოდენობა ბოლო მოთხოვნის შემდეგ

ნავთობის გადამუშავებით მიღებული პროდუქციის რაოდენობა და გამოსავლიანობის პროცენტი

დანაკარგები

რაოდენობა

%

რაოდენობა

%

რაოდენობა

%

რაოდენობა

%

რაოდენობა

%

რაოდენობა

%

კგ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვადასტურებ, რომ განაცხადში მოცემული ინფორმაცია სწორია და სრულად ასახავს წარმოდგენილი საქონლის მოძრაობასთან დაკავშირებულ ოპერაციებს.

გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა ------------------   რიცხვი,  თვე , წელი. _________________________________


დანართი №6

საგადასახადო ინსპეციის დასახელება

განაცხადი

საიმპორტო (საექსპორტო) საქონლის (ნედლი ნავთობი, ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატები) შიდა გადაზიდვის სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტრის მიღებაზე

1.  გადასახადის გადამხდელის დასახელება, იურიდიული მისამართი.

_____________________________________________________________

2. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.

_____________________________________________________________

3. დღგ-ის გადამხდელის სერთიფიკატის ნომერი გაცემის თარიღი.

_____________________________________________________________

4. სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურის გაცემის საფუძველს წარმოადგენს სპეციალური საბაჟო სატვირთო დეკლარაცია

(სსდ) № ________          გაცემული  „  “     „        “ 200  .

აქციზური საქონლის ბარათი № _______ გაცემული „  “     „        “ 200  .

სსდ განსაზღვრული საქონლის საბაჟო გაფორმების შემდგომ საქონლის ტრანსპორტირებისათვის მესაჭიროება  ------ ცალი სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა, სადაც შეტანილ უნდა  იქნას შემდეგი მონაცემები (თითო გრაფა ივსება გასაცემი თითოეული ანგარიშფაქტურის შესაბამისად):

 

საქონლის დასახელება და კოდი

საქონლის რაოდენობა კგ-ში

გაფორმების საბაჟო ორგანოს დასახელება

ტრანსპორტირების დაწყების ადგილის მისამართი

ტრანსპორტირების დამთავრებისა ადგილის მისამართი

დასაწყობების ადგილის რეგისტრაციის ნომერი

შენიშვნა

 

 

1

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

3

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

6

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

8

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვადასტურებ, რომ განაცხადში მოცემული ინფომრაცია სწორია და სრულად ასახავს ნავთობპროდუქტების მოძრაობასთან დაკავშირებულ ოპერაციებს.

გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა--------------------რიცხვი თვე წელი  -------

 

დანართი 7

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საგადასახადო დეპარტამენტი

სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მოძრაობის აღრიცხვის ყოველთვიურ დეკლარაცია

(იმ გადამხდელებისთვის, რომლებიც არ არიან დღგ- გადამხდელები)

 

 

საგადასახადო პერიოდი

   1

თვე

       წელი

 

 

 

 

     

2

ორგანიზაციის დასახელება (იურიდიული პირი)

3

გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი

 

 

 

 

 

 

 

 

 

4

გვარი, (ფიზიკური პირის) სახელი, მამის სახელი

5

ეკ.საქ. კოდი

 

 

 

 

6

მისამართი ქუჩა სახლის ნომერი ქალაქი რაიონი

        ტელეფონის ნომერი

 

 

 

 

 

 

7

გარდაცვალების ან ლიკვიდაციის თარიღი

 

 

2

0

 

 

 

 

 

 

ნაწილი I

ნავთობპროდუქტების მიღება

შესყიდვის დოკუმენტი

ნავთობპროდუქტის დასახელება და კოდი

რაოდენობა კგ

რაოდენობა .

ღირებულება ლარებში

დასახელება (სსდ, სსაფ)

საფ-ის სერია

ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაწილი II

ნავთობპროდუქტების გაცემა

სსაფ ის მონაცემები

ნავთობპროდუქტის დასახელება და კოდი

რაოდენობა კგ.

რაოდენობა .

ღირებულება ლარებში

სერია

ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაწილი III

ნავთობპროდუქტების ნაშთები

საქონლის დასახელება და ოთხნიშნა კოდი

რაოდენობა

ფაქტიური ნაშთის ოდენობა სააანგარიშო თვის დასაწყისში

თვის განმავლობაში

ფაქტიური ნაშთი თვის ბოლოსათვის (9=3+4-5-7-8-)

ფაქტიურად მიღებული (. კონსიგნაციით შეძენილი)

ფაქტიურად გახარჯული

სსაფ გამოწერით რეალიზებული ნავთობპროდუქტის რაოდენობა(.. კონსიგნაციით რეალიზებული)

რეალიზებული სსაფ გარეშე

გახარჯულია პირადი მოხმარებისათვის

რაოდენობა

რეალიზებული თანხის ოდენობა ლარებში

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

კგ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კგ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კგ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კგ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კგ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კგ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვადასტურეაბ, რომ დეკლარაციაში მოცემული ინფომრაცია სწორია და სრულად ასახავს საგადასახადო პერიოდისათვის ნავთობპროდუქტების მიწოდებასთან (წარმოებასთან) დაკავშირებულ ოპერაციებს.

გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა -------------------------   რიცხვი  თვე წელი

საგადასახადო ისნპექციის აღმნიშვნა

კამერალური შემოწმების შედეგად შეტანილია შესწორებები: -----------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------

შემოწმების   რიცხვი  თვე  წელი                                                            ხელმოწერა ----------------

შენიშვნა:

1. სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მოძრაობის აღრიცხვის ყოველთვიურ დეკლარაცია სამომსახურო საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილი უნდა იყოს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვში (სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურასთან ერთად).

 2. დეკლარაციის არასწორად შევსებისათვის პასუხისგებლობა გათვალსიწინებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


 

 

დანართი №8

ნავთობის დისტილატების სტაციონალური ობიექტის სარეგისტრაციო ფორმა

1. ობიექტის მისამართი ----------------------------------------------------------------------------------

ქალაქი, რაიონი, სოფელი, ქუჩის ნომერი.

2. ობიექტის საფოსტო ინდექსი -------------------------------------------------------------

3. ობიექტის საჯარო რეესტრში რეგისტაციის ნომერი და რეგისტარციის თარიღი -------------_________________________________________________________________________

4. ობიექტის მფლობელის (საკუთრების უფლების) დასახელება, მისი იურიდიული მისამართი და საინდენტიფიკაციო ნომერი ____________________________________

5. ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი  _______________________________

6. ობიექტის საქმიანობის აღწერა  ______________________________________________________

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

7. ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებით, გაცემული ლიცენზიების (ნებართველბის) ჩამონათვალი, მათი გამცემი ორგანოს დასახელება, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

8. ობიექტის მოსარგებლეთა ჩამონათვალი:

მოსარგებლის დასახელება

მოსარგებლის საიდენტიფიკაციო ნომერი

მოსარგებლის იურიდიული მისამართი

ობიექტის სარგებლობის დასაწყისი

საიჯარო ხელშეკრულების ვადა

მოსარგებლის საკონტაქტო ტელეფონები

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

9. ობიექტის რეზერვუარების აღწერა: მათი რაოდენობა და ტევადობები; ასევე ტერიტორიის მოკლე აღწერა. --------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

10. ინფორმაციის შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი -------------------------------------

11. მარეგისტრირებელი საგადასახადო ინსპექცია -------------------------------------------

12. მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი

13. სარეგისტრაციო ნომერის მინიჭების თარიღი   „   “   „        “  200  .

14. სარეგისტრაციო მოწმობა ჩავიბარე  -----------------------------------------     -------------------

                                                                             მიმღების დასახელება                ხელმოწერა

 

დანართი №9

ნავთობის დისტილატების სტაციონალური ობიექტის სარეგისტრაციო მოწმობა

ნავთობის დისტილატების სტაციონალური ობიექტის სარეგისტრაციო ნომერი 

 

1. ობიექტის მისამართი -------------------------------------------

                                             ქალაქი, რაიონი, სოფელი, ქუჩის ნომერი

2. ობიექტის საფოსტო ინდექსი -------------------------------------------------------------

3. ობიექტის საჯარო რეესტრში რეგისტაციის ნომერი და თარიღი -------------------

4. ობიექტის საქმიანობის სახე ---------------------------------------------------------------

5. საგადასახადო ინსპექციის მიერ  სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების თარიღი  „  “ „       “  200      

6. საგადასახადო ინსპექციის უფროსის ხელმოწერა

..   `    `       200  .

დანართი №10

სამომსახურეო ინსპექციის მიერ გაცემული ცნობა:

______________________________________________________________________________________________ 

სამომსახურეო საგადასახადო ინსპექციის დასახელება

ცნობა

ეძლევა ორგანიზაციას _________________________, გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი ________________, რომელიც განკარგავს ნავთობის დისტილატების შემდეგ სტაციონალურ ობიექტებს

მისამართი: _________________________________

მისამართი: _________________________________

მისამართი: _________________________________

მისამართი: _________________________________

მისამართი: _________________________________

მასზედ, რომ იგი პერიოდულად ახდენს ანგარიშგებას ჩვენდამი რწმუნებულ საგადასახადო ინსპექციაში.

ინსპექციის უფროსი: ___________  ხელმოწერა

..

პასუხისმგებელი პირი:                  ხელმოწერა

 

დანართი №11

(ჟურნალის გარეკანი)

ნავთობპოდუქტების საბითუმო პარტიების მიღებისა და მიწოდების 

ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალი

საბითუმო მიმწოდებლის დასახელება

საიდენტიფიკაციო ნომერი

ობიექტის მისამართი  ___________________________     სარეგისტრაციო ნომერი

ნავთობპროდუქტის დასახელება  ______________________________           კოდი

(ჟურნალის გვერდი)

        ____________           200   წელი

                                                                                 (თვე)

 

თარიღი

ნაშთი ნავთობპროდუქტის გაცემემდე (მიღებამდე)

მიმღები (მომწოდებელი)

მიმღები (მიმწოდებელი) ობიექტის სარეგისტრაციო ნომერი

სსაფ-ის სერია და ნომერი (იმპორტის შემთხვევაში სსდ)

გაცემული რაოდენობა

მიღებული რაოდენობა

ნაშთი ნავთობპროდუქტის გაცემის (მიღების) შემდეგ

შენიშვნა

კგ

ლიტრი

კგ

ლიტრი

კგ

ლიტრი

კგ

ლიტრი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საწარმოს ხელმძღვანელი:

თარიღი

 


დანართი №12

(ჟურნალის გარეკანი)

ნავთობპოდუქტების საბითუმო პარტიების მიღებისა და მიწოდების 

ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალი

საცალო მიმწოდებლის (ა.გ.ს.) და სხვა

დასახელება

საიდენტიფიკაციო ნომერი

ობიექტის მისამართი  ___________________________     სარეგისტრაციო ნომერი

ნავთობპროდუქტის დასახელება  ______________________________           კოდი

(ჟურნალის გვერდი)

        ____________           200   წელი

                                                                                 (თვე)

 

თარიღი

ნაშთი დღის დასაწყისში

მიმღები (მომწოდებელი)

მიმღები (მიმწოდებელი) ობიექტის სარეგისტრაციო ნომერი

სსაფ-ის სერია და ნომერი

მიღებული ნავთობპროდუქტის რაოდენობა

დღის განმავლობაში რეალიზებული

სარეალიზაციო ფასი (1 ლიტრის)

ნაშთი დღის ბოლოს

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საწარმოს ხელმძღვანელი:

 


დანართი №13

I ეგზემპლარი

სსაფ-ის დანართი

ზეთების (. . საპოხი ზეთების) მიმწოდებლებისათვის

საქონლის დასახელება

ზომის ერთეული

მოწოდებული საქონლის რაოდენობა

ერთეულის ფასი დღგ-ის  გარეშე

საქონლის ღირებულება დღგ-ის  გარეშე

დღგ

საქონლის ღირებულება  დღგ-ის ჩათვლით

%

თანხა

1

2

3

4

5

6

7

8

სულ

 

 

 

 

 

 

 

გადამზიდავი __________________________________

(ხელმოწერა)

მიმღები _______________________________________

(ხელმოწერა)

საწარმოს ხელმძღვანელი ___________________________

(ხელმოწერა)

16. 31/12/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 996 - ვებგვერდი, 060111, 03/01/2011 15. 10/06/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 468 - სსმ, 67, 14/06/2010 14. 17/05/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 397 - სსმ, 55, 18/05/2010 13. 25/03/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 226 - სსმ, 32, 29/03/2010 12. 25/11/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 761 - სსმ, 146, 27/11/2009 11. 25/09/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 632 - სსმ, 117, 28/09/2009 10. 10/06/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 358 - სსმ, 72, 15/06/2009 9. 28/02/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 208 - სსმ, 32, 29/02/2008 8. 17/01/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 39 - სსმ, 11, 24/01/2008 7. 17/12/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1295 - სსმ, 182, 24/12/2007 6. 02/08/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 956 - სსმ, 109, 02/08/2007 5. 10/07/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 876 - სსმ, 98, 11/07/2007 4. 02/07/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 783 - სსმ, 94, 02/07/2007 3. 23/04/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 397 - სსმ, 60, 30/04/2007 2. 23/10/2006 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1291 - სსმ, 144, 23/10/2006 1. 09/06/2006 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 588 - სსმ, 79, 13/06/2006