„ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებებისა დამატებების შეტანის თაობაზე"

„ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებებისა დამატებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 588
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 79, 13/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.008.753
588
09/06/2006
სსმ, 79, 13/06/2006
200.010.000.22.033.008.753
„ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებებისა დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

200.010.000.22.033.008.753

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №588

2006 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

„ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №18. მუხ. 173) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ინსტრუქციის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16

1. კორექტირების შემთხვევაში გაუქმებული სსაფ-ის ნაცვლად გამოიწერება ახალი სსაფ, რომელშიც აისახება ფაქტობრივად განხორციელებული ოპერაციის რეკვიზიტები, მე-17 გრაფაში სათანადო აღნიშვნით – „კორექტირებული“ და გაუქმებული სსაფ-ის ნომერი.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მიღებული ნავთობპროდუქტის სსაფ-ით გამოწერით სრულად ან ნაწილობრივ უკან დაბრუნების შემთხვევაში დღგ-ის გადამხდელს უფლება აქვს გამოწეროს კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანების „საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მ.შ. კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის მე-4 მუხლის შესაბამისად.“.

2. ინსტრუქციის მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეულ საქონელზე საბაჟო გაფორმების ადგილიდან საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთამდე ტრანსპორტირებისას ამ მუხლით განსაზღვრული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ მოითხოვება.“.

3. ინსტრუქციის მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19.

საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირი ვალდებულია იმპორტის რეჟიმში მოქცეული საქონლის საბაჟო გაფორმება დაამთავროს მხოლოდ გადასახადის გადამხდელის მიერ საბაჟო გაფორმების ადგილიდან საქონლის დასაწყობების ადგილამდე ამ ბრძანების მე-18 მუხლით განსაზღვრული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (რომელიც შევსებული უნდა იყოს ამ ბრძანებით დადგენილი წესით) წარმოდგენის შემდგომ, რასაც ადასტურებს თითოეული სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის მე-19 გრაფის გასწვრივ პირადნომრიანი ბეჭდისა და საბაჟოს შტამპის დასმით. ასევე სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მე-11, მე-12 გრაფების მე-2 და მე-3 სვეტებში მიუთითებს საქონლის რაოდენობას ამ ბრძანებით განსაზღვრულ ზომის ერთეულში, ხოლო მე-13 გრაფაში – საბაჟო სატვირთო დეკლარაციის ნომერსა და გაცემის თარიღს.“.

4. ინსტრუქციის №9 დანართის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ობიექტის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი (თუ ობიექტი არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში) ან „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ხელშეკრულების ან/და ნავთობის ოპერაციების საწარმოებლად გაცემული ლიცენზიის ნომერი.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი