„ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 761
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 146, 27/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.013.831
  • Word
761
25/11/2009
სსმ, 146, 27/11/2009
200.010.000.22.033.013.831
„ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.013.831

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №761

2009 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქრთველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებით (სსმ III, 17.02.05, №18, მუხ. 173) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ინსტრუქციის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

საქართველოს ტერიტორიაზე ამ ბრძანების დანართ №1-ში ჩამოთვლილი ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების, შენახვისა და რეალიზაციისათვის სავალდებულო სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (შემდგომში – სსაფ) წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტს. სსაფ იბეჭდება 4 ეგზემპლარად. ოთხივე ეგზემპლარს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და თითოეული მათგანი წარმოადგენს დედანს. სსაფ-ის გაცემა შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ ხდება მხოლოდ იმ გადასახადის გადამხდელებზე, რომლებიც ახორციელებენ ნავთობპროდუქტების მიწოდებას ან შიდა გადაზიდვას. სსაფ-ების აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და ამ ინსტრუქციის შესაბამისად.“.

2. ინსტრუქციის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გადამუშავების შემთხვევაში – ლიცენზიის ქსეროასლი აღნიშნული საქმიანობის განხორციელების შესახებ (გარდა გზის საფარისათვის მასალის – ბიტუმის წარმოებისა); შესაბამისობის სერტიფიკატი (იმ საქონელზე, რომელზედაც სავალდებულოა შესაბამისობის სერტიფიკატის აღება), ნედლეულის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი – სსაფ (იმ ნედლეულზე, რომელზედაც სავალდებულო არ არის სსაფ-ის გამოწერა – საბაჟო დეკლარაცია ან პირველადი საგადასახადო დოკუმენტები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე და 199-ე მუხლების შესაბამისად); ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებსა და საქართველოს მთავრობას შორის 2000 წლის 18 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების (ხელშეკრულება ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან) და 2002 წლის 1 აგვისტოს ამ ხელშეკრულებაში ნოვაციისა და ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილე – „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის“ ფილიალის „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია (საქართველო)“-ს მხრიდან მომართვის შემთხვევაში – ინფორმაცია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენიდან განვლილ პერიოდში ამოღებული და გადამუშავებული ნედლი ნავთობის რაოდენობის შესახებ;“.

3. ინსტრუქციის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მე-19 გრაფაში უთითებს ნავთობპროდუქტის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვის მისამართს, ხოლო მე-20 გრაფაში – ნავთობის დისტილატის ტრანსპორტირების დაწყების ადგილის (ნავთობის გადამუშავების, ნავთობბაზის, ავტოგასამართი სადგურის და საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული ნავთობის დისტილატების სხვა სტაციონალური ობიექტის) ან ბუნკირების გემის სარეგისტრაციო ნომერს, გარდა მე-9 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“.

4. ინსტრუქციის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

,,5. ამ მუხლის მე-4 პუნქტი არ ეხება შემთხვევებს, როდესაც გარიგების საფუძველზე მყიდველისათვის ნავთობპროდუქტებზე საკუთრების უფლების გადაცემის შემდგომ ნავთობრპროდუქტები ინახება გამყიდველის სტაციონალურ ობიექტში და შემდგომ პერიოდებში ხდება მისი, როგორც უკვე მყიდველის საკუთრების განაშთვა. მოცემულ შემთხვევაში, ნავთობრპუდუქტების შენახვის მომსახურება კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია ატარებდეს საქონლის მიწოდების მიმართ დამხმარე ხასიათს.“.

5. ინსტრუქციის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11

სსაფ გამოიწერება ნავთობპროდუქტების მიმწოდებლის მიერ 4 ეგზემპლარად, რომლის პირველი და მესამე ეგზემპლარი ეძლევა მყიდველს, ხოლო მეორე და მეოთხე ეგზემპლარი რჩება გამყიდველს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი