„ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 468
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 67, 14/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 200010000.22.033.014729
  • Word
468
10/06/2010
სსმ, 67, 14/06/2010
200010000.22.033.014729
„ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.014.729

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება №468

2010 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებით (სსმ III, 17.02.2005 წ., №18, მუხ. 173) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

საქართველოს ტერიტორიაზე ამ ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების, შენახვისა და რეალიზაციისათვის სავალდებულო სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (შემდგომში – სსაფ) წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტს, გარდა კომპიტერული წესით ამობეჭდილი სსაფ-ისა. სსაფ იბეჭდება 4 ეგზემპლარად. ოთხივე ეგზემპლარს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და თითოეული მათგანი წარმოადგენს დედანს. სსაფ-ის გაცემა შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ ხდება მხოლოდ იმ გადასახადის გადამხდელებზე, რომლებიც ახორციელებენ ნავთობპროდუქტების მიწოდებას ან შიდა გადაზიდვას. სსაფ-ების აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და ამ ინსტრუქციის შესაბამისად.“.

2. 11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სსაფ-ს აქვს ორი ასოსაგან შემდგარი სერია (გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი. სსაფ-ის სერია არის: იმპორტის (ექსპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან მოსაქცევი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას – აი“, იურიდიული პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის (არ ითვლებიან იურიდიულ პირებად) შიდა გადაზიდვისათვის – „აშ“, საბითუმო მიწოდებაზე – „ას“, საცალო მიწოდებაზე – „აა“.“.

3. 11 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

11. კომპიუტერული წესით ამობეჭდილ სსაფ-ს აქვს სამი ასოსგან შემდგარი სერია და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი. კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სსაფ-ის სერია არის: იმპორტის (ექსპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან მოსაქცევი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას – „კაი“, იურიდიული პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის (არ ითვლებიან იურიდიულ პირებად) შიდა გადაზიდვისათვის – „კაშ“, საბითუმო მიწოდებაზე – „კას“, საცალო მიწოდებაზე – „კაა“.“.

4. მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

     „მუხლი 21

1. გადასახადის გადამხდელი, რომელიც ახორციელებს ამ ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული საქონლის ტრანსპორტირებას, შენახვას, რეალიზაციას და თავის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა სამეურნეო ოპერაციის ბუღალტრულ აღრიცხვას ახდენს კომპიუტერული სისტემებისა და პროგრამების გამოყენებით, უფლება აქვს გამოიყენოს ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული ფორმის, კომპიუტერული წესით ამობეჭდილი სსაფ და მისი წარდგენა განახორციელოს ელექტრონული ფორმით – შემოსავლების სამსახურის ინტერნეტმომსახურების პორტალის გამოყენებით.

2. ელექტრონული ფორმით წარდგენილ სსაფ-ს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ სსაფ-ს.

3. ამ ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული საქონლის ტრანსპორტირებისას, ელექტრონული წესით წარდგენილი სსაფ უნდა ამოიბეჭდოს გადასახადის გადამხდელის მიერ და დამოწმდეს ხელმოწერით და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 კ. ბაინდურაშვილი