დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 208 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/02/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 29/02/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.020.000.22.033.011.554 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.011.554
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №208
2008 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებით დამტკიცებულ (სსმ III, 17.02.05წ., №18, მუხ. 173) ,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ინსტრუქციის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3.
სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მისაღებად ნავთობპროდუქტების მფლობელი ვალდებულია განაცხადით (დანართი №5) მიმართოს შესაბამის საგადასახადო ინსპექციას. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია განაცხადში მიუთითოს, გადასახადის გადამხდელის დასახელება, იურიდიული მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, დღგ-ის გადამხდელის სერტიფიკატის ნომერი, მისი გაცემის თარიღი, სტაციონარული ობიექტის ან ბუნკირების გემის სარეგისტრაციო ნომერი, საიდანაც შესაძლებელია განახორციელოს მიწოდება (გაცემა), ასევე წარმოადგინოს იმ დოკუმენტთა ჩამონათვალი (ამასთან, განაცხადს დაურთოს ინსპექციაში ბოლო საგადასახადო პერიოდის შემდეგ წარმოუდგენელი დოკუმენტების ქსეროასლები), რომელიც ადასტურებს შეძენილი (წარმოებული) ნავთობპროდუქტების რეალობას.“;
ბ) ინსტრუქციის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6.
გადასახადის გადამხდელზე სსაფ-ის გაცემისას, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული ნავთობის, ასევე ნავთობის მსუბუქი და მძიმე დისტილატების რეალიზაციისათვის (გადაზიდვისათვის) ამ ბრძანების დანართი №1-ის მიხედვით საგადასახადო ინსპექცია სსაფ-ის ყველა ეგზემპლარის:
ა) მე-11 და მე-12 გრაფის პირველ უჯრაში აღნიშნავს ნავთობის დისტილატის დასახელებას და კოდს ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 და მე-4 სვეტების შესაბამისად;
ბ) მე-19 და მე-20 გრაფაში უთითებს ნავთობის დისტილატის ტრანსპორტირების დაწყების ადგილის (ნავთობის გადამუშავების, ნავთობბაზის, ავტოგასამართი სადგურის) მისამართს და საგადასახადო ორგანოში ნავთობის დისტილატების სტაციონარული ობიექტის ან ბუნკირების გემის სარეგისტრაციო ნომერს;
გ) იურიდიული პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, რომლებიც არ ითვლებიან იურიდიულ პირებად, საქონლის გადაზიდვისას გამოწერილ უნდა იქნეს სსაფ, რომელზეც საგადასახადო ინსპექციის მიერ წინასწარ, სსაფ-ის საგადასახადო ორგანოდან გატანისას, კეთდება წარწერა: ,,შიდა გადაზიდვა“, ხოლო თუ ტრანსპორტირება ხდება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილიდან – ,,შიდა გადაზიდვა. იმპორტი.“;
გ) ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს იმპორტის (ექსპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან მოსაქცევი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე, ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის დასაწყობების ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირებას, გადასახადის გადამხდელი, რომელიც ახორციელებს საქონლის იმპორტს (ექსპორტს), ვალდებულია საქონლის ტრანსპორტირების (შიდა გადაზიდვა) სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მისაღებად მიმართოს საგადასახადო ინსპექციას განაცხადით (დანართი №6).
2. საგადასახადო ინსპექცია გასცემს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე (და პირიქით) საქონლის ტრანსპორტირებისათვის სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას წარწერით – ,,შიდა გადაზიდვა. იმპორტი“ (ექსპორტის შემთხვევაში – ,,შიდა გადაზიდვა“) მე-11 გრაფის მე-4–10 სვეტებში, ასევე მე-11 და მე-12 გრაფების პირველ სვეტში საქონლის დასახელებისა და ოთხნიშნა კოდის ჩანაწერით (ამავე ბრძანების მე-6 მუხლის მიხედვით). ამასთან, სსაფ-ის გაცემისას საგადასახადო ინსპექციაში გადამხდელის მიერ ივსება სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მე-7, მე-8, მე-9, მე-19, მე-20, 21-ე, 22-ე გრაფები, ხოლო მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-14, მე-15, მე-16, მე-17 გრაფებში კეთდება აღნიშვნა ,,X“, დანარჩენი გრაფები ივსება უშუალოდ გადამხდელის მიერ დამოუკიდებლად.“;
დ) ინსტრუქციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული გადამხდელების მიერ საგადასახადო ინსპექციას საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციასთან ერთად, წარედგინება ,,სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი და სასაქონლო ნაშთები“ (დანართი №4) და სსაფ-ები, მათ შორის:
ა) მყიდველის მიერ პირველი ეგზემპლარი (ორიგინალი);
ბ) გამყიდველის მიერ მეოთხე ეგზემპლარი.“;
ე) ინსტრუქციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ცალკეულ გადამხდელებთან მიმართებაში, რომლებსაც საკუთრებაში (სარგებლობაში) გააჩნიათ ნავთობპროდუქტებით საბითუმო და საცალო ვაჭრობის ქსელის ობიექტები და ბოლო 6 თვის განმავლობაში იმპორტის რეჟიმში დეკლარირებული აქვთ სსაფ-ების გამოყენებას დაქვემდებარებული 10 მლნ. ლარზე მეტი ღირებულების საქონელი, ამასთან, აღნიშნული საქონლის რეალიზაციის (ნაშთების) აღრიცხვას ახორციელებენ ელექტრონული ფორმით სერტიფიცირებული პროგრამების გამოყენებით და უზრუნველყოფენ საგადასახადო ორგანოების მიერ მათი მონაცემების შეუფერხებელ (უწყვეტ რეჟიმში) გამოყენების შესაძლებლობას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ შესაძლებელია გამოიცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის მოქმედების პერიოდში შესაბამის გადამხდელზე სსაფ-ები გაიცემა ამ ბრძანების მე-6, მე-17 და მე-18 მუხლებში მითითებული აღნიშვნების (ჩანაწერების) გარეშე.“;
ვ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ზ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №4 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
თ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №5 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ი) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №6 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 მარტიდან.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი კ. ბაინდურაშვილი
დანართი №1
| № | საქონლის დასახელება | სეს ესნ კოდი | სსაფ-ში მისათითებელი კოდი |
| 1 | 2 | 3 | 4 |
| 1 | ნედლი ნავთობი (გარდა მილსადენისა) | 2709 00 100 00, 2709 00 900 00 | 2709 |
| 2 | ბიტუმი | 2713 20 000 00, 2713 90 900 00 | 2713 |
| 3 | ნავთობის მსუბუქი დისტილატები: - ბენზინი გადამუშავებისათვის - სპეციალური ბენზინი საავტომობილო ბენზინები: - ბენზინი რეგულარი აი-91 - ბენზინი პრემიუმი აი-95 - ბენზინი სუპერი აი-98 - რეაქტიული და სხვა ბენზინი |
2710 11 110 00, 2710 11 150 00 2710 11 210 00, 2710 11 250 00
2710 11 410 00 2710 11 450 00 2710 11 490 00 2710 11 700 00, 2710 11 900 00 |
0110 0210
0270 0290 0320 0370 |
| 4 | ნავთობის მძიმე დისტილატები:
გაზოილი (დიზელის საწვავი): - დიზელის საწვავი გადამუშავებისათვის - დიზელის მოტორული საწვავი - თხევადი საწვავი (მაზუთი) |
2710 19 310 00, 2710 19 350 00 2710 19 410 00 - 2710 19 490 00 2710 19 510 00 - 2710 19 690 00 |
0610 0690 0710 |
დანართი №4
სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი
და სასაქონლო ნაშთები
ნაწილი I
| გამოწერილი (მ.შ შიდა გადაზიდვაზე) სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (მათ შორის, კორექტირების) | |||||||||
| სსაფ, მათ შორის, კორექტირების | სსაფ, რომლის კორექტირებაც ხდება | სტაციონარის რეგისტრაციის ნომერი | მყიდველის ს/ნ | ნ/პროდუქტის კოდი | რაოდენობა | დღგ-ის თანხა*
| |||
| სერია № | თარიღი | სერია № | თარიღი | გაგზავნის | დანიშნულების | ||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ნაწილი II
| შეძენილ ნ/პროდუქტებზე გამოწერილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (მათ შორის, კორექტირების) | |||||||||
| სსაფ, მათ შორის, კორექტირების | სსაფ, რომლის კორექტირებაც ხდება | სტაციონარის რეგისტრაციის ნომერი | გამყიდველის ს/ნ | ნ/პროდუქტის კოდი | რაოდენობა | დღგ-ის თანხა*
| |||
| სერია № | თარიღი | სერია № | თარიღი | დანიშნულების | გამოგზავნის | ||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
*. შიდა გადაზიდვის, აგრეთვე დღგ-ისაგან გათავისუფლებული მიწოდების განხორციელების შემთხვევაში აღინიშნება „X“, ნულოვანი განაკვეთით დასაბეგრი მიწოდებისას ჩაიწერება „0“.
ნაწილი III
ფაქტობრივად დარიცხული ნაშთები
| საქონლის დასახელება და ოთხნიშნა კოდი | რაოდენობა | ფაქტობრივად ნაშთის ოდენობა საანგარიშო თვის დასაწყისში | თვის განმავლობაში | ფაქტობრივი ნაშთისთვის ბოლოსათვის (12=3+4-5-6-8-10-11) | |||||||
|
|
|
| ფაქტობრივად მიღებული და წარმოებულის რაოდენობა | ფაქტობრივად გახარჯული |
| ||||||
|
|
|
|
| სსაფ-ის გამოწერით რეალიზებული ნავთობპროდუქტების რაოდენობა | რეალიზებული სსაფ-ის გარეშე | გახარჯულია (პირადი მოხმარებისათვის | გადამუშავებულის ოდენობა |
| |||
|
|
|
|
|
| ფასდათმობის გარეშე რეალიზებული | ფასდათმობით რეალიზებული |
|
|
| ||
|
|
|
|
|
| რაოდენობა | თანხა | რაოდენობა | თანხა |
|
|
|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
|
| კგ/ლ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი №5
საგადასახადო ინსპექციის დასახელება
განაცხადი
სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიღებაზე
1. გადასახადის გადამხდელის დასახელება, იურიდიული მისამართი:
____________________________________________________________
2. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი: _____________
3. დღგ-ის გადამხდელის სერტიფიკატის ნომერი გაცემის თარიღი: _______
4. იმ დოკუმენტთა ჩამონათვალი, რომელიც ადასტურებს შეძენილი (წარმოებული) ნავთობპროდუქტების რეალობას.
ა)
ბ)
გ)
დ)
5. ნავთობის დისტილატების ნაშთები იმ სტაციონარული ობიექტების ან ბუნკირების გემის მიხედვით, რომელთათვისაც ხდება სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მოთხოვნა (ივსება თითოეული ობიექტისათვის ინდივიდუალურად, პირველი მოთხოვნის დროს ივსება მხოლოდ ნაშთი მოთხოვნის დროს) და მოთხოვნილი სსაფ-ების რაოდენობა ობიექტების მიხედვით:
--- ---- --- --- ---- ---- -- ობიექტის სარეგისტრაციო ნომერი და მისამართი _____________
| საქონლის დასახელება და კოდი | სსაფ-ის უკანასკნელი მოთხოვნის შემდგომ საქონლის მიღებისა და გაცემის მონაცემები | ფაქტობრივი ნაშთი სსაფ-ის მოთხოვნის დროს | რეალიზაციისათვის განკუთვნილი სსაფ-ების რაოდენობა | შიდა გადაზიდვისთვის განკუთვნილი სსაფ-ების რაოდენობა | ||||||||
|
| უკანასკნელი მოთხოვნის თარიღი | მიღებული | გაცემული |
|
|
| ||||||
|
|
| კგ |
| კგ |
| კგ |
|
|
| |||
|
|
|
|
|
| ლ |
| ლ |
| ლ |
|
|
|
|
|
| კგ |
| კგ |
| კგ |
|
|
| |||
|
|
|
|
|
| ლ |
| ლ |
| ლ |
|
|
|
|
|
| კგ |
| კგ |
| კგ |
|
|
| |||
|
|
|
|
|
| ლ |
| ლ |
| ლ |
|
|
|
6. ინფორმაცია გადამუშავებული პროდუქციის შესახებ (ივსება მხოლოდ ნავთობპროდუქტის წარმოების შემთხვევაში):
| გადამუშავებული ნავთობის რაოდენობა ბოლო მოთხოვნის შემდეგ | ნავთობის გადამუშავებით მიღებული პროდუქციის რაოდენობა და გამოსავლიანობის პროცენტი | |||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| დანაკარგები | |
|
| რაოდ. კგ-ში | % | რაოდ. კგ-ში | % | რაოდ. კგ-ში | % | რაოდ. კგ-ში | % | რაოდ. კგ-ში | % | რაოდ. კგ-ში | % |
| კგ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ლ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ვადასტურებ, რომ განაცხადში მოცემული ინფორმაცია სწორია და სრულად ასახავს წარმოდგენილი საქონლის მოძრაობასთან დაკავშირებულ ოპერაციებს.
გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა ------------------------ რიცხვი თვე წელი
დანართი №6
საგადასახადო ინსპეციის დასახელება
განაცხადი
საიმპორტო (საექსპორტო) ნავთობპროდუქტების შიდა გადაზიდვის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიღებაზე
1. გადასახადის გადამხდელის დასახელება, იურიდიული მისამართი
________________________________________________________
2. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი
________________________________________________________
3. დღგ-ის გადამხდელის სერტიფიკატის ნომერი, გაცემის თარიღი
________________________________________________________
საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების შემდგომ საქონლის ტრანსპორტირებისათვის მესაჭიროება ------ ცალი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სადაც შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები (თითო გრაფა ივსება გასაცემი თითოეული ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად):
| № | საქონლის დასახელება და კოდი | საქონლის რაოდენობა კგ-ში | საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს დასახელება | ტრანსპორტირების დაწყების ადგილის მისამართი | ტრანსპორტირების დამთავრების ადგილის მისამართი | დასაწყობების ადგილის რეგისტრაციის ნომერი | შენიშვნა | |||
|
|
|
|
|
|
|
|
| |||
| 1 |
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 2 |
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 3 |
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 4 |
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 5 |
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 6 |
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 7 |
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 8 |
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ვადასტურებ, რომ განაცხადში მოცემული ინფორმაცია სწორია და სრულად ასახავს ნავთობპროდუქტების მოძრაობასთან დაკავშირებულ ოპერაციებს.
გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა-------------რიცხვი, თვე, წელი -------
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები