დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 783 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 94, 02/07/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.010.000.22.033.010.528 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.010.528
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №783
2007 წლის 2 ივლისი
ქ. თბილისი
,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ� ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №87 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ� ინსტრუქციაში (სსმ III, 2005 წ., №18, მუხ. 173) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� ,,მუხლი 1.
საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების, შენახვისა და რეალიზაციისათვის სავალდებულო სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ფორმა (ტექსტში შემდგომ � სსაფ) წარმოადგენს მკაცრი აღიცხვის და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტს. სსაფ იბეჭდება 4 ეგზემპლარად. სსაფ-ის გაცემა საგადასახადო ინსპექციის მიერ ხდება მხოლოდ იმ გადასახადის გადამხდელებზე, რომლებიც ახორციელებენ ნავთობპროდუქტების მიწოდებას ან შიდა გადაზიდვას.�;
ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� ,,მუხლი 3.
სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მისაღებად აქციზური საქონლის მფლობელი ვალდებულია განაცხადით (დანართი №5) მიმართოს შესაბამის საგადასახადო ინსპექციას. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია განაცხადში მიუთითოს, გადასახადის გადამხდელის დასახელება, იურიდიული მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, დღგ-ის გადამხდელის სერტიფიკატის ნომერი, მისი გაცემის თარიღი, ასევე წარმოადგინოს იმ დოკუმენტთა ჩამონათვალი (ამასთან, განაცხადს დაურთოს ინსპექციაში ბოლო საგადასახადო პერიოდის შემდეგ წარმოუდგენელი დოკუმენტების ქსეროასლები), რომელიც ადასტურებს შეძენილი (წარმოებული) ნავთობპროდუქტების რეალობას.�;
გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� ,,მუხლი 5.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია ვალდებულია განაცხადის წარმოდგენიდან (საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციიდან) 72 საათის განმავლობაში (დასვენების დღეების ჩაუთვლელად), ხოლო იმპორტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გასცეს სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (რისთვისაც სსაფ-ის ზემო მარჯვენა კუთხეში დაუსვამს ბეჭედს) ან უარი განაცხადოს სსაფ-ის გაცემაზე, რისთვისაც ვალდებულია წერილობით აცნობოს გადასახადის გადამხდელს უარის თქმის საფუძველი. გადასახადის გადამხდელს სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურების გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას შემდეგ შემთხვევაში:
ა) განაცხადში წარმოდგენილი მონაცემები არის არასრულყოფილი;
ბ) განაცხადში წარმოდგენილი მონაცემების სისწორე იწვევს საფუძვლიან (დასაბუთებულ) ეჭვს;
გ) თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ინსპექციაში არ წარადგენს ამ ბრძანებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ანგარიშგებებს ან წარადგენს, მაგრამ არასრულყოფილად;
დ) გადამხდელი არ აწარმოებს ამ ბრძანებით დადგენილ ,,ნავთობპროდუქტების საბითუმო პარტიების მიღებისა და მიწოდების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალს� (დანართი №11) ან ,,ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს� (დანართი №12).�;
დ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. თუ გადასახადის გადამხდელი წინასწარი გარიგების საფუძველზე ინახავს რეალიზებულ ნავთობპროდუქტს და ეტაპობრივად აწვდის მყიდველს სხვადასხვა ავტოგასამართი სადგურის მეშვეობით, იგი ამის შესახებ წინასწარ აცნობებს მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას, რომელიც გადასახადის გადამხდელს ანიჭებს დამატებით შვიდნიშნა კოდს. აღნიშნული კოდი არ არის სტაციონარული ობიექტის მაიდენტიფიცირებელი. ასეთი სახის რეალიზაციისთვის სსაფ გამოიყენება 21-ე და 22-ე გრაფების შევსების გარეშე. სსაფ-ის მიღებისას მე-19 გრაფაში ჩაიწერება ,,საცალო�, მე-20 გრაფაში ჩაიწერება მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიერ მინიჭებული შვიდნიშნა კოდი.�;
ე) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� ,,მუხლი 15.
სსაფ-ში რეკვიზიტის შეცდომით შევსების შემთხვევაში სსაფ-ის ოთხივე ეგზემპლარი არა უგვიანეს 3 დღისა გაუქმების მიზნით წარედგინება მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას.�;�
ვ) მე-18 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს იმპორტის (ექსპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის საბაჟო გაფორმების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე (ან პირიქით) საქონლის ტრანსპორტირებას, გადასახადის გადამხდელი, რომელიც ახორციელებს საქონლის იმპორტს (ექსპორტს), ვალდებულია მიმართოს მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას განაცხადით (დანართი №6), საბაჟო გაფორმების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე (ან პირიქით) საქონლის ტრანსპორტირების (შიდა გადაზიდვა) სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურის მისაღებად.
2. სავალდებულოა განაცხადს თან ერთვოდეს სპეციალური საბაჟო სატვირთო დეკლარაციის ქსეროასლი ან საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გადამხდელის მიერ საქონლის იმპორტის რეჟიმში მოქცევის განზრახვას.
3. მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია გასცემს საბაჟო გაფორმების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე (და პირიქით) საქონლის ტრანსპორტირებისათვის სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას წარწერით ,,შიდა გადაზიდვა. იმპორტი� (ექსპორტის შემთხვევაში � ,,შიდა გადაზიდვა�) მე-11 გრაფის მე-4�10 სვეტებში, ასევე მე-11 და მე-12 გრაფების პირველ სვეტში საქონლის დასახელებისა და ოთხნიშნა კოდის ჩანაწერით (ამავე ბრძანების მე-6 მუხლის მიხედვით). ამასთან, სსაფ-ის გაცემისას საგადასახადო ინსპექციაში გადამხდელის მიერ ივსება სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურის მე-7, მე-8, მე-9 გრაფები და მე-19, მე-20, 21-ე, 22-ე �გრაფები, ხოლო მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-14, მე-15, მე-16, მე-17 გრაფებში კეთდება აღნიშვნა ,,X�; დანარჩენი გრაფები ივსება საგადასახადო ინსპექციის მიერ.�;
ზ) 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� ,,მუხლი 25.
საგადასახადო ინსპექციები არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში წარადგენენ გადამხდელების მიერ საანგარიშო პერიოდში გამოწერილ სსაფ-ების I და IV ეგზემპლარებს, ინფორმაციას გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი და მიღებული სსაფ-ის შესახებ (დანართი №4 ფორმის მიხედვით), დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის დანართთან და სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მოძრაობის აღრიცხვის ყოველთვიური დეკლარაციის ასლებთან ერთად.�;
თ) 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� ,,მუხლი 26.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული საგადასახადო ორგანოები უზრუნველყოფენ საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტების სტაციონარული ობიექტების (მათ შორის, ნავთობის მოპოვების ადგილების, ნავთობბაზებისა და ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების, სხვა სტაციონარული საცავების და ავზების) ცენტრალიზებულ აღრიცხვას (დანართი №8-ის შესაბამისად) და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემას (დანართი №9-ის ფორმით).�;
ი) დანართი №5-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საგადასახადო ისპექციის დასახელება
განაცხადი
სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიღებაზე�
კ) დანართი №6 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ლ) ამოღებულ იქნეს დანართი №10.
2. ბრძნება ამოქმედდეს 2007 წლის 1 აგვისტოდან.
ა. ალექსიშვილი
დანართი №6
საგადასახადო ინსპეციის დასახელება
განაცხადი
საიმპორტო (საექსპორტო ) საქონლის (ნედლი ნავთობი , ნავთობის მსუბუქი , საშუალო და მძიმე დისტილატები ) შიდა გადაზიდვის
სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტ უ რის მიღებაზე
1.�� გადასახადის გადამხდელის დასახელება , იურიდიული მისამართი .
______________________________________________________________
2. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი .
________________________________________________________
3. დღგ -ის გადამხდელის სერტიფიკატის ნომერი , გაცემის თარიღი .
____________________________________________________________
4. სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურის გაცემის საფუძველს წარმოადგენს სპეციალური საბაჟო სატვირთო დეკლარაცია
�(სსდ ) # � ________��������� გაცემული � ,,�� ��������� � 200 �წ .
სსდ განსაზღვრული საქონლის საბაჟო გაფორმების შემდგომ საქონლის ტრანსპორტირებისათვის მესა -ჭიროება � ------ ცალი სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა , სადაც შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები (თითო გრაფა ივსება გასაცემი თითოეული ანგარიშფაქტურის შესაბამისად ):
|
| საქონლის დასახელება და კოდი | საქონლის რაოდენობა კგ - ში | გაფორმების საბაჟო ორგანოს დასახელება | ტრანსპორტირების დაწყების ადგილის მისამართი | ტრანსპორტირების დამთავრების ადგილის მისამართი | დასაწყობების ადგილის რეგისტრაციის ნომერი | შენიშვნა | |||
|
|
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ვადასტურებ , რომ განაცხადში მოცემული ინფომრაცია სწორია და სრულად ასახავს ნავთობპროდუქტების მოძრაობასთან დაკავშირებულ ოპერაციებს .
გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა -------------რიცხვი , თვე , წელი -------
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები